უცხოური

11:45 | 22.06.2017 | ნანახია 2009 - ჯერ

რასელი - “მონპელიეში”?

შოტლანდიის ნაკრებისა და “გლაზგო უორიორზის” მგეზავმა ფინ რასელმა შესაძლოა, კარიერა ფრანგულ “მონპელიეში” გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაცის ცნობილი ვებგვერდი Planetrugby.com ავრცელებს.

ამ წყაროს ცნობით, დიდი შანსია, რომ რასელმა “მონპელიესთან” წინასწარი კონტრაქტი გააფორმოს და ტოპ 14-ის კლუბს 2018 წელს შეუერთდეს. აღსანიშნავია, რომ “მონპელიეს” ახალი მწვრთნელი ვერნ კოტერი სამი წლის განმავლობაში შოტლანდიის ნაკრებს წვრთნიდა და ეს ფაქტორი ტრანსფერის შანსს უფრო მეტად ზრდის.

24 წლის მგეზავი შესანიშნავ ფორმაშია. ის შოტლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და ავსტრალიის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. რასელს ივნისის ტესტებზე კარგი თამაში დაუფასდა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების გუნდში უხმეს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080615