ქართველი ლეგიონერები

15:29 | 21.06.2017 | ნანახია 5448 - ჯერ

მიხეილ გაჩეჩილაძის ჰეთ-თრიკი

ვიდრე ბორჯღალოსნები დასავლეთ ნახევარსფეროში ივნისის ტესტების მესამე ნაწილისთვის, არგენტინასთან ჯახისთვის ემზადებიან, მილტონ ჰეიგის მიერ შეკრებაზე დაწუნებულმა და ამერიკაში არწაყვანილმა მიხეილ გაჩეჩილაძემ ხეთ-თრიკი გამოაცხო.

რუსეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ენისეი“ პენზას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი „იმპერია“ 43:10 გაანადგურა. კრასნოიარსკელებმა 7 ლელო გაიტანეს მასპინძელთა ერთის წილ, და ამ 7 ლელოდან 3 გაცეჩილაძემ მიითვალა. ციმბირული გუნდის ქართველმა 8 ნომერმა ჰეთ-თრიკი უკვე პირველი ტაიმის მიწურულს გაიფორმა და ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა თავისი გუნდის გამარჯვებას. კრასნოიარსკელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც თანაქალაქელ „კრასნი იარსა“ და ნოვოკუზნეცკის „მეტალურგს“ შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან.

„ენისეი“ პენზაში ექპერიმენტული შემადგენლობით ჩავიდა, გუნდს ეროვნული ნაკრებების წევრები ვერ ეხმარებოდნენ - ვინც ზაფხულის ტესტებში მონაწილეობენ, მათ შორის აწ უკვე ცენტურიონი დავით კაჭარავაც, რომელიც ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში ზემოთ ხსენებულ ამერიკულ ტურნეზე იმყოფება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:37 | 22.06.2017
BEERTRANCE (1073)

აშკარად ღვარძლის ამოფრქვევა უნდოდა ავტორს.

20:50 | 21.06.2017
DataN24 (215)

რანაირ კონტექსტშიც არუნდა გეწეროთ სტატია "დაწუნებული" და "არწაყვანილი" ის მაგივრად უამრავი უფრო ტაქტიანი სიტყვა მოიძებნეება ქართულ ენაში, ჩემთვის კი ერთგვარი ნიშნისმოგებით დაწერილი სტატიაა
პს ცოტა უფრო მეტი საინტერესო და მრავალფეროვანი სტატიები არ გაწყენთ თქვენს კონკურენტ საიტზე გაცილებით სწრაფად იდება სხვადასხვა ინფორმაცია და გაცილებით მრავალფეროვანი ასეთი მუშაობით ნამდვილად ვერ გაფრინდებით

19:57 | 21.06.2017
mamulo (31)













Worldrugby.ge---თქვენი ავტორის "აზრი" უტაქტობაა.არ იყო საჭირო ასეთი ხაზგასმა,"შეკრებაზე დაწუნებულმა და ამერიკაში არწაყვანილმა"--თქვენს მიმართ,რომ ეთქვათ,მოგეწონებოდათ?ამის თქმა უფრო ტაქტიანადაც შეიძლებოდა ჩემი აზრით.



0.088502