ქართული

10:57 | 25.06.2017 | ნანახია 7980 - ჯერ

4 ლელო არგენტინასთან

ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან’ აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 29:45.

არგენტინა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჰუჰუიში რაგბს პირველად თამაშობდა და სტადიონზე მაყურებელი მრავლად მივიდა. მეტოქე ჩვენთან შეხვედრას დიდი სიფრთხილით მიუდგა, უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდა და ჯარიმები კარში ურტყა. სწორედ ჯარიმების ხარჯზე შეძლეს ‘პუმებმა’ პირველ ტაიმში უპირატესობის მოპოვება, მეორე ტაიმი კი, ბორჯღალოსნებმა 21:19 მოიგეს.

ჩვენს მსგავსად არგენტინის შერკინებასაც საქვეყნოდ აქვს სახელი განთქმული, მაგრამ ამ კომპონენტში ბორჯღალოსნებმა მასპინძლები სრულად დაჯაბნეს და უმეტეს შემთხვევებში მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს. 4 ლელოდან ორი სწორედ შერკინებამ გამოიმუშავა, ორი კი ხაზის მოთამაშეებმა დადეს.

პირველ ტაიმში ხშირად ვჯარიმდებოდით, რითაც კარგად ისარგებლა არგენტინელთა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა. მისი ხუთი დარტყმულიდან ოთხი ზუსტი იყო. მან მე-16 წუთისთვისთვის ორჯერ შეძლო ბურთის ძელებსშუა გაძვრენა და მასპინძლები 6:0 დააწინაურა. მე-20 წუთზე ჯარიმა ჩვენმა შერკინებამ გამოიმუშავა და მერაბ კვირიკაშვილი გასატანი პოზიციიდან არ შეცდა.

თამაში რომ განახლდა რამირო მოჟანომ ვასილ ლობჟანიძე ჰაერში შებოჭა და სინბინით დაისაჯა. ერთ წუთში ლობჟანიძემ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, თუმცა მეტოქის 22-ში აუტში გადაგვიყვანეს. კაცნაკლულმა არგენტინამ თამაშის ჩვენს ნახევარზე გადმოტანა შეძლო და სანჩესმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო 33-ე წუთზე რეფერიმ გიორგი ნემსაძე გაასინბინა და 10 წუთით კაცნაკლული დაგვტოვა.

მასპინძლებმა მეტობა კარგად გამოიყენა და მოლით ლელო აგუსტინ კრევიმ დადო, 37-ე წუთზე კი ლელოში ხოაკინ ტუკულეტი შევიდა. სანჩესმა ორივე გარდასახა. ტაიმის ბოლოს პირველი ლელო დავდეთ. ლაშა ხმალაძემ ხაზი გაჭრა და კარგად იარა, სამი პასის შემდეგ ლობჟანიძემ ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და შებოჭილმა დავით კაჭარავას ამოუგდო, ის ორ მცველს შორის გაძვრა და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 26:8 მოიგეს.

ტაიმი ჩვენი შეცდომით დაიწყო, მოჟანომ ჩვენს 22-ში გრძელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. 51-ე წუთზე არგენტინელებმა ვალი დაგვიბრუნეს და მათი შეცდომის შემდეგ 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. ‘პუმებმა’ მთელი პირველი ხაზი გამოცვალეს, მაგრამ ამან ვერ უშველა და საჯარიმო ლელო მივითვალეთ - 33:15. მომდევნო 5 წუთში მოჟანომ ორჯერ გაიბრწყინა და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე კიდევ ორჯერ დაგვალელოვა, მაგრამ ბორჯღალოსნები არ გატყდნენ და დასკვნით 20 წუთში ინიციატივას დაეუფლნენ.

65-ე წუთზე ხმალაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოში ჩაკიდა, მაგრამ ნემსაძე მას ვერ შეწვდა. სამიოდე წუთში 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მორკინალებმა ახლოში რამდენჯერმე დაარტყეს, მერე ბურთი ხაზში გავიტანეთ და სოსო მათიაშვილმა ლელოში დაამიწა. გარდასახვა მანვე შეასრულა. ბოლოსწინა წუთზე დერეფანში მოვიგეთ ბურთი, კარგი მოლი დავაყენეთ შალვა მამუკაშვილმა ჩვენი გუნდის მეოთხე ლელო დადო, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 45:29 არგენტინის სასარგებლოდ.

ეს იყო ივნისის ტესტების დასკვნითი, მესამე შეხვედრა და ჩვენი გუნდი შინ ორი გამარჯვებით ბრუნდება.

ამერიკული ტურნე. III ტესტი

არგენტინა. ხუხუი.

არგენტინა - საქართველო 45:29 (26:8)

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. სოსო ბეკოშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. თორნიკე მატარაძე, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გიორგი ჩხაიძე, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. იოსებ მათიაშვილი.

4 ლელო: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი

2 გარდასახვა: მათიაშვილი

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:12 | 26.06.2017
შოთა ჯუღელი (2)

თვალი გადავავლე კომენტარებს ერთიდაიგივეს წერს ყველა
ვინმემ დასვით კითხვა ნემსაძე რატო შეცვალა მალაღურაძემ?
რატო იდგა კაჭარავა შერკინებაში ამდენ ხანს?

02:55 | 26.06.2017
test (124)

არგენტინელები, ყოველთვის გვედგნენ გვერდში, იმიტომ რომ ზუსტად ის გზა გაიარეს მაგათ, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ. ერთად ერთი გუნდია ტოპიდან ვინც თავისი ინიციატივით გვიწვევს სათამაშოდ და ეს ძალიან დიდი პატივის ცემაა, რუმინელები არ გვკადრულობდნენ 13-14 წლის წინ.

01:19 | 26.06.2017
giogobi (68)

იმაზე მწყდება გული რომ უამრავ ენერგიას ვხარჯავთ ვშრომობთ ვომობთ და ერთი პატარა შეცდომით, ან მსაჯის გაბოროტებით წყალში გვეყრება ეს ყველაფერი. 1998 წლიდან ვუყურებ რაგბს და არ მახსოვს ბობოლა გუნდებთან მსაჯი ტენდენციური არ ყოფილიყო, არადა, ასეთ დროს შე კაი კაცო სუსტს წაეხმარე ცოტა. ისე, არგენტინელები ისეთი გახარებულები იყვნენ ამ მოგებით, მგონი უკვე გვთვლიან ტოპ გუნდად

10:58 | 26.06.2017
BEERTRANCE (1073)

არგენტინელებმა ის მიქარეს რო ნაადრევად მოეშვენ. და მოუწიათ ნერვიულობა. კიდე 10 წუთი და შეიძლერბა 1-2 ლელოც მიგვეყოლებინა.

22:20 | 25.06.2017
BEERTRANCE (1073)

მთლიანობაში მოლოდინი უარესი მქონდა და გამიხარდა შედეგის. მარა თქვენსავით გაორებული გრძნობა მაქვს. მეც ვეთანხმები აზრს რომ აქედანვე უნდა მიეჩვიოთ მამუკას გარეშე თამაშს.

იმედია შემოდგომაზე უელსაც ავანერვიულებთ.

20:38 | 25.06.2017
ogafa (407)

ცოტაც და ამათაც დავამარცებთ მალე

20:35 | 25.06.2017
Kala94 (151)

იმ რამდენიმე უაზრო შეცდომას თუ არ ჩავთვლით საკმაოდ ნორმალურად ჩავატარეთ თამაში.. შეტევაში მართლა მაგრად ვიმოქმედეთ, გასნსაკუთრებული გამოყოფის ღირსია შერკინება ! თუმცა ხელით ბრწყინვალე თამაშის რამდენიმე ეპიზოდიც საყურადღებოა.. ერთი სიტყვით მადლობა ბიჭებს და წარმატებები ნოემბრის ტესტებზე !

15:21 | 25.06.2017
beeq777 (35)

თამაშს და ნაკრებს რაცშეეხება ბევრი შეცდომის მიუხედავად იყო ნათელი წერტილებიც და რამოდენიმეჯერ გავიბრწყინეთ კიდეც.ესაა სწორედ ის გზა და მიმართულება საითაც მივდივართ და რისკენაც მივისწრაფით. რამდენადაც ვიცი დაცვის მწვრთნელი არგვყავს და მგონი აუცილებელია მისი აყვანა. კონცენტრაციაში, თვითდაჯერებულობაში და სტაბილურიბაში მოვიკოჭლებთ მაგრამ იმედია მალე გამოვასწორებთ მაგასაც. მთლიანობაში კარგი სანახაობა გამოვიდა და რეალობიდან გამომდინარე დავჯერდეთ უნდა ამ ანგარიშს. უკეთესი იქნებოდა კიდევ უფრო მივახლოვებოდით ანგარიშში მაგრამ მაგის დროც მოვა და ის დროც როცა ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ იქნება თამაშის მსვლელობისას და ბოლოს. მადლობა ბიჭებს და წარმატებები.

15:19 | 25.06.2017
ოვალური კორბენი (276)

ხომ მოგეწონათ ჯიგრებო ჩვენების პირველი ლელო ? მე მაგალითად მინი-ორგაზმი მქონდა DDDDDDDD
თავი საკალათბურთო ოლ-სტარზე მეგონა - რა შერბენა, რა პასაობა, რა დაგვირგვინება !!! მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი რამ ბორჯღალოსანთა თამაშში იშვიათი გამონათებაა, ტოპ გუნდები კი სულ ასე თამაშობენ.
შერკინება როგორც ყოველთვის აღმართ-დაღმართს ხნავდა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ - მარტო გრანდიოზული მიწოლით ელიტარულ სარაგბო ნაკრებებს მშვიდ ძილს ვერ დავურღვევთ. უზარმაზარი კონტრასტია ჩვენს მორკინალებსა და უკანა ხაზს შორის, ზოგადად გუნდი ნელია, ფლანგებზე რიცხობრივი უპირატესობა თითქმის არ იქმნება.
მოკლედ, დიდი ცვლილებები სათამაშო ფილოსოფიაში გარდაუვალია.

15:17 | 25.06.2017
arsenal 89 (11)

ნაღდა სამაგიეროდ სერიალების გაშვება არ ავიწყდებატ ამატი თურქი....

15:12 | 25.06.2017
beeq777 (35)

სანამ თამაშზე ვიტყოდე რამეს არ შემიძლია არ ვთქვა: ყველა ტელევიზია ვინც გააშუქებს ნაკრების თამაშს ან ტრანსლიაციის უფლებას მოიპოვებს ვალდებულია თავიდანვე გააშუქოს თამაში, გუნდების გამოსვლა და ჰიმნები. ეს უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია ის სანახაობის რასაც მოედანზე ვუცქერთ და განსაკუთრებულ განწყობას ქმნის ქომაგებზე. იმედმა გუშინ რაც გააკეთა უბრალოდ უპასუხისმგებლობა და სირცხვილია.

15:10 | 25.06.2017
arsenal 89 (11)

შერკინება მაგარი! 9 ნომერი სუსტი..არ ვიცი მეჩვენება ტუ არა მაგრამ ვასკას სისწრაფე აქ დაკარგული ბურტის გამოტანის ვარიანტში---ბეგაძებ ძაან გაზარდა სიჩქარეები!!! დერეფნებში რამდენი ავუხტით და ვიბრძოლეთ ბურტისთვის იმდენი დაგვაჯარიმა იმ მსაჯმა და აგარ ხტებოდენ ბიჭები რო მსაჯს რამე არ მოეგონა!!! ხაზის მოთამაშეები კარგი!!! 10 იანი ხმალაძე გადასარევი --არ მახსოვს ჩვენ ასე კარგად გადაგვეტანოს ბურტი ჩვენი ნახევრიდან თან არა ერთხელ!!!! 12 შარიქაძე--მგელი მიზალებები ქონდა სასწაული!!! 15-კვირიკაშვილი ჩემი აზრით ძირითადის დონეს ვერ ქაჩავს ასეთ მოწინააღმდეგეებთან!!!--მათიაშვილს თუ ათამაშებს ხშირად მსოფლიოსთვის კაი ჯანზე იქნება--შეცვლა კვირიკაშვილით გამოცდილება მთავარია!!! პირველი ლელოს დადება არის განსახილველი აი ეს არის ის სტილი რაც არ გვაქ ჩვენ და რაც თურმე შეგვძლებია....უკანა ხაზით მოწინააღმდეგის დაფინტვა ხაზის გაჭრა და სწრაფი მოკლე პასები---ლელოც მზადააა!!!

14:48 | 25.06.2017
dixdavid (5)

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო-
კაჭარავას ლელო იყო შედევრი და როდესაც ასეთ ლელოს დაუდებ ტოპ გუნდს, ეს ძალიან სერიოზული მიღწევაა, ასეთი ლელოები თავისით არ მოდის, ეს მაღალი კლასის ნიშანია.
კიდევ უფრო მეტი პრაქტიკა არგენტინასნაირ გუნდებთან და მალე ჩვენც მათ დონეზე ვიქნებით.

აი, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა ვუცქერდი ხმალაძის შეტევას, ულამაზეს გადაცემებს და კაჭის დამიწებას.
ასე მეგონა ახალი ზელანდია-არგენტინას თამაშს ვუყურებდი.

14:41 | 25.06.2017
buratino (480)

ახლა რაც შეეხება თამაშის ჩემებურ ანალიზს. არაფერს ახალს არ ვიტყვი თუ აღვნიშნავ ჩვენების სიძლიერეს შერკინებაში (თუმცა ასეთ უპირატესობას არგენტინასთან არ ველოდი, განსაკუთრებით
2-ე ტაიმში). სამაგიეროდ, მინუსები უფრო მეტი იყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო - ჩვენი აუტების ხშირი წაგება და მეტოქისაზე არახტომა, სისწრაფეების ნაკლებობა, ხაზის გაჭრისას თანაგუნდელთა მიყოლის დეფიციტი (თუმცა 1 ლელო ასე მაინც გავახერხეთ). ცალკე ხომ მსაჯმა გვტანჯა, სანამ არგენტინას კომფორტული ჰანდიკაპი არ დაუბევა. მოკლედ, საკმაოდ გვიკლია
1-ლი დონის გუნდებამდე. მოთამაშეებიდან გამოვარჩევდი ხმალაძეს, მათიაშვილს, კაჭარავას და ჩვენს წინა ხაზს მთლიანად. ზოგიერთებისგან (მაგ. მჭედლიძე და კიდევ რამდენიმე) აშკარად მეტს ველოდი. აი მეკოს რაც შეეხება, უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ნამდვილად დროა, მის პოზიციაზე თამამად მოვსინჯოთ სხვა მოთამაშეებიც. გუნდის შენება-დაკომპლექტება-შედუღაბება მსოფლიომდე უნდა მორჩეს, თორემ მერე გვიან იქნება

14:29 | 25.06.2017
buratino (480)

ვუყურე თამაშს და გაორებული გრძნობა მაქვს. ერთი მხრივ, შესანიშნავია როცა არგენტინის დონის გუნდს 4 ლელოს დაუდებ და სათამაშო დროის ძირითად ნაწილს ტოლ-სწორად ეთამაშები. თუმცა, მეორე მხრივ, გულდასაწყვეტია როცა ხედავ როგორ და რამდენ შეცდომებს უშვებს შენი გუნდი, რაც საბოლოო ჯამში ქულებში აისახება. მე პირადად მაინც კმაყოფილი ვარ თუნდაც იმიტომ რომ თამაშამდე ვამბობდი - 20 ქულაზე ნაკლებით თუ წავაგებთ, კარგი იქნება-თქო. ჰოდა, ბიჭებმა ჩემი "დავალება" "შეასრულეს", ანუ თავდადება და ბრძოლა არ დაუკლიათ. ამისთვის მათ დიდი მადლობა

14:21 | 25.06.2017
LELO_2019 (27)

მამუკამ სწორ დროს წავიდა, ახლავე უნდა ვისწავლო მამუკას გარეშე თამაში.
როგორც ახლა ვიძახით მეკოზე დაგვიბრედაო, ისე იქნება მამუკა 2019 ში
ამიტომ ახლავე უნდა დავიწყოთ მის გარეშე გუნდის ფორმირება.

მამუკას გამოსამშვიდობებელი თამაში აქვს სათამაშო და თუ საქართველოში რომლემე ბობოლა ჩამოვიყვანეთ კარგი იქნება ამას მამუკას გაცილებაც დაემთხვეს. და ეს თუ გიორგობას იქენბა ხომ საერთოდ.
მესხზე გიორგობას, მამუკას გაცილების მათჩზე შეიძლება ირლანდიასაც მოვიგოთ

14:41 | 25.06.2017
dixdavid (5)

მართალი ხარ ლელო, უნდა ვისწავლოთ მამუკას გარეშე თამაში და საერთოდაც, დავივიწყოთ ის თამაში, რასაც მამუკა თაობა თამაშობდა. ჩვენ ახალი თაობა მოგვდის, რომელსაც ხელით თამაშის კულტურა სისხლში აქვს გამჯდარი და ასპარეზი მას უნდა დავუთმოთ.
მამუკას კიდევ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
სამაგალითო კაპიტანია და დარწმუნებული ვარ მისი გადაწყვეტილები დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგად იქნა მიღებული.


14:14 | 25.06.2017
→ LELOS← (98)

არ ვიცი სხვეგი როგორ აფასებენ მაგრამ ჩემი პირადი აზრია მამუკას ადრე მოუვიდა ნაკრებიდან წასვლა. მითუმეტეს კლუგში კიდევ აპირებს 2+1 წელი თამაშს.

14:05 | 25.06.2017
პანტელეიმონი (1218)

კი ბატონო, წავიდა მამუკა, მაგრამ ვფიქრობ პრინციპულ მატჩებში, ტოპ გუნდებთან თამაშისას, რაგბის კავშირსა და ქართულ სარაგბო დიდ ოჯახში არაფორმალური შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული (თუ საჭირო გახდა ამ გადაწტვეტილების მიღებაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართვა, ესეც უნდა გაკეთდეს, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება ასეთ შემთხვევებში), რომ ის რაგბისტები რომლებიც უმაღლეს საკლუბო დონეზე აგრძელებენ თამაშს წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ ასეთ თამაშებში მწვრთნელის გადაწყვეტილებით იღებდნენ მონაწილეობას. წარმოიდგინეთ გორგოძეს და ზირაქიშვილსაც რომ მიეღო მონაწილეობა ამ მატჩში. ჯერ ერთი, რომ ვფიქრობ მსაჯი ამდენს ვერ გაბედავდა მათთან და მეორე, ჩვენი უპირატესობა უფრო მეტი იქნებოდა და შეგვეძლო ისტორიულ წარმატებაზე გვეფიქრა. ეს გაცილებით კარგი იქნებოდა და იქნება ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებისათვისაც მამუკასთან და დათოსთან ერთად ვარჯიში და თამაში, თუნდაც ორჯერ წელიწადში, დიდი სკოლა იქნებოდა. ზოგადად ამ კონკრეტულ მატჩზე ის შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა ჩემი წინათგრძნობა და ამ ტესტებზე საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ. თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ ჩავარდნებს ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ. ამასთან ჩვენი ბიჭების გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს ჩავარდნები დიდ წილად მსაჯის არაობიექტური მსაჯობით იყო პროვოცირებული, რომელმაც სანამ არგენტინას მოგებისთვის გარანტირებული ქულები არ დაუბევა მანამდე არ მოეშვა დენდეციურ მსაჯობას.

01:13 | 26.06.2017
giogobi (68)

დაანებეთ მაგ კაცებს თავი, წავიდნენ და თანავ სწორ დროს, ღირსეულად.იციან კარგი შემცვლელები ყავთ და ამიტომაც წავიდნენ და 2019 წლისთვის კარგი და ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბების შესაძლებლობა დატოვეს. ჩხაიძე რატომ არ მიდის? არავინ ყავს შემცლელი. მადლობა მაგ დიდებულ კაცებს

15:14 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

სრულიად გეთანხმებით. მამუკა ძაან დაგვაკლდა. პირველი ხაზი რაც გამოცვალეს ჩვენი უპირატესობა შერკინებაში ისეთი ვერ იყო როგორც შეცვლამდე. ახალგაზრდა პირველხაზელები არაა ჯერ იმ დონის როგორიც ასეიშვილი, ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი და სხვები არიან .... გუშინ შეიძლებოდა ისტორიული ანგარიში დაგვეფიქსირებინა, უფრო სწორად ისტორიული შედეგი.

13:58 | 25.06.2017
DataN24 (215)

20 ქულა არგენტინასთან უკვე თემაა, თანაც 2 ლელო ისეთ სტილში გავიტანეთრასაც დიდი ხანია ველოდები კაჭის ლელო მართლად იდეალურად გათამაშდა ბურთი და გამოჩნდა რომ შეგვძლებია მსგავსი რამეები, მეორე მათიაშვილის ლელო ყოველთვის გვიჭირს ასეთ დროს ფლანგზე სწრაფად ჩატანა ბურთის ამ შემთხვევაში კი 2 კაცი დავტოვეთ თავისუფალი, სულ ვიძახით ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება გვყავსო და ერთ-ერთი კი არა მიწოლაში საუკეთესო გვყავს მატარაძემ რა დღე აყარა ჰერერას, რომელიც მსოფლიოზე სიმბოლურშიც მოხვდა(თუარ ვცდები) ამ თამაშში აშკარად გამოჩნდა უკვე რომ მცირეოდენი გამოცდილება დაგვიგროვდა ძლიერ გუნდებთან თამაშის მაგრამ არასაკმარისი,გამაოცა ხმალაძი ფეხით თამაშმა ძალიან შორს გადაჰქონდა ბურთი ახლა მინუსები:1 მოსამატებელი გვაქვს აუცილებლად დაკიდებულ ბურთებზე თამაში განსაკუთრებით როცა ბურთუ შეგვყავს თამაშში
2.კარგია რომ მეტოქეს რამდენჯერმე წავღლიტეთ ბურთი, მაგრამ ჩვენ ტაქტიკას განსაკუთრებით სჭირდება უსწრაფესი რაქი რათა მეტობა გვქონდეს ფლანგზე
3.აუტებში ცოტა გაგვიჭირდა ერთადერთი ლომიძე მომეწონა ჰაერში
4.მეკო დაგვიბერდა და ამას ვერ გავექცევით, მათიაშვილსაც სცოდნია დარტყმა

13:26 | 25.06.2017
რაგბი (36)

მთავარია ხაზი გაიჭრას ტოპ გუნდებთან ხშირად მოგვიწიოს თამაში და შედეგიც იქნება.

რაგბის საერთაშორისო ფედერაციაში სერიოზული ხმაურია ასატეხი. არ არის აუცილებელი 6 ერში მიღებაზე ვეხვეწოთ, რომელზეც ამბობენ რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ქვეყნებმა შექმნეს თავისთვისო, ეს ხომ საერთოდ აბსურდია მაგრამ რაცაა იყოს, შექმნას ნამდვილი ევროპის ჩემპიონატი და დაავალდებულოს ნაკრებები ითამაშონ და რაც ყველაზე მთავარია ყველა ნაკრებს უნდა ქონდეს შანსი მოხვედრის. და მერე მაგათმა გინდა 6 ერი ითამაშონ გინდა 2 ერი ერთმანეთში მაგრამ ეგეთი ტურნირები რომელიც წესდებას საერთაშორისო ფედერაცია ვერ აკონტროლებს, უნდა იყოს რეიტინგს გარეთ

13:06 | 25.06.2017
mindia (74)

ჩემს აზრს ვიტყვი.

უარყოფითი და დადებითის თქმისას უნდა გავითვალისწინოთ რომ არგენტინა არის სულ სხვა დონე ამ ეტაპზე (თუმცა ისინიც რეგრესირებენ ბოლო ხანებში რატომღაც) და რაც შეცდომები გვემართება, ყველაფრის მიზეზი ეს არის. რაგბი მშვენიერი თამაშია, აი შეიძლება წააგო და მაინც მოგეწონოს თამაში, იმიტომ რომ სუსტი იბრძვის ბოლომდე. ჩვენებმა იბრძოლეს და რამოდენიმე დადებითი რამაც გამოჩნდა. რაქში რომ ვიაქტიურეთ, ნუთუ არავის არ გაგიკვირდათ ჩემს გარდა? შერკინებაში დედა ვუტირეთ ამით სახელგანთქმულ არგენტინას. ხმალაძე მომეწონა ძალიან ამ ტურნეში, სულ სხვა დონეზე ითამაშა. ნეტა ეგრე ეთამაშა ერთა თასზე და შეიძლება რომ მოგვეგო ეგ ტურნირი. კვირიკაშვილი ისევ ისეთია, რიგ ეპიზოდებში უმაღლესი დონეა, რიგ ეპიზოდებში პირიკით. მჭედლიძე არ მომეწონა კიდე გუშინ მაინცდამაინც, ზედმეტად ემოციური იყო.

მსაჯობაზე ჩვენმა საპორტერმა გვერდმა ფეისბუქზე ჩაატარა თავისებური ანალიზი და კარგია რომ გვაძლევს საშუალებას გავერკვეთ წესებში უკეთ.

12:51 | 25.06.2017
LELO_2019 (27)

25 ქულიანი უპირატესობით მოგებაზე კოეფიცინტი გვქონდა თანაბარი 1.9
ასე აფასებდნენ ტოტალიზატორები ჩვენს შანსებს. ფაქტია რომ საერთაშორისო მოლოდინზე მეტად უკეთ ვითამაშეთ და მხოლოდ 16 ქულით დავმარცხდით.

ზოგადად დღეს შეტევაში რამდენიმე ეპიზოდი ისეთი იყო ამ ნაკრებისგან სასიამოვნოდ გაკვირვებული რომ დავრჩი. რამდენჯერმე კარგად გაშალეს ბურთი და ლელოც გაშლილი ბურთით შეიტანეს.
შედეგით რათქამუნდა არ არის სასიხარულო წავაგეთ, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არის. არგენტინაზე უკან კი ვართ მაგრამ უკვე ისე მივუახლოვდით რომ ჩვენი ფეხის ხმა ნამდვილად ესმით.
ჰეიგს რაც შეეხება ნუ ვართ უმადურები. მასთან გუნდს ძალიან მაგარი პროგრესი აქვს.
- გავედით მსოფლიოზე.
- კუნძულებებს 2 მოვუგეთ 1 ფრე.
- ამერიკა კანადა ორივე დავამარცხეთ.
- მეორე ტაიმი მოვუგეთ არგენტინას.
ესეთი შედეგი ჯერ არ დადებულა.
მილტონს დახვდა ბიჭები და იმ ბიჭებით ითამაშა, ახლა ახალ გუნდს აშენებს ვფიქრობთ რომ უნდა ვაცადოთ 2019-მდე ის გუნდს ააწყობს და 2019-ის შედეგებით უნდა ვომსჯელოთ.
მანამდე ჰეიგმა დაიმსახურა რომ ჩვენი გუნდი ვანდოთ

12:40 | 25.06.2017
dixdavid (5)

მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, წინა 2 თამაშიდან გამომდინარე რომ ვამბობდი არგენტინასთან შევრცხვებით თქო.
წაგება წაგებაა, მაგრამ დადებითიც ბევრი იყო.
აშკარად ჩანს, რომ დიდი გუნდებთან გადასაწყობად, მათ სტილთან შესაწყობად, სისწრაფეებთან მისაჩვევად დრო გვჭირდება.
ამ დროს კი ასეთ გუნდებთან თამაშის პრაქტიკა ქვია.
დარწმუნებული ვარ ზედიზედ რამოდენიმეჯერ რომ შევხვედეთ თუნდაც იგივე არგენტინას, ასეთი ჩავარდნები აღარ გვექნება.

უკანა ხაზმა რამოდენიმეჯერ გაიბრწყინა. მე მართალი გითხრათ არ მახსოვს, საქართველოს კაჭარავას მიერ დადებული ლელოს მსგავსი გაეტანოს რომელიმე ტოპ გუნდისთვის. მართლაც რომ სასწაული ლელო გამოვიდა და არგენტინელების სახეებს რომ ვუყურებდი, ასეთ რამეს ნამდვილად არ ელოდნენ.

მეკო გვიბერდება მგონი, სამაგიეროდ მათიაშვილი იყო კარგი.

მთლიანობაში, რომ არა სულელური შეცდომები დაცვაში, უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

მადლობა ბიჭევს თავდადებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის.


12:38 | 25.06.2017
temuchin (431)

shotai-olimpiს ვეთანხმები, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთებში სხვადასხვა საქართველო თამაშობდა. ერთი ძალიან დაბნეული და თავდაუჯერებელი და მეორე პირიქით მაღალი დონითა და ტემპით მოთამაშე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული. უნდა ითქვას რომ მეორე ტაიმში არგენტინელებიც მოეშვნენ ცოტა. თუ მოვახერხებთ იმას რომ მაინცდამაინც მაშინ არ ავთამაშდეთ ხოლმე როცა მატჩის გადარჩენა უკვე ძალიან ძნელია ეს იქნება გადასარევი ამბავი.

12:38 | 25.06.2017
tokageo (45)

მე ის მანაღვლებს რომ საშემოდგომოდაც ამერიკა-კანადა გამოგვიგზავნეს და არა ოკეანეთის გუნდები თბილისში, არადა ფიჯი ან სამოა როგორ გაასწორებდა. ისე კიდევ ერთი კვირაა თავისუფალი და იქნებ მეოთხე თამაში გავახერხოთ თბილისში ან იმ სამის წინ ერთი კვირით ადრე, ან სამივეს შემდეგ მსოფლიო რაგბის ბოლო სათამაშო კვირას

12:28 | 25.06.2017
shotai-olimpi (89)

ტრადიციულად კონცენტრაცია გვიჭირს ამხანაგურ მატჩებში, მითუმეტეს არგენტინას მეტ მოტივაცია ჰქონდა რადგან ორივე ტესტი წააგო ინგლისთან და საკუთარ მაყურებლის წინაშე კიდევ ერთ მარცხს არ დაუშვებდნენ, ისეთ პრიმიტიულ შეცდომებს ვუშვებთ და შემდეგ ისეთ მაღალ დონეს ვაჩვენებთ რომ აშკარად კონცენტრაციის პრობლემაა, მიუხედავად ამისა ტაიმი მოუგო არგენტინას ეს ძალიან კარგია ჯერ ერთ ტაიმს მოიგებ მერე თამაშსაც ნელნელა მოდის ყველაფერი, ძალიან მომეწონა ლომიძის, მათიაშვილისა და ხმალაძის თამაში, ჩანს რომ მამუკას კარგად შეცვლის და 8 ნომრის პრობლემა არ გვექნება იქ გორგაძეც მოდის და ასე შემდეგ, აწი სულ უკეთესი და უკეთესი თაობა წამოვა უკანა ხაზში, რაც მთავარია უნდა შევძლოთ და პატარა ასაკში ჩვენ ბიჭებს დიდ მეტოქეებთან ხშირი თამაშები ჰქონდეთ, ევროჩემპიონატებზე საკლუბო რაგბის გასვლის გარეშე კი ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ აი ძალიან.

4.503142