სიახლეები

17:20 | 25.06.2017 | ნანახია 3171 - ჯერ

ივნისის ტესტები: მესამე კვირა

გუშინ და გუშინწინ ივნისის ტესტების მესამე კვირის შეხვედრები გაიმართა. წინა კვირის მსგავსად, სენსაცია ამჯერადაც დაფიქსირდა და მასში კვლავ შოტლანდიის ნაკრები მონაწილეობდა. თუ “ნარშავებმა” გასულ შაბათს სარაგბო სამყარო ავსტრალიასთან გამარჯვებით გააოცეს, ამჯერად ისინი სუვაში ფიჯისთან დამარცხდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, შოტლანდია ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიური ტურნეს გამო თავიდანვე შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა, ხოლო ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ ლომებში ალან დელი და ფინ რასელი იხმეს და ფიჯისთან თამაში კიდევ უფრო დიდი დანაკლისით მოუწიათ.

მასპინძლებმა ტაიმი ვოლავოლას ორი ჯარიმით და იატოს ლელოთი მოიგეს, რასაც შოტლანდიელთაგან ფორდის ლელოთი და ჯექსონის გარდასახვით უპასუხეს – 11:7. 46-ე წუთზე ვოლავოლამ მორიგი ჯარიმა გაიტანა და ფიჯი 7 ქულით გავიდა წინ. 53-ე წუთზე კი მასპინძელთა უხეში შეცდომით ჯექსონმა ისარგებლა, ლელო დადო და თავად გარდასახა. ამის შემდეგ გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს და ანგარიში 17:17 გახდა. 62-ე წუთზე ფიჯელებმა თამაში მოედნის ცენტრიდან განაახლეს, ბურთის მოპოვება მოახერხეს და შესანიშნავი უსწრაფესი იერიში განახორციელეს, რაც სენილიოლის ლელოთი დასრულდა. ვოლავოლამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, 68-ე წუთზე კი ჯარიმა გაიტანა და “მფრინავი ფიჯელები” 10 ქულით გავიდნენ წინ. 72-ე წუთზე “ნარშავებმა” ბრაუნის ლელოთი სხვაობა შეამცირეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და ფიჯიმ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა – 27:22.

6 ერის ნაკრებთან გამარჯვებასთან ახლოს იყო კიდევ ერთი ოკეანეთის ქვეყანა სამოა. “მანუ სამოა” აპიაში შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე უელსს დაუხვდა და ბოლოსკენ გაშვებული ლელოთი დამარცხდა. მასპინძლებმა ტაიმი 10:9 მოიგეს. 42-ე წუთზე ევანსის ლელოთი “დრაკონები” წინ გავიდნენ, მაგრამ 52-ე წუთზე ლეიატაუას ლელოთი და პისის გარდასახვით მასპინძლები 3 ქულით დაწინაურდნენ და ასე იყო მატჩის ბოლომდე: 74-ე წუთზე ევანსმა დუბლი გაიფორმა და უელსმა 17:19 იმარჯვა.

სამხრეთ აფრიკის და საფრანგეთის ნაკრებები მიმდინარე თვეში ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ და კვლავ “სამფეროვნები” დაიჩაგრნენ. წინა ორ მატჩში “ქურციკებმა” მეტოქე 23 და 22 ქულით დაჯაბნეს და გუშინაც 23-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო და მასპინძელთა გამარჯვებით 16:9 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში აფრიკელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქე სამჯერ დაალელოვეს, რასაც ფრანგებმა მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხეს და მატჩი 35:12 დასრულდა.

ცუდი პერიოდი უდგას ავსტრალიას, რომელმაც შოტლანდიასთან მარცხის შემდეგ, საკუთარ მოედანზე იტალიის დამარცხება გაჭირვებით მოახერხა. “ვოლაბები” შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მხოლოდ ერთი ქულით იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ორი ლელოს გატანა მოახერხეს და 40:27 მოიგეს.

ირლანდიის ნაკრებმა წინა კვირის მსგავსად, იაპონია გასვლაზე ძალიან იოლად დაამარცხა, ხოლო რუმინეთმა როგორც მოსალოდნელი იყო ბრაზილია გაანადგურა.

23 ივნისი

სამოა – უელსი 17:19 (10:9)

სამოა: 2 ლელო – ლეიუა (4), ლეიატაუა (52); 2 გარდასახვა – პისი (5; 54); 1 ჯარიმა – პისი (10)

უელსი: 2 ლელო – ევანსი (42; 74); 3 ჯარიმა – დევისი (13; 20; 38)

24 ივნისი

ფიჯი – შოტლანდია 27:22 (11:7)

ფიჯი: 2 ლელო – იატო (37), სენილოლი (62); 5 ჯარიმა – ვოლავოლა (25; 36; 46; 56; 68); 1 გარდასახვა – ვოლავოლა (63)

შოტლანდია: 3 ლელო – ფორდი (30), რ.ჯექსონი (53), ბრაუნი (72); 1 ჯარიმა – რ.ჯექსონი (61), 2 გარდასახვა – ჯექსონი (31; 54)

ავსტრალია – იტალია 40:27 (21:13)

ავსტრალია: 6 ლელო - ნაივალუ (14; 44), ფოლაუ (17; 30), ფოლი (77), ჰოდჯი (80); 5 გარდასახვა – ფოლი (15; 19; 32; 45; 79)

იტალია: 3 ლელო – კამპანიარო (35), პადოვანი (64), ბენვენუტი (68), 2 ჯარიმა – ალანი (2; 28), 3 გარდასახვა – ალანი (37; 65; 69)

იაპონია – ირლანდია 13:35 (8:28)

იაპონია: 2 ლელო – მაცუშიმა (24), იამადა (62); 1 ჯარიმა – ოგურა (15)

ირლანდია: 5 ლელო – რინგროუზი (3), ვან დერ ფლიერი (11), მარმიონი (17), რადოკი (31), რეიდი (78); 5 გარდასახვა – პ.ჯექსონი (4; 12; 19; 32; 79)

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი 35:12 (16:9)

სამხრეთ აფრიკა: 4 ლელო - კრილი (9), ეცებეთი (44), მარქსი (63), პეიჯი (76), 3 ჯარიმა - იანტიესი (6; 23; 69); 3 გარდასახვა – იანტიესი (10; 64; 77)

საფრანგეთი: 4 ჯარიმა – პლისონი (14; 17; 40; 61)

რუმინეთი – ბრაზილია 56:5 (35:0)

რუმინეთი: 8 ლელო – გორსიოაია (4; 10; 58), რადოი (16; 31; 70), მაკოვეი (21), პოპარლანი (79;, 8 გარდასახვა – სამოა (5; 11; 17; 22; 32; 59; 71), ვლაიკუ (80)

ბრაზილია: 1 ლელო – არუდა (43)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:09 | 28.06.2017
zangura (109)

ნეტა ნოემბერში ექნებათ ბრიტანელ ლომებს ტურნე? ჩვენც რო ცოტა შესუსტებული შემადგენლობით დაგვხვდეს უელსი.

19:03 | 25.06.2017
orioni (88)

მოკლედ ეს პირველი დონის გუნდები საქართველოში ჩამოსვლაზე ყავთ აცრილი, სხვაგან ყველგან ჩადიან: სამოა, ტონგა,ფიჯი,იაპონია,ამერიკა,იტალია, კანადა,

02:13 | 26.06.2017
BEERTRANCE (1073)

კი და არქტიკაში ჩავიდოდენ რო რამე.

23:00 | 25.06.2017
ogafa (407)

აბა არ გვაღირსეს

19:56 | 25.06.2017
→ LELOS← (98)

გამოუშვან იტალია. დინამოზე რა ატმოსფეროც იქნება ალბათ უკვე ყველამ ვიცით.

0.103965