სიახლეები

15:40 | 27.06.2017 | ნანახია 2338 - ჯერ

7-ქალა: მესამე ადგილი სლოვაკეთში

საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა სლოვაკეთში გამართულ რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი მესამე ადგილზე დაასრულა და ‘ალაფაზე’ აღზევებამდე სულ ცოტა დააკლდა.

კოშიცეში გამართული ტურნირის პირველ დღეს გოგონებმა ჯგუფური ეტაპის ორი თამაში მოიგეს: სადებიუტო შეხვედრაში ავსტრიას 3 ლელო დაუდეს და დაძაბულ ბრძოლაში 19:14 სძლიეს, ხოლო მეორე მატჩში ბოსნია ჰერცოგოვინასთან 4 უპასუხო ლელო მიითვალეს, 24:0 იმარჯვეს და თასის მეოთხედფინალში თამაში ნაადრევად დაიბევეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენს 7-ქალას დანიამ 17:5 აჯობა.

მეორე დღის პირველ მატჩში ჩვენი გოგონები ანდორას შეხვდნენ, რომელმაც პირველი დღე დაუმარცხებლად - 2 მოგებით და ერთი ფრით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ 2 წუთით მოედანზე კაცნაკლულები ვიყავით, ანდორელებს 3 უპასუხო ლელოთი ვძლიეთ (17:0) და ნახევარფინალში ნაცნობ ავსტრიას შევხვდით, რომელმაც ერთი საათით ადრე ხორვატიას მოუგო (22:0).

ჯგუფური ეტაპის მსგავსად, ავსტრიელებთან მატჩი ახლაც დაძაბული გამოდგა, მეტოქემ 3 ქულის სხვაობით, 10:7 იმარჯვა და თასის ფინალში გასვლით ‘ალაფის’ საგზურიც მოიპოვა. საქართველო მესამე ადგილისთვის ასევე ჯგუფიდან ნაცნობ მეტოქეს, დანიას შეხვდა, წინა დღის მარცხისთვის რევანში აიღო და 7:5 იმარჯვა, რითაც სლოვაკეთში მესამე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, შარშან კონფერენც დივიზიონში ჩვენი გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა, წელს კი ორი პოზიციით დაწინაურდა.

ჩვენმა 7-ქალამ კოშიცეში ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, ლოსანა ფოლადაშვილი, ნინო ტაბატაძე, ირმა გულიაშვილი, თინათინ პაპუაშვილი, მარიამ გოგუაძე, სალომე სირაძე, ნანი სირაძე, თამარ მანაგაძე, თინათინ სიხარულიძე.

მწვრთნელები: ჯაბა მალაღურაძე, გიორგი მაისურაძე

მენეჯერი: ია ხურცილავა

ექიმი: ოთარ თაბაგარი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:21 | 28.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

18:08 | 27.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.088425