ქართული

13:15 | 24.06.2017 | ნანახია 7365 - ჯერ

გადაადგილებები ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კორექტივი შესულა. საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე გამოქვეყნებულ 23-ეულში გადაადგილებები მოხდა და სასტარტო 8 ნომრად ლაშა ლომიძე ითამაშებს, ვინც გუშინ ფლანკერად იყო განწესებული. ბექა ბიწაძე განაცხადში საერთოდ აღარაა, ხოლო ლომიძის უკან დახევით გამოთავისუფლებული 6 ნომრის ადგილი „კლერმონის“ 21 წლის მესამეხაზელმა ოთია გიორგაძემ შეავსო.

ამ მომენტისთვის კვლავ გაურკვევლად რჩება, თუ ვინ იქნება სამარქაფო მარჯვენა ბურჯი - ამერიკაში სასწრაფოდ გამოძახებული ნიკოლოზ ხატიაშვილი „ორიაკიდან“, თუ „კარდიფ ბლუზის“ მორკინალი ანტონ ფეიქრიშვილი, ვინც კანადასთან მიღებულ ტრავმას ჯერაც მკურნალობს.

აქვე ბორჯღალოსანთა განახლებული განაცხადიც:

საქართველოს ბორჯღალოსნები

ამერიკის ტურნე 2017 * ბოლო, III ტესტი - არგენტინა

შაბ 24/06 * ხუხუი, "23 აგვისტოს სტადიონი" * 23.15 საქ

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

105

16ლ 147გ 149ჯ 3ა [830 ქ] 5სბ

14

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

45

6ლ სბ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

101

21ლ [4 კაპ] 2სბ

12

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

53

10ლ [6 კაპ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

66

7ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

55

7ლ 4გ [43 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

23

5ლ

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

43

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

45

ლ 2სბ

3

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

7

:

4

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

72

12ლ 4სბ

5

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

50

2ლ 3სბ

6

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

6

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

40

4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

8

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

32

5ლ სბ

მარქაფა [თადარიგი]

23

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993

2

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

77

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

57

2სბ

16

შალვა მამუკაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ14]

1990

45

3ლ

17

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

4

სბ

18

ნიკა ხატიაშვილი

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1992

3

სბ

18

ანტონ ფეიქრიშვილი

კარდიფ [უელ პრო 12]

1987

24

5ლ 2სბ

19

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

96

10ლ [1 კაპ] 6სბ

20

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

5

სბ


კომენტარები (64)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:58 | 25.06.2017
პანტელეიმონი (1218)

კი ბატონო წავიდა მამუკა, მაგრამ ვფიქრობ პრინციპულ მატჩებში, ტოპ გუნდებთან თამაშისას, რაგბის კავშირსა და ქართულ სარაგბო დიდ ოჯახში არაფორმალური შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული (თუ საჭირო გახდა ამ გადაწტვეტილების მიღებაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართვა, ესეც უნდა გაკეთდეს, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება ასეთ შემთხვევებში), რომ ის რაგბისტები რომლებიც უმაღლეს საკლუბო დონეზე აგრძელებენ თამაშს წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ ასეთ თამაშებში მწვრთნელის გადაწყვეტილებით იღებდნენ მონაწილეობას.
წარმოიდგინეთ გორგოძეს და ზირაქიშვილსაც რომ მიეღო მონაწილეობა ამ მატჩში. ჯერ ერთი, რომ ვფიქრობ მსაჯი ამდენს ვერ გაბედავდა მათთან და მეორე, ჩვენი უპირატესობა უფრო მეტი იქნებოდა და შეგვეძლო ისტორიულ წარმატებაზე გვეფიქრა. ეს გაცილებით კარგი იქნებოდა და იქნება ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებისათვისაც მამუკასთან და დათოსთან ერთად ვარჯიში და თამაში, თუნდაც ორჯერ წელიწადში, დიდი სკოლა იქნებოდა.
ზოგადად ამ კონკრეტულ მატჩზე ის შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა ჩემი წინათგრძნობა და ამ ტესტებზე საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ. თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ ჩავარდნებს ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ. ამასთან ჩვენი ბიჭების გასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს ჩავარდნები დიდ წილად მსაჯის არაობიექტური მსაჯობით იყო პროვოცირებული, რომელმაც სანამ არგენტინას მოგებისთვის გარანტირებული ქულები არ დაუბევა მანამდე არ მოეშვა დენდეციურ მსაჯობას.

15:09 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

სრულიად გეთანხმებით. მამუკა ძაან დაგვაკლდა. პირველი ხაზი რაც გამოცვალეს ჩვენი უპირატესობა შერკინებაში ისეთი ვერ იყო როგორც შეცვლამდე. ახალგაზრდა პირველხაზელები არაა ჯერ იმ დონის როგორიც ასეიშვილი, ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი და სხვები არიან .... გუშინ შეიძლებოდა ისტორიული ანგარიში დაგვეფიქსირებინა, უფრო სწორად ისტორიული შედეგი.

12:47 | 25.06.2017
LELO_2019 (27)

25 ქულიანი უპირატესობით მოგებაზე კოეფიცინტი გვქონდა თანაბარი 1.9
ასე აფასებდნენ ტოტალიზატორები ჩვენს შანსებს. ფაქტია რომ საერთაშორისო მოლოდინზე მეტად უკეთ ვითამაშეთ და მხოლოდ 16 ქულით დავმარცხდით.

ზოგადად დღეს შეტევაში რამდენიმე ეპიზოდი ისეთი იყო ამ ნაკრებისგან სასიამოვნოდ გაკვირვებული რომ დავრჩი. რამდენჯერმე კარგად გაშალეს ბურთი და ლელოც გაშლილი ბურთით შეიტანეს.
შედეგით რათქამუნდა არ არის სასიხარულო წავაგეთ, მაგრამ დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არის. არგენტინაზე უკან კი ვართ მაგრამ უკვე ისე მივუახლოვდით რომ ჩვენი ფეხის ხმა ნამდვილად ესმით.
ჰეიგს რაც შეეხება ნუ ვართ უმადურები. მასთან გუნდს ძალიან მაგარი პროგრესი აქვს.
გავედით მსოფლიოზე.
- კუნძულებებს 2 მოვუგეთ 1 ფრე.
- ამერიკა კანადა ორივე დავამარცხეთ.
- მეორე ტაიმი მოვუგეთ არგენტინას.
ესეთი შედეგი ჯერ არ დადებულა.
მილტონს დახვდა ბიჭები და იმ ბიჭებით ითამაშა, ახლა ახალ გუნდს აშენებს ვფიქრობთ რომ უნდა ვაცადოთ 2019-მდე ის გუნდს ააწყობს და 2019-ის შედეგებით უნდა ვომსჯელოთ.
მანამდე ჰეიგმა დაიმსახურა რომ ჩვენი გუნდი ვანდოთ

10:31 | 25.06.2017
Torres9 (48)

სად შეიძლება ამ თამაშის სრული ჩანაწერი ვნახო ინგლურად?
პ.ს.დაცვა საშინელება იყო...

13:20 | 25.06.2017
georgiano11 (8)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/G11-671088999638850/?ref=aymt_homepage_panel')>0?'https://www.facebook.com/G11-671088999638850/?ref=aymt_homepage_panel':'https://www.facebook.com/G11-671088999638850/?ref=aymt_homepage_panel'))

აქ დევს ტორენტი ინგლისურად

10:14 | 25.06.2017
maxo_65 (458)

29 ქულა არგენტინის ნაკრებთან არაა სახუმარო..აი დაცვა გუშინ კატასტროფული იყო..კვირიკაშვილზე მეც ვფიქრობ დროა დაისვენოს, ან შეცვლაზე შევიდეს..ძალიან კარგი 15-ია მათიაშვილი..ცოტა ზანტად ვმოქმედებთ, სისწწაფეებს უნდა მოვუმატოთ..რაქებს არა უშავდა..რაც მთავარია, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სარაგბო აზროვნებაში ჩამოვრჩებით..თუ დაუკვირდით არგენტინელებს ბურთი 10 მეტრიან ხაზთან რა ახლოს შექონდათ, ბურთის მოხსნაზე გვეჭიდავებოდნენ და ხშირ შემთხვევაში გვართმევდნენ, ჩვენები კიდევ თითქმის იმათ კარებამდე ურტყამდნენ, შესაბამისად ისინიც ადვილად ეუფლებოდნენ ბურთს და შეტევას ადვილად იწყებდნენ..ამ მსაჯებმა ხომ შეგვჭამეს, მაგრამ შეცდომებს ჩვენც ძალიან ბევრს ვუშვებთ...

09:46 | 25.06.2017
arsenal 89 (11)

10 ნომერი ხმალაძეს ქონდა საუკეტესო თამაში გუშინ! თუ ასე გააგრძEლებს დარტYმებს და მანძილის მოგებებს 10 ის პრობლემა მოხსნილი გვექნება....15 ზე მიუხედავად დიდი პატივის
ცემისა კვირიკაშვილი ვეღარ ქაჩავს ძირითAდს ...მალაღურაძEს რატო არ აყენებენ ვერ ვხვდები.. კარგი იყო აკადემიას 15 და თუ ექნება სანაკრებო პრაქტიკა 15 ის პრობლემაც მოხსნილი იქნება... შერკინება ვოლკი!!!!

07:50 | 25.06.2017
geogoli (367)

Dede მ დაწეარა იმ დღეს კორდერო სად არის სისხლი რო გაგვიშრო მსოფლიოზეო და მაშინ ვუთხარი არც მოიანო და მორონი აკლებენ ხელსთქო. მოიანო გამოვიცანი სამწუხაროდ

07:46 | 25.06.2017
geogoli (367)

გაცილებით უარეს შედეგს ველოდი. რიგ მომენტებში ფანტასტიკურად ვთამაშობდით, ზოგჯერ კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ჩვენი გარჯა.

06:52 | 25.06.2017
ჰუკერი (22)

იმედი დუმს

02:03 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

მოკლედ წარმატებები ბორჟღალოსნებს და ზოგადად ქართულ რაგბს.რაგბი ჩვენი თამაშია! ლელო ლელო საქართველო! წავე ახლა დავიძინო თორე ხვალ მე მექნება რეგრესი სამსახურში

02:00 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

მთავარია მიეხედოს და ფული ჩაიდოს ბავშვთა რაგბიში.პლიუს საკლუბო რაგბის განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თორე რეგრესი არ აგვცდება.ჩელენჯზე რით ვერ გავიყვანეთ გუნდი,სულ 300 000 არის საჭირო სირცხვილია რა.მაგდენს ზოგი ფულიანი ბიძია ერთ ვახშამზე ხარჯავს რესტორანში.ფრანჩიზის შექმნაც ძალიან კარგი იდეაა.მოკლედ თუ ფულის ჩადება არ მოხდება რაგბიში ძნელია მუდმივად ენთუზიაზმზე დიდი შედეგების დადება.განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სპეციალისტები ჭირდება ამ ყველაფერს კი თანხა.სახელმწიფომ და ფულიანმა ბიძიებმა გაიკრან ხელი ჯიბეზე ძალიან ვთქოვთ ამას რაგბის ქომაგები...რაგბი მთელი ერის სიხარულად იქცა და პირადად ჩემთვის რომ გავჩერდეთ ან რეგრესი დავიწყოთ ძალიან ძალიან გულსატკენი იქნება.ვერც გადმოვცემ რამდენად გულსატკენი.რაღაც ნაწილი მოკვდება ჩემში და იმედია არ მომკლავენ

02:30 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ღმერთმა დაგიფაროთ ძმაო თქვენ და სრულიად საქართველო ყველაფერი ცუდისაგან. რაგბს ბევრჯერ გავუმხნევებივარ, ბევრჯერ ჩამსახვია იმედი (როდესაც განადგურებულ ქვეყანას და ერს ვხედავდი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში), რომ გადავრჩებოდით, იმედს მისახავდნენ ჩვენი მორაგნეები თავიანთი ჟინით, სამშობლოსა და ერთმანეთის ძმური სიყვარულით, თავგამოდებით, ვაჟკაცობით, პატიოსნებით, სიწმინდით... ჩვენი მორაგბეების შემხედვარე ყოველთვის მაქვს იმედი, რომ ჩვენი ერი გადარჩება, ერთან ერთად საქართველოც. ღმერთი გფარავდეთ ძმებო!

01:58 | 25.06.2017
giogobi (68)

საინტერესო სტატისტიკას გადავაწყდი, არ ვიცი რამდენად მართალია: 1993 წელს საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა 6:23, იმავე წელს ლუქსემბურგთან ფრე ითამაშა 10:10, შემდეგ წელს დამარცხდა ჰოლანდიასთან არც მეტი არც ნაკლები 3:55 25 წელიც არ გასულა ამ მოვლენებიდან და ჩვენ სად ვართ და პოლონეთი და ლუქსემბურგი სად. ასე რომ პროგრესი არის)))

02:56 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

[bstripslashes((strlen('http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/')>0?']http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/':']http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/'))
აქ სხვა ანგარიშებიც დღეს სასაცილოდ ჩანს
1. 1990 საქართველო 16:22 ზიმბაბვე
2. 1991 საქართველო 19:15 უკრაინა
3. ხუთ 21/11 1991 თბილისი, ვაკე საქართველო 6:0 უკრაინა
4. 1992 საქართველო 18:13 უკრაინა
5. ორშ 13/07 1992 კიევ’ი, სპარტაკ (ათასი) საქართველო 15:0 უკრაინა
6. ოთხ 15/07 @ 1992 კიევ’ი, სპარტაკ (700) საქართველო 28:3 ლატვია
7. 1993 საქართველო 9:15 რუსეთი
8. სამ 25/05 1993 სოპოტ’ი, ოგნივო საქართველო 6:23 პოლონეთი
9. ხუთ 27/05 1993 სოპოტ’ი, ოგნივო საქართველო 10:10 ლუქსემბურგი
10. 1994 საქართველო 17:5 ყაზახეთი
11. კვი 3/04 1994 გელენჯიყ’ი (რუსეთი) საქართველო 22:21 შვეიცარია
12. კვი 15/10 1995 @ თბილისი, ეროვნული საქართველო 3:55 ჰოლანდია
13. შაბ 19/04 1997 @ ლისაბონ’ი, უნივერსიტეტი საქართველო 23:29 პოლონეთი
14. კვი 12/10 1997 @ თბილისი, ეროვნული (15 ათასი) საქართველო 19:8 დანია
მაშინ დიდი ანგარიშით გვამარცხებდნენ ტონგა, სამოა... ინგლისი, ირლანდია 70-ზე მეტი ქულით გვიგებდა. იტალიაც შავ დღეს გვაყრიდა. დღეს ოკეანელებს ტოლს არ ვუდებთ. ბრიტანელები სრული სერიოზულობით ეკიდებიან ჩვენთან თამაშს და მსაჯებიც ეხმარებიან. ჩვენი პროგრესი უფრო მას შემდეგ დაიწყო რაც ჩვენმა მოთამაშებმა საფრანგეთში დაიწყეს თამაში.

02:58 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

რუმინეთს ვერ ვუგებდით კარგა ხანი... პორტუგალიაც და ესპანეთიც გვამწარებდა.

02:06 | 25.06.2017
giogobi (68)

ისე ერთ 20 წელიწადში თუ იმას დავმართებთ არგენტინას, რასაც ახლა დავმართებდით პოლონეთსა და ჰოლანდიას ძალიან მაგარი იქნება)))

01:55 | 25.06.2017
federer (17) (469)

ბოლო პერიოდში ასე თუ ისე უფრო ხშირად ვხვდებით ტოპ გუნდებს და ცოტა უფრო მეტჯერ თუ გვათამაშებენ არგენტინის დონის გუნდებთან და სტაბილურად თუ გვათამაშებენ სამხრეთელებთან და არგენტინა კანადა იაპონიასთან პროგრესი გარდაუვალი იქნება და მე მაგალითად დავინახე პროგრესი დღევანდელ თამაშში და ხშირ ტესტების შემთხვევაში ეს შეცდომები მინიმუმ განახევრდება და განახევრებული შეცდომებით გავებული ქულებიც განახევრდება და შეტეაშიც მეტი ფაზები გვექნებაა

01:53 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მილტონ ჰეიგის მოსვლის შემდეგ პროგრესი აშკარაა... შემდეგი პროგრესი ახალ თაობებში იქნება...

01:57 | 25.06.2017
federer (17) (469)

არ გვყავს რეალურად ხაზში ისეთი მოთამაშეები რომლებმაც შეიძლება იბურთაონ ლაღად ხალისიანად და რა ქნას ჰეიგმა, იყენებს ჩვენს ძლიერ მხარეებს და ცდილობს ეს ხაზიც რაღაცას დაამსგავსოს

01:59 | 25.06.2017
giogobi (68)

პირველი ლელოს დროს ხომ იბურთავეს?

01:47 | 25.06.2017
federer (17) (469)

არის თუარა პროგრესი?
მსოფლიო თასზე გადაგვირბინა არგენტინამ და დაგვამარცხა ლამის 50 ქულით და ახლა არგენტინაში დავმარცხდით 16 ქულით და ამ 16 ქულია სხვაობაში დიდი როლი იყო მსაჯის და ასეთი თამაშით ნეიტრალურ სიტუაციაში ქულა ქულაში უნდა გვეთამაშაა.
მე მომეწონა ჩვენი ნაკრები ბევრ ასპექტში, მაგრამ შეცდომებიც ძალიან ბევრი იყო ესეც უდავოაა

01:44 | 25.06.2017
giogobi (68)

ასეთ მარტივ შეცდომებს რომ არ ვუშვებდეთ შეტევაში თუ დაცვაში და რეფერი იყოს ობიექტური ნეტა რა ანგარიშით დამთავრდებოდა?

01:44 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

კლოდ სორელს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული რაგბის დონის ამაღლებაში იმით, რომ მან ბევრ ქართველ სპორტსმენს საფრანგეთში გაუხსნა გზა. არ ვიცი რამდენად შესაძლებელია - კარგი იქნება თუ მილტონ ჰეიგი გაუხსნის გზას ახალ ზელანდიაში ჩვენს ნიჭიერ მორაგბეებს, რომელიმე სპორტულ სკოლაში სასწავლებლად, რამდენიმე თვით გაგზავნას მაინც. ვიცი ძვირი ჯდება, მაგრამ მგონი სასარგებლო იქნება თუ U17, U18, U20 (როგორც ვიცი არიან U13, U14, U15) ნაკრებები რამდენიმე თვით გაემგზავრებიან ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, არგენტინაში იქაურ ასაკობრივ გუნდებთან სათამაშოდ და ერთობლივ ვარჯიშებზე. ჩემი აზრით ფეხბურთს თუ ცოტას ჩამოვაჭრით დაფინანსებას და იმ თანხას რაგბზე დავხარჯავთ კარგი იქნება.
P.S.: ძაან მინდა საქართველოში აშენდეს დიდი სარაგბო სტადიონი და მიენიჭოს მამუკა გორგოძეს სახელი.

01:52 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

მცირე ასაკში მართლა შესანიშნავი იქნებოდა მორაგბეების გაგზავნა 2-3 თვიან შეკრეებზე.ყოველწლიურად.განა რა უნდა დაჯდეს?თუნდაც ნახევარი მილიონი იყოს ღირს ამაში ფულის გადახდა.თუ რამოდენიმე მათგანი იქაურ გუნდშიც დარჩებოდა ხო მთლად გადასარევი.ერთობლივი ვარჯიშებით ისწავლიდნენ ბავშვები ხელდახელ ბურთაობას.ტაქტიკურად გამართული რაგბის თამაშს.აი სტადიონს კი აპირებდნენ თითქოს და ალბათ ვერ მოხერხდა ფინანსების მოზიდვა.სადღაც 40-50 ათასიანი სავსებით საკმარისი იქნება.თანამედროვე სუფთა სარაგბო სტადიონი..იფ იფ

01:36 | 25.06.2017
federer (17) (469)

მეორე ტაიმი მოვუგეთ არგენტინას
და სწორედ იმ ჯარიმის და შემდეგ კაცის გაგდების მომენტში გააკეთა არგენტინამ გაქცევა და რო არა ის 20 წუთი 60 წუთი არაფრით არ ჩამოვუვარდებოდით და შერკინებაში ხო საერთოს ვჩაგრავდით პატარა ბავშვებივით

01:46 | 25.06.2017
giogobi (68)

საქმეც მაგაშია, დაგვაკლდა კაცი და მომენტალურად ისარგებლეს, ჩვენ კი იგივე სიტუაციაში აქეთ გავუშვით ჯარიმები

01:50 | 25.06.2017
federer (17) (469)

კაცნაკლულ არგენტინასთან ჩვენი შეკინების მერე დიდი ალბათობით 5 მეტრიანის სიახლოვეს მოყვებდა ჩვენი დერეფანი შეიძლება ლელოც დაგვედო და ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მოვიპოვებდით, მაგრამ მსაჯმა დადო ისეთი ჯარიმა რა კონტაქტზეც ფეხბურთშიც არ დებენ ჯარიმას და ამ ეპიზოდმა გაგვტეხა და ეს სწორედ კლასიდან გამომდინარე დაშვებული შეცდომა იყოო და კაცის გაგდებამ ვაფშე გაგვანადგურაა

01:31 | 25.06.2017
federer (17) (469)

კლასი ბევრ რამეს ნიშნავს მეგობრებო და ერთმა ეპიზოდმა გადწყვიტა მთელი თამაშიი ერთმა არასწორმა დაჯარიმებამ არია ჩვენი გუნდის კონცენტრაცია და 20 წუთი დაგვჭირდა გონზე მოსასვლელად.
და სწორედ აქ გვეტყობა ყველაზე მეტად ის რო გვაკლია სერიოზულ გუნდებთან თამაში და კონცენტრაციას ვკარგავთ ძალიან მარტივად, თორე დიდი ვერაფერი უპირატესობა ვერ ქონდა არგენტინას და რომ არა ჩვენი უხეში შეცდომები შეიძლება არც წაგვეგოო

01:28 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

მემგონია რომ ჩვენთან გასავითარებელია ფიტნესი,მორაგბეს,ფეხბურთელს,კალათბურთელს ყველას ირდება ფიტნეს მომზადება.ფიტნესს ბავშვობიდან რომ ექცეოდეს ყურადღება ასეთი ზანტი და მოუქნელი არ ვიქნებოდით.ფიტნესია ის რაც მორაგბეს და ნებისმიერი სხვა სახეობის სპორტსმენს შეძენს სისწრაფეს,მოქნილობას,სისხარტეს,კოორდინაციას,ნახტომს და ა.შ. აუცილებელია ფიტნესის განვითარება ყველა სპორტის სახეობაში.შეიძლება ახლაც ეთმობა დრო მაგრამ აშკარაა არა საკმარისად კვალიფიციურად და არა ასაკმარისი დროით.

01:43 | 25.06.2017
federer (17) (469)

სისწრაფე რათქმაუნდა ჩვენი აქილევსის ქუსლია და ეს არამარტო რაგბშია როგორც შენ აღნიშნე.
იშვიათია ქართველი სწრაფი ფეხბურთელები და რატო არავინ არ ამუშავებს სისწრაფეზე ეგ მიკვირდა ყოველთვის.
მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც კალათბურთელები 210 სმ-ის სიმაღლის თუ არის ქარველი კალათბურთელი არის საშინლად მოუქნელი და ზანტი, როდესაც ამერიკაში ამ სიმაღლის კალათბურთელებს შეუძლიათ ბურთი ატარონ ლამის გამტამაშებელივით

01:54 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

ეგაა სწორედ ფიტნესის დამსახურება.სხვა საშუალება სისწრაფისა და კოორდინაციის გასავითარებლად მე არ ვიცი.

02:03 | 25.06.2017
federer (17) (469)

ხოდა რატო არ გვაფ ეს ფიტნეს მომზადება 21 საუკუნეშიი

01:27 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

stripslashes((strlen('www.rugger.info')>0?'www.rugger.info':'www.rugger.info')) -ზე დაიდო სატია უკვე
Грузия с боем уступила Аргентине
В заключительном матче летней тест-серии «лелос» и «пумы» выдали на гора упорный, зрелищный и результативный поединок.

Первый тайм остался за хозяевами поля, которые получили подкрепление в лице ряда восстановившихся от травм лидеров. Николас Санчес забил четыре штрафных и две реализации после попыток Агустина Криви и Хоакина Тукулета. Причем оба заноса аргентинцы провели в большинстве после желтой Георгия Немсадзе. Последнее слово осталось за «борджгалоснеби» - к штрафному Мераба Квирикашвили попытку добавил Давид Качарава 26:8.

Дебют второй половины встречи ознаменовался феерией крайнего Рамиро Мояно, который отметился хет-триком в период с 43-й по 56-ю минуты игры, горцы в этом же отрезке наработали на штрафную попытку. А вот концовка игры осталась за подопечными Милтона Хейга. Сосо Матиашвили и Шалва Мамукашвили стали авторами попыток с реализациями первого, сократив отрыв до 16-ти очков. 45:29 победа сборной Аргентины.

Аргентина (26) 45:29 (8) Грузия

Попытки: Криви (33), Тукулет (37), Мояно (43, 53, 56) – Качарава (39), штрафная (51), Матиашвили (68), Мамукашвили (79);
Реализации: Санчес (34, 38, 44, 53) – Матиашвили (69, 80);
Штрафные: Санчес (4, 16, 24, 27) – Квирикашвили (20);
Желтые карточки: Мояно (21) - Немсаздзе (33).

0?'>http://rugger.info/news/14906':'>http://rugger.info/news/14906'))

01:25 | 25.06.2017
shotai-olimpi (89)

რა გინდათ ჰეიგთან, ტექნიკას და სირბილს აწი ეგ ვერ მოამატებინებს ვერავის და რა რესურსიც გვაქ მშვენივრად იყენებს, მარტო ჯანით ვერავის მოუგებ ეგერ იმათმა ბექმა ისე აურბინა ჩვენს 6 მორაგბეს შებოჭვა კი არა ხელის მიდებაც ვერავინ მოახერხა.

01:23 | 25.06.2017
federer (17) (469)

არ იყო ცუდი თამაში ჩვენი ნაკრების შესრულებით.
რომ არა მსაჯის შეცდომა 6-3 -ზე არ მოხდებოდა ის ჩავარდნა რაც გვქონდა იმ ეპიზოდში და დარწმუნებული ვარ სხვა თამაში იქნებოდაა

01:26 | 25.06.2017
federer (17) (469)

მოედნის ცენტრთან ახლოს დანიშნულ ჩვენს შერკიდებას დიდი ალბათობით ჯარიმა და 5-15 მეტრიანი აუტი მოყვებოდა და დაჟე შეიძლებოდა წინ გავსულიყავით და მსაჯის მიკერძოებულობამ კონცენტრაცია დაგვიკარა და მაშინ გაგვექცა არგენტინა

01:20 | 25.06.2017
shotai-olimpi (89)

კტასტროფულად ნამდვილად არ გვიტამაშია 16 ქულით მოგვიგეს სახლსი ასე არგენტინამ ნებისმიერი გუნდი შეიძლება დაამარცხოს რაც მთავარია შერკინება მოლი კარგი იყო, შეტევა გამოსწორებულია დაცვა შედარებით ცუდი, იტალიის დონის უკანახაზი რომ გვყვავდეს ექვს ერში აქეთ შეგვეხვეწებოდნენ ითმაშეთო, ისეთი პრიმიტიული შეცდომებს ვუშვებდით რომ არ ვიცი რა ვტქვა, რაქში რომ უნდა მიხვიდე დროულად ეს ნებისმიერი დონის ნაკრებმა იცი,ს მითუმეტეს დაკიდებულ ბურთს იღებ და რაქიდან გაცლიან?, სისწრფეში ყველას ჩამოვრჩებით, ბევრი პირველი ბოჭვა გავაფუჭეთ მაგრამ საბედნიეროდ მომავალ თაობა გამოასწორებს ამ შეცდომებს მჯერა.

01:20 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

და კიდევ მილტონ ჰეიგი ნამდვილად არ იმსახურებს ქართველებისგან ლანძღვა გინებას...ამოწურა თუ არა თავისი თავი ჩვენ ნაკრებში მაგაზე ვისაუბროთ,მაგრამ ლანძრვის გარეშე უკეთესი არ იქნება?ზოგადად ყველაფერზე ლანძღვა რა საჭიროა?

01:18 | 25.06.2017
orioni (88)

არგენტინასთან სახლში 15-20 ქულამდე წაგება მოსალოდნელი იყო, ნორმალურია. უკეთეს შედეგს მეტი მუშაობა და დრო ჭირდება, რა ვქნათ? სისწრაფე და ხელით თამაში ამ თაობის ნაკრებს უჭირს, იმედია ახალგაზრდები შეძლებენ ამის გამოსწორებას და მომავალიც უკეთესი იქნება!

01:17 | 25.06.2017
NIKA..01 (335)

მოკლედ რაგბი მხოლოდ შერკინება რომ იყოს მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით და თან მრავალგზის თამაშს რაც შეეხება ისევ და ისევ იგივეე...სტატიკურ შერკინებაში სუპერ,ჯანში და ბრძოლაში ასევე...აი რაქების გაწმენდა,დროული გადაყრა,დროული ბურთის გამოტანა,აუტები,ჰაერში თამაში,დისციპლინა,სიღრმეების შექმნა,ბურთიან მოთამაშეზე მიყოლა,სისწრაფეები,მოქნილობა,სწრაფი და სსწორი გადაწყვეტილებები....ნუ ძაან შორს წავალ იმ ყველა პრობლემის ჩამოთვლით რაც ასჯერ და ათასჯერ გვითქვამს.უკვე მგონია რომ ეს ჩვენი რაგბის განუკურნებელი სენია.თაობიდან თაობამდე ერთი და იგივე პრობლემები.ეტყობა გენების,დნმ-ის დონეზეა.რაღა ვიფიქრო სხვა არ ვიცი

01:14 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ერთი ეს მაინტერესებს რუსებთან თამაშზე, რომ ამბობენ ანგარიში 24 - 14 მთელმა საქართველომ იცოდაო - ვისაც არ ვკითხე არავის გაუგია. ან გარდასახვა, რომ გაეფუჭებინა ვინმეს, ხომ არ დაფიქსირდებოდა ეს ანგარიში? საიდანაა ეს ჭორი თუ სიმართლე?

01:07 | 25.06.2017
krasni (587)

45-29 წაგება არგენტინასთან, თუ შეიძლება ითქვას არაა ცუდი. ეპიზოდებში კარგები ვართ, მაგრამ ვკარგავთ ხანდახან კონცენტრაციას და გვექმნება პრობლემები. ისე, როგორ რაკეტებივით სწრაფები არიან.

01:06 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

არგენტინაში 4 ლელოს დადება არაა სახუმარო. შეცდომები რომლებიც მოგვდის ამ თაობაში ვერ გამოსწორდება. ახალ თაობაში იქნება პროგრესი. მოდიან ბიჭები წინა წლის და წლევანდელ U20. იაპონიაში კარგი ნაკრები გვეყოლება.

01:02 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

არგენტინა - საქართველო
45 - 29

01:01 | 25.06.2017
ჰუკერი (22)

იმედი დუმს

00:36 | 25.06.2017
orioni (88)

სამწუხაროა, პრინციპში კანადასთან და ამერიკასთან გამოჩნდა რისი თავიც გვქონდა...არგენტინისთვის ძაან ტკბილი ლუკმა ვართ მოკლედ...

00:32 | 25.06.2017
alfadhirhaiti (110)

აქ ბურთი როგორ ვერ მოიპოვეს ბიჯო, ტ**კის განძრევა ეზარებათ რო გადაყრაზე მისილიყვნენ...

ეჰ მოგცლიათ

00:29 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ტექნიკური ლელო
33 - 15

00:18 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

33 - 8

00:15 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მაგრად გვაკლია მამუკა გორგოძე. ყოველთვის შიშით ველოდი როდის წავიდოდა რაგბიდან. მისი შემცვლელი ჯერ არ ჩანს.
აუტებს, მაღალი ბურთების მიღებას ვაგებთ.

13:38 | 25.06.2017
პანტელეიმონი (1218)

კი ბატონო წავიდა მამუკა, მაგრამ ვფიქრობ პრინციპულ მატჩებში, ტოპ გუნდებთან თამაშისას, რაგბის კავშირსა და ქართულ სარაგბო დიდ ოჯახში არაფორმალური შეთანხმება უნდა იქნეს მიღწეული (თუ საჭირო გახდა ამ გადაწტვეტილების მიღებაში ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირების ჩართვა, ესეც უნდა გაკეთდეს, ისე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება), რომ ის რაგბისტები რომლებიც უმაღლეს საკლუბო დონეზე აგრძელებენ თამაშს წელიწადში ერთჯერ ან ორჯერ ასეთ თამაშებში მწვრთნელის გადაწყვეტილებით იღებდნენ მონაწილეობას.
წარმოიდგინეთ გორგოძეს და ზირაქიშვილსაც რომ მიეღო მონაწილეობა ამ მატჩში. ჯერ ერთი, რომ ვფიქრობ მსაჯი ამდენს ვერ გაბედავდა მათთან და მეორე, ჩვენი უპირატესობა უფრო მეტი იქნებოდა და შეგვეძლო ისტორიულ წარმატებაზე გვეფიქრა. ეს გაცილებით კარგი იქნებოდა ახალგაზრდა თაობისათვის, რომლებისათვისაც მამუკასთან და დათოსთან ერთად ვარჯიში და თამაში, თუნდაც ორჯერ, დიდი სკოლა იქნებოდა.

00:11 | 25.06.2017
krasni (587)

გადასარევი ლელო იყო. ეს მსაჯიც ჩვენი მტერია, რად უნდა არგენტინას ამ მათხოვრის დახმარება. ძალიან არასასიამოვნო საყურებელია, როცა ასე უსინდისოდ გექცევიან.

00:06 | 25.06.2017
sport..»farther more rugby (86)

Half Time : Argentina-Georgia 26-8

00:02 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ეს ვერ გავიგე მაივიდეოზე და ტელევიზიაზე სხვადასხვა იმედია? ვისაც ინტერნეტ ტელევიზიები გაქვთ რომელ იმედს აჩვენებს? მე საკაბელო მაქვს და იქ რაღაც ფილმი გადიოდა.

00:12 | 25.06.2017
zura-mesi (33)

სალიცენზიო პირობების გამო ვერ ხორციელდება თანამგზავრზეო, ასე დაწერეს.

00:14 | 25.06.2017
zura-mesi (33)

ინტერნეტით უფრო სწორად.

00:16 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ინტერნეტით ვუყურებ

00:01 | 25.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

26 - 8

მეტის ნახვა
0.117705