მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები უშანსოდ გაანადგურა და აღნიშნული ტურნირი მეექვსედ მოიგო.
“ბეიბი ბლექსი” შეხვედრის პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა თამაშს და მოპოვებული დიდი უპირატესობა უმალ ტაბლოზე ასახა. ზელანდიელებმა საწყის 40 წუთში მეტოქე 6-ჯერ დაალელოვეს და აქედან 5-ჯერ ზუსტად გარდასახეს, ხოლო ინგლისელებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს და ტაიმი 7:40 დასრულდა.
მეორე ნახევარში ზელანდიელებს ამხელა უპირატესობა აღარ ჰქონიათ და ეს აღარაფერში სჭირდებოდათ. “ბეიბი ბლექსმა” მეტოქესაც მისცა თამაშის საშუალება და მეორე ტაიმის ანგარიშში სხვაობა ასეთი კატასტროფული აღარ ყოფილა. ზელანდიელებმა ლელოს დადება 4-ჯერ შეძლეს და ორჯერ გარდასახეს ზუსტად, ხოლო “წითელმა ვარდებმა” ორი გარდაუსახავი ლელოს გატანა შეძლეს და შეხვედრა “ბეიბი ბლექსის” შესანიშნავი გამარჯვებით 17:64 დასრულდა.
ინგლისი – ახალი ზელანდია 17:64 (7:40)
ინგლისი: 3 ლელო – ერლი (18), მიტჩელი (52), ბაილისი (71); 1 გარდასახვა – მალინსი (19)
ახალი ზელანდია: 10 ლელო – პაპალი (4), რეკეტ-სტოუნზი (10), აუმუა (25;37; 60), უოლკერ-ლიუერი (24), იაკობსონი (40; 78), მაკკეი (46), კრისტიე (67); 7 გარდასახვა – პეროფეტა (5;27; 29; 39; 41; 67; 8
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვიყავი ფინალზე. სიტყვებით შეუძლებელია ამათი თამაშის შედეგად მიღებული შთაბეჭდილების გადმოცემა. ტიპები მართლაც რომ არაამქვეყნიურ რაგბს თამაშობდნენ და ნამდვილი მასტერკლასი ვიხილეთ მათი შესრულებით (მათ შორის ინგლისელებმაც). მოკლედ, ყველაფერი იყო ამ თამაშში ზელანდიელთა შესრულებით, ჰაკადან დაწყებული დამთავრებული დიდი სისწრაფეებით, მძლავრი მოლებითა თუ დაკიდებული ბურთების დაჭერით და ა.შ. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა რომ ფინალი არ გამოდგა დაძაბული, არამედ ეს იყო "ერთი გუნდის შოუ".
ჰოდა, როგორც იტყვიან "მადა ჭამაში მოდის"-ო და ამიტომაც, "შოუ უნდა გაგრძელდეს!"
ჯუნიორ ოლ ბლექსი უკვე ვიხილეთ და ახლა დიდი ოლ ბლექსის ჯერია!
ადრე თუ უტოპია იყო, ახლა ეს უკვე რეალურია, ოღონდ 2020 წლიდან
აწმყოც ამათია და მომავალიც.
უცხოპლანეტელები არიან. არანორმალურები.
უმაგრესი გუნდია.ბრავოო!გადასარევად ბურთაობენ...ერთი ამათთან თამაშის საშუალება ქონდეთ ჩვენ ახალგაზრდებს წელიწადში ერთხელ მაინც მაგარი იქნებოდა.ან ვაბშე ამათთან ერთად ვარჯიში
ნადმვილად დაიმსახურეს ! ბრავო ბიჭებს ! ჩემპიონატს რაც შეეხება მადლობა ორგანიზატორებს და მთლიანად რაგბის ოჯახს ! იყო ხარვეზები და შეცდომები, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ისევ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის !
ზელანდია