გუშინ ბორჯღალოსნებმა ეკვატორი გადალახეს და 2017 წლის ივნისის ბოლო ტესტ-მატჩის გასამართად არგენტინაში, ჰუჰუიში ჩავიდნენ.
მილთონ ჰეიგის შეგირდები ოკეანის გაღმა 3 ივნისს გაემგზავრნენ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ორი თამაში მოიგეს: 11 ივნისს ქალგარში კანადის ნაკრებს 13:0 სძლიეს, ხოლო კვირის თავზე აშშ ატლანტაში დაამარცხეს - 21:17. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო როგორც კანადის, ასევე ამერიკის მიწაზე.
ახლა ბორჯღალოსნები სამხრეთ ამერიკაში არიან და ‘პუმებს’ 24 ივნისს, თბილისის დროით 23:15 საათზე ეთამაშებიან. სამწვრთნელო შტაბის ცნობით, ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა.
არგენტინასთან აქამდე 4-ჯერ გვითამაშია, 3-ჯერ მსოფლიო თასის ფარგლებში და ერთხელ ტესტ-მატჩში - 2013 წელს სან ხუანში. ოთხივე შემთხვევაში გამარჯვება ‘პუმებს’ დარჩათ, სან ხუანში კი ყველაზე მცირე სხვაობა დაფიქსირდა - 18:29.
არგენტინის ჩრდილოეთით, ბოლივიის საზღვართან მდებარე ჰუჰუის პროვინციაში არგენტინის ნაკრებს აქამდე არასდროს უთამაშია. არგენტინის რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ცნობით, ‘პუმები’ ჰუჰუიში 19 ივნისს ჩავიდნენ და მათ პირველივე ვარჯიშს 300 ადგილობრივი ბავშვი დაესწრო. ამინდი თბილია და მოსამზადებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი.
ბორჯღალოსნებთან მატჩამდე მასპინძლები ორჯერ ეთამაშნენ ინგლისს და ორივე ჯერზე ბრძოლაში დამარცხდნენ - 10 ივნისს 34:38 და 17 ივნისს 25:35.
საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელე-რეპორტაჟს ტელეკომპანია ‘იმედი’ გეგმავს.
ბორჯღალოსნები ამერიკულ ტურნეზე:
შერკინება: შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგლისი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისთოლი, ინგლისი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენს), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შონბრი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი);
ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენს), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენს), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენს), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარ, რუსეთი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სხვათაშორის ახლა იქ ზამთარია. კარგია რომ არგენტინის ჩრდილოეთშია თამაში, შედარებით კარგი ამინდები და სითბო იქნება. იმედია ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.
დიდი ანგარიშით მარცხზე 0.2 ქულას ვკარგავთ, რაც ნაკლები იქნება ვიდრე ამერიკასთან მიღებული ქულები, რეიტინგის მხრივ ტურნე წარმატებული გამოვა.
კანადასთან და ამერიკასთან მოგებამ სარეიტინგო ქულები არ მოგვიტანა?
კანადასთან არა ამერიკასთან 0.69 ქულა
იქნებ კოშაძეც წავიდეს საფრანგეთში, თუნდაც ესპუარებში და კვესელაძე, შარშან ძალიან კარგ წყვილს კრავდნენ და მსოფლიოსთვის საქართველოდან მომზადება გაუჭირდებათ...
აუ რა სასწაული იქნება რომ მოვიგოთ.
ვიცი, ვიცი... პაწაწინა შანსია, მაგრამ მაინც.
ამ თამაშში უკეთ გამოჩნდება როგორ ფორმაშია ნკერები შერკინებაში მაინც უნდა ვიმარჯვოთ აიერზა და ჰერერა არეყოლებათ ჩვენ კი ოპტიმალური პირველი ხაზი გვყავს, ნარიაშვილს რატო ტანჯავს ხოლმე 70 ზე მეტი წუთი როცა ამდენი უძლიერესი პირველი ნომერი გვყავს ვერ გავიგე, მჭედლიძე უკვე ძირითადში იქნება ალბათ ნამვილად უდიდესი ძალაა ხაზისთვის და ვერც ფორვარდებია ჯობნიან ჯანში წინ შარშანდელი შედეგის გასამეორებლად
წარმატებები
თამაზ მჭედლიძე წავიკითხე და შეცდომაა, თუ შეუერთდა ნაკრებს?