ქართული

13:57 | 26.06.2017 | ნანახია 11834 - ჯერ

"ქართველები 6 ერში? რატომაც არა?!" (+VIDEO)

პოპულარული ფრანგული ვებსაიტი "რაგბირამა" დავით კაჭარავას ულამაზესი ლელოს ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და დასძენს, რომ დროა, საქართველოს ნაკრებისთვის 6 ერის კარი გაიღოს.

როგორც გახსოვთ, შაბათს საღამოს არგენტინის ნაკრებთან სტუმრად გამართული ტესტ-მატჩის 39-ე წუთზე "პუმებმა" საკუთარ 22-ში რაქიდან გამოტანილი ბურთი ჩვენს ნახევარზე გადააგდეს, ჩვენი ნაკრების 22-მეტრიან ზონაში მას ლაშა ხმალაძე დაეუფლა, სამი არგენტინელი გზიდან ცრუმოძრაობებით ჩამოიცილა და ფრონტის ხაზი კვლავ მასპინძელთა 22-ის ხაზთან ასწია. იქ მოკლე ჩათამაშებების შედეგად ბურთი წამოწეულ დავით კაჭარავას მიუვიდა, რომელმაც ბურთი დაამიწა და ბორჯღალოსნების პირველი ლელო დააფიქსირა. მოსაყოლად გრძელია, მაგრამ მთელი ეს კომბინაცია ელვასავით სწრაფი იყო, 14 წამში ჩაეტია.

ჰოდა, ფრანგ ჟურნალისტებს უკვირთ, რატომ არ იკარებს ახლოს 6 ერის ხელმძღვანელობა "ლელოებს".

"ვიცოდით, რომ საქართველოს უძლიერესი, საზარელი შერკინება ჰყავს. მაგრამ მათ თუმრე 80-მეტრიანი ბურთაობით ლელოების გატანაც ეხერხებათ. ყოველ შემთხვევაში, შაბათს საღამოს არგენტინასთან თამაშით საქართველომ სიამოვნება მოგვანიჭა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაში აგებდნენ, წამითაც არ დანებებულან და ზედ შესვენების წინ ლამაზი ლელოც გაიტანეს.

საბოლოოდ არგენტინამ მაინც მოიგო, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც საქართველომ შეუქმნა. ინგლისელებისგან ორი მარცხის შემდეგ ქართველების ძლევა "პუმებს" განწყობას რამდენადმე გამოუკეთებს.

რაც შეეხება საქართველოს, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ეს გუნდი ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება პირველ დონეს. მაშ რატომ არ შეიძლება ამ გუნდის 6 ერში ინტეგრირება?"

და ამ ტექსტს ბონუსად დართული აქვს ბორჯღალოსნების მართლაც შესანიშნავი ლელო:


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:12 | 27.06.2017
qomagi (248)

რაგბის მამების კეთილსინდისიერება-პროფესიონალიზმზე რა მოგახსენო, მაგრამ შიდა ჩემპიონატის გაძლიერება, საკლუბო ტურნირებში სასწრაფოდ ჩართვა და შვიდკაცას გაძლიერება - ეს არის ის, რაზეც გაასმაგებულად უნდა იმუშაოს ჩვენი რაგბის ფედერაციამ.

19:29 | 27.06.2017
პანტელეიმონი (1218)

100% -ით გეთანხმები.

15:17 | 27.06.2017
davit-tg (12)

არის ნათელი წერტილები ჩვენი გუნდის თამაშში,თუმცა ეს არაა საკმარისი.არის რამდენიმე აუცილებელი პირობა რომ ვიყოთ სტაბილურად ელიტაში.
1.რაბის მამების კეთილსინდისიერება და პრფესიონალიზმი
2.შიდა ჩემპიონატის გაძლიერება
3.შვიდკაცას მიხედვა და გაძლიერება

04:09 | 27.06.2017
შოთა ჯუღელი (2)

თვალი გადავავლე კომენტარებს ერთიდაიგივეს წერს ყველა
ვინმემ დასვით კითხვა ნემსაძე რატო შეცვალა მალაღურაძემ?
რატო იდგა კაჭარავა შერკინებაში ამდენ ხანს?

16:52 | 27.06.2017
jora84 (183)

იმიტომ რომ მარქაფში მყოფი ბონგო და ცუცქირიძე უკვე შემოსულები იყვნენ. როგორ ჩანს ნემსაძემ ტრამვა მიიღო და ვეღარ აგრძელებდა თამაშს, სწორედ ამიტომ მოხდა აღნიშნული გადაადგილებები.

21:30 | 26.06.2017
გოჩა (2)

მე მჯერა რომ რაგბი 15 ში ჩვენ ერთ დროს ზელანდილებსაც გავუსწრებთ. აი ახავთ თუ არა, ეს მოხდება 20 წლის მერე რცა ჩვენ პირველ 3 უში ვქნებით და შეიძლება უპირაესასდ პირველზეც კი. მთეი საქართველო ფარაგბდება . დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!!!!

20:43 | 26.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიღება, გაიღება, სხვა გზას არ ვუტოვებთ ჩვენი პროგრესით.

17:09 | 26.06.2017
krasni (587)

რა თქმა უნდა მალე მოვა ის დროც, მანამდე კი არ შევაჩეროთ უნდა განვითარება. მეტი მოვთხოვოთ ფედერაციას და სპორტის სამინისტროს, მაშინაც, როცა რამე კეთდება. ეს სპორტი მართლაც არის ჩვენი თამაში და ადრე, თუ გვიან მსოფლიოს 7-10-ში დავმკვიდრებით.

16:33 | 26.06.2017
ogafa (407)

მალე მოვა ის დროც

15:46 | 26.06.2017
BEERTRANCE (1073)

გრძელი გზაა და მოთმინებით ნელა მოგვიწევს სიარული.

0.085064