ტესტ-მატჩები

12:07 | 23.06.2017 | ნანახია 5001 - ჯერ

ურკადემ საქართველოსთვის ექვსი შეცვალა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ საქართველოსთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა, ხოლო ერთ მორაგბეს პოზიცია შეუცვალა.

შეგახსენებთ, „პუმები“ ინგლისთან ტესტ-სერიაში 0:2 დამარცხდნენ (34:38 და 25:35) და მეორე მატჩის შემდეგ მწვრთნელმა სრულად შეცვალა შერკინების მესამე ხაზი. ხუან მანუელ ლეგისამონის, ხავიერ დიასისა და პაბლო მატერას ნაცვლად თამაშს ლეონარდო სენატორე, როდრიგო ბაესი და ტომას ლესანა იწყებენ.

მარჯვენა გარემარბი მატიას მორონი იქნება, ხოლო რამირო მოიანო მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლებს და ემილიანო ბოფელის ადგილს დაიკავებს, რომელმაც ინგლისს ლელო ორივე მატჩში დაუდო.

ურკადემ შემადგენლობიდან დაითხოვა ვეტერანი ხუან მარტინ ერნანდესი და მის ნაცვლად მარქაფაში სანტიაგო გონსალეს იგლესიასი გამოჩნდა.

არგენტინელთა რაზმი

ხაზი

15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. მატიას მორონი, 13. მატიას ორლანდო, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. რამირო მოიანო, 10. ნიკოლასსანჩესი, 9. მარტინ ლანდახო;

შერკინება

1. ნაუელ ჩაპარო, 2. აგუსტინ კრევი, 3. ენრიკე პიერეტო, 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო, 6. ტომას ლესანა, 7. როდრიგო ბაესი, 8. ლეონარდო სენატორე;

მარქაფა

16. ხულიან მონტოია, 17. ლუკას ნოგერა პასი, 18. რამირო ერერა, 19. პაბლო მატერა, 20. ბენხამინ მაკომე, 21. გონსალო ბერტრანუ, 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 23. ხერმან შულცი.

მწვრთნელი: დანიელ ურკადე


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
07:32 | 24.06.2017
ogafa (407)

ეგ არ უშველის მაინც უნდა დავამარცხოთ

20:30 | 23.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გული მიგრძნობს საუკეთესო თამაშს ვითამაშებთ ამ ტესტებზე.

15:57 | 23.06.2017
temuchin (431)

ხალხო თქვენიც ვერაფერი გავიგე, დააყენებს ძველებს და იძახით როდისღა მიიღონ ახლებმა გამოცდილებაო, 2019 ში ხომ გვინდა ნაცადი ნაკრებიო. ახლებს აყენებს და რატომ გამოცდილებს არ ათამაშებს ასეთ მეტოქესთანო. ვეღარ გავიგე რა გინდათ?

16:37 | 23.06.2017
DataN24 (215)

ახლების გამოჩენას მივესალმები რაც უფრო მეტი ახალგაზრდა გამოიცდება, მაგრამ ნარიაშვილს რატომ ვათამაშებთ სულ ამდენს ასეთი დატვირთული სეწონის შემდეგ როცა ამდენი კარგი 1 ნომერი გვყავს ან თუ მაინც მუდამ მიხო უნდა დავტვირთოთ ცოტა ამოვასუნთქოთ და ხომ შეიძლება ყველა თამაშში 70-80 წუთი არ ითამაშოს და მეტი დრო მიიღოს სათადარიგო 1 ნომერმა

14:37 | 23.06.2017
DataN24 (215)

ძალიან მაგარია მჭედლიძის დაბრუნება , მაგრამ პირველ ხაზში გასაგებია მატარძე მომავალი ვარსკვლავია მაგრამ როცა გყავს ასიეშვილი, კაკოვინი, ჟვანია არგენტინასთან გამოცდილი 1 ნომერი სჯობდა მთუმეტეს ნარიაშვილს ასეთი გადატვირთული სეზონი ჰქონდა და ჯერ რუმინეთთან მოუწია 80 წუთის თამაში შემდეგ ამერიკასთან 70 წუთი და თუ მატარაძეს აყენებ მაინცდამაინც შეუშვი რა 50-60 წუთზე სტანდარტულად როდესაც იცვლებ პირველი ხაზი, ძალიან არ მომეწონა წინა 2 თამაშში ნაჩვენები ხარისხი და იმედია ამ თამაშისთვის ვემზადებოდით

13:32 | 23.06.2017
BEERTRANCE (1073)

თან მოგებაზე დაგეშილებიც რო იქნებიან.

13:08 | 23.06.2017
buratino (480)

მესმის რომ არგენტინაა და თანაც შინ გვეთამაშებიან, მაგრამ ერთხელ ხომ უნდა ვცადოთ მინიმუმ პრობლემები შევუქმნათ 1-ლი დონის გუნდს?! თანაც საკმაო რაოდენობის ხალხი აკლიათ (ჩვენი გამამწარებელი კორდერო, ლეგუიზამონი, ერნანდესი და კიდევ 2-3 საფრანგეთში მოთამაშეები).
ეეჰ, ჩვენი უკანა ხაზი რომ ისე თამაშობდეს როგორც ამას ჩვენი 20 წლამდელები აკეთებენ, შანსები ნაღდად გვექნებოდა. ახლანდელი რეალობის ფონზე კი, 20 ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგება ნორმალური მაჩვენებელი იქნება. იმედია, ვცდები და ბიჭები ამას დაამტკიცებენ. წარმატებები, ლომებო!

12:52 | 23.06.2017
geogoli (367)

აი ამათ თუ მივაწვებით შერკინებაში ეგ მართლა სასახელო იქნება. სათადარიგოზეც არანაკლები პირველი ხაზი ყავთ

12:28 | 23.06.2017
dede (87)

კორდერო სადაა მსოფლიოზე სისხლი რო გაგვიშროDDDDDD

12:56 | 23.06.2017
geogoli (367)

არც მორონი და მოიანო აკლებენ ხელს. კორდერომ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრა თავი. თან მსოფლიო ჩემპიონატის ჰაილაითებს რო აჩვენებენ სულ ხვდება ხოლმე

0.089831