ამბები

22:54 | 3.10.2014 | ნანახია 2207 - ჯერ

მასპინძლებმა აფრიკელებს სძლიეს

საქართველოში სამხრეთ-აფრიკული კლუბი “აფეესის” (AVS) ტურნეს პირველი სამატჩო დღე მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

პირველ შეხვედრაში საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები აფრიკელ 14-წლამდელებს დაუპირისპირდა და 19-7 სძლია მოწინააღმდეგეს;

საღამოს მეორე მატჩში აღმოსავლეთ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები “აფეესის” 16-წლამდელებს შეხვდა და შეხვედრა 34-5 მოიგო;

“აფეესის” კლუბს ქართული ტურნეს ფარგლებში კიდევ ორ სამატჩო დღე ელის:

ორშაბათს, 6 ოქტომბერს, ტურნეს მეორე ეტაპზე სამხრეთაფრიკელები ქუთაისს ესტუმრებიან:

16:30 დასავლეთი საქართველო 15-წ. - აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)

18:00 დასავლეთი საქართველო 17-წ. - აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)

ასპარეზობის ბოლო ეტაპი პარასკევს, 10 ოქტომბერს, კვლავ “შევარდენზე” გაიმართება. პროგრამა პირველი ეტაპისას ემთხვევა:

16:30 საქართველო 15-წ. - აფეეს 14-წ. (2 X 30 წუთი)

18:00 საქართველო 17-წ. - აფეეს 16-წ. (2 X 35 წუთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.410287