ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნები არგენტინას პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშება. ხუხუიში შეხვედრა 24 ივნისს, საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი - "ტვ იმედზე".
მეხუთედ არგენტინასთან
2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მსოფლიო რაგბმა ბორჯღალოსნებს პირველი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა მისცა. შედეგად, მსოფლიო თასს მიღმა ბობოლებთან მეოთხედ ვთამაშობთ და მეორედ არგენტინასტან. პირველად 2013 წელს, სწორედ არგენტინას შევხვდით და მასპინძლებმა სან ხუანში მატჩის მიწურულს დადებული ლელოთი 29:18 იმარჯვეს.
მას შემდეგ იყო ვიზიტი დუბლინში (2014 წელს ირლანდიასთან) და ქილმარნოქში (2016 წელს შოტლანდიასთან) და ახლა კვლავ "პუმებს", არგენტინის ჩრდილოეთით ხუხუიში ვეთამაშებით. დღემდე სამხრეთამერიკელებთან 4-ჯერ გვითამაშია, სამჯერ მსოფლიო თასზე (2007, 2011 და 2015 წლები) და გამარჯვება ყველა ჯერზე მეტოქეს დარჩა.
მჭედლიძე ბრუნდება
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მორაგბეებს, შემადგენლობა უძლიერესია.
განვლილ ორ კვირაში ბორჯღალოსნებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ორი თამაში გამართეს და კანადასა და აშშ-თან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოიპოვეს: ქარიან კალგარიში 13:0, ხოლო მზიან ატლანტაში - 21:17 ვძლიეთ. ორი ტესტი ითამაშა არგენტინამ შესუსტებულ ინგლისთან (ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალ ზელანდიაში ტურნეს გამო) და ორივე ჯერზე ბრძოლაში დამარცხდა - 34:38 და 25:35.
ჩვენი შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ერთი კვირის წინ აშშ-თან მოგებულ შეხვედრაში იყო. ხაზში ერთი ცვლილებაა - სასტარტოში ბრუნდება გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ნაკრების კვართით შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ერთი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, რომელიც განვლილ შეხვედრაში დაშავდა, თამაშს სოსო ბეკოშვილი დაიწყებს. კიდევ უფრო ადრე, კანადასთან დაშავდა ანტონ ფეიქრიშვილი და მწვრთნელები თამაშის წინ გადაწყვეტენ, ვინ იქნება ბეკოშვილის შემცვლელი - ნიკოლოზ ხატიაშვილი თუ ფეიქრიშვილი.
მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
"ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ, რაც ის ზე რაგბსა და რაგბი ჩემპიონშიფს (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღესდღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.
ეს ჩენთვის კარგი შესაძლებლობაა ვნახოთ, სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ხუხუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ“.
საქართველოს ბორჯღალოსნები
ამერიკის ტურნე 2017 * ბოლო, III ტესტი - არგენტინა
შაბ 24/06 * ხუხუი, "23 აგვისტოს სტადიონი" * 23.15 საქ
1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად
No | სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1983 | 105 | 16ლ 147გ 149ჯ 3ა [830 ქ] 5სბ |
14 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 45 | 6ლ სბ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი [რუს სუპერ] | 1985 | 101 | 21ლ [4 კაპ] 2სბ |
12 | მერაბ შარიქაძე^კაპ | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 53 | 10ლ [6 კაპ] |
11 | სანდრო თოდუა | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1987 | 66 | 7ლ 2სბ |
10 | ლაშა ხმალაძე | ლელო სარასენს [საქ დ 10] | 1988 | 55 | 7ლ 4გ [43 ქ] |
9 | ვასილ ლობჟანიძე | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 23 | 5ლ |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 43 | 2ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ვუსთერ [ინგ პრემ] | 1987 | 45 | ლ 2სბ |
3 | სოსო ბეკოშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1993 | 7 | : |
4 | გიორგი ნემსაძე | ბრისთოლ [ინგ პრემ] | 1984 | 72 | 12ლ 4სბ |
5 | კოტე მიქაუტაძე | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1991 | 50 | 2ლ 3სბ |
6 | ლაშა ლომიძე | ლონდონ აირიშ [ინგ პრემ] | 1992 | 32 | 5ლ სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 40 | 4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
8 | ბექა ბიწაძე | შონბრი [სფრ ფედ1] | 1991 | 22 | 6ლ + შ |
მარქაფა [თადარიგი] | |||||
23 | სოსო მათიაშვილი | აკადემია [საქ დ 10] | 1993 | 2 | ლ |
22 | ლაშა მალაღურაძე | კრასნი იარ [რუს სუპერ] | 1986 | 77 | 4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10] | 1986 | 57 | 2სბ |
16 | შალვა მამუკაშვილი | ტულონ [სფრ ტოპ14] | 1990 | 45 | 3ლ |
17 | თორნიკე მატარაძე | ლიონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 4 | სბ |
18 | ნიკა ხატიაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1992 | 3 | სბ |
18 | ანტონ ფეიქრიშვილი | კარდიფ [უელ პრო 12] | 1987 | 24 | 5ლ 2სბ |
19 | გიორგი ჩხაიძე | დომონ [სფრ ფედ2] | 1981 | 96 | 10ლ [1 კაპ] 6სბ |
20 | ოთარ გიორგაძე | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1996 | 6 | ლ |
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/tv/imedihq')>0?'http://www.myvideo.ge/tv/imedihq':'http://www.myvideo.ge/tv/imedihq'))
ოკლენდი არა, ფოლკლენდის კუნძულებია.
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=JVM9KT2glFM')>0?'https://www.youtube.com/watch?v=JVM9KT2glFM':'https://www.youtube.com/watch?v=JVM9KT2glFM'))
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=JVM9KT2glFM')>0?'https://www.youtube.com/watch?v=JVM9KT2glFM':'https://www.youtube.com/watch?v=JVM9KT2glFM'))
ოკლენდი არა, ფოლკლენდის კუნძულებია.
შოტლანდიამ ფიჯისთან წააგო, ვერ დააფასეს ალბათ სათანადოდ, ბრიტანელ ლომებშიდაც ხომ არიან სკოტები ლეიდლოუ, ჰოგი,... და ალბათ მსაჯიც ობიექტური იყო.
მოგება და ოპტიმიზმი კარგია, რა ჯობია? ჩვენც ეგ გვინდა, მაგრამ რეალურად თუ შევაფასებთ: ბტძოლაში 0-12 ქულით მარცხი კარგი შედეგია, 12-20 ქულით - ნორმალური.
პესიმისტურად ვარ განწყობილი.
ან, რაც ამერიკასთან ვნახე, სხვა აზრზე როგორ უნდა ვიყო.
აშკარა უკუსვლა გვაქვს.
უკანა ხაზი ფაქტიურად არ არსებობს და გუნდი მხოლოდ შერკინების იმედადაა.
მარტო შერკინებით რომ ფონს ვერ გახვალ ეს ამერიკასთანაც ძალიან კარგად გამოჩნდა.
ასეთი თამაშით არგენტინასთან უბრალოდ შევრცხვებით.
ღმერთმა ქნას ვცდებოდე...
გული მიგრძნობს საუკეთესო თამაშს ვითამაშებთ ამ ტესტებზე.
ერთი U20-ივით გააგორებდეთ არგენტინას
აბა თქვენ იცით
ძალიან მაგარია მჭედლიძის დაბრუნება , მაგრამ პირველ ხაზში გასაგებია მატარძე მომავალი ვარსკვლავია მაგრამ როცა გყავს ასიეშვილი, კაკოვინი, ჟვანია არგენტინასთან გამოცდილი 1 ნომერი სჯობდა მთუმეტეს ნარიაშვილს ასეთი გადატვირთული სეზონი ჰქონდა და ჯერ რუმინეთთან მოუწია 80 წუთის თამაში შემდეგ ამერიკასთან 70 წუთი და თუ მატარაძეს აყენებ მაინცდამაინც შეუშვი რა 50-60 წუთზე სტანდარტულად როდესაც იცვლებ პირველი ხაზი, ძალიან არ მომეწონა წინა 2 თამაშში ნაჩვენები ხარისხი და იმედია ამ თამაშისთვის ვემზადებოდით
შემადგენლობა კარგია, ღირსეულ ბრძოლას ველით, წარმატებები ბიჭებს!