უცხოური

16:01 | 27.06.2017 | ნანახია 1336 - ჯერ

ნაივალუს 6 კვირა გაუცდება

ავსტრალიის ნაკრების და “რებელსის” ვინგერი სეფა ნაივალუ ტრავმირებულია – იუწყება ცნობილი ვებგვერდი Planetrugby.Com.

ნაივალუ, რომელმაც იტალიასთან მოგებულ (40:27) მატჩში დუბლი შეასრულა, 49-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. როგორც გაირკვა, 25 წლის მორაგბეს ტერფი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 6 კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

ამრიგად, სეფა მიმდინარე სუპერ რაგბიში ვეღარ ითამაშებს.

ავსტრალიელთა მთავარი მწვრთნელის მაიკლ ჩეიკას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნაივალუს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება, ის დიდი ალბათობით 19 აგვისტოსთვის, ანუ 4 ერის გათამაშების პირველი მატჩისთვის მზად იქნება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.072636