ბორჯღალოსნები

16:42 | 18.06.2017 | ნანახია 4310 - ჯერ

ბრძოლაში მარცხი და კვლავ X ადგილი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კვლავ X ადგილზე დაასრულდა. “ნორჩი ბორჯღალოსნები” დასკვნით მატჩში ირლანდიელ თანატოლებთან ბრძოლაში დამარცხდნენ და შარშანდელი შედეგი ვერ გააუმჯობესეს.

ანგარიში ირლანდიელებმა მე-20 წუთზე ტინანის მიერ გატანილი ლელოთი გახსნეს, გარდასახვა კი დინმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში 7:0 გახდა. ჩვენი ბიჭები გაშვებული ლელოს შემდეგ ძალიან გააქტიურდნენ და 27-ე წუთზე გელა აფრასიძემ ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 31-ე წუთზე მრავალფაზიანი შეტევა გოგიჩაშვილის მშვენიერი ლელოთი დასრულდა, ხოლო გარდასახვა აფრასიძემ შეასრულა ზუსტად და ტაიმი 7:10 მოვიგეთ.

მეორე ნახევრის დაწყებითანავე ირლანდიამ მძლავრად შემოგვიტია და 44-ე და 50-ე წუთებზე ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა. ქართველები გონს მალე მოეგნენ და 54-ე წუთზე გელა აფრასიძემ ისეთი ლელო დადო, რომელზეც მთელი სარაგბო მსოფლიო ილაპარაკებს: გელამ მეტოქეს ხაზი საკუთარ ნახევარზე გაუჭრა, გზად რამდენიმე მეტოქე ფინტებით ჩამოიშორა და საოცარი ლელო გაიტანა. ამ ეპიზოდში გელამ მცირე ტრავმა მიიღო და ამიტომ გარდასახვა აბჟანდაძემ შეასრულა, რომელიც სამწუხაროდ ზუსტი არ აღმოჩნდა. მე-60 წუთზე აფრასიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, ანგარიში 18:21 გახდა და გასათანაბრებლად ერთი ჯარიმაც გვყოფნიდა. ამის შანსი ნამდვილად არსებობდა, თუმცა 73-ე წუთზე შერკინებისას მსაჯმა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და აქეთ დაგვაჯარიმა. საჯარიმო დარტყმა დინმა ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში ქართველები შეტევას შეეცდნენ, თუმცა ირლანდიელებმა თავის დაცვა მოახერხეს და ანგარიში აღარ შეცვლილა – 24:18.

ამრიგად, საქართველომ 20-წლამდელთა ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ X ადგილით დაასრულა.

ირლანდია – საქართველო 24:18 (7:10)

ირლანდია: 3 ლელო – ტინანი (20), სვიტმენ-დორისი (44), ბოილი (49); 1 ჯარიმა – დინი (73); 3 გარდასახვა – დინი (21; 45; 50)

საქართველო: 2 ლელო – გოგიჩაშვილი (31), აფრასიძე (54); 2 ჯარიმა – აფრასიძე (27;60); 1 გარდასახვა – აფრასიძე (32)


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:08 | 19.06.2017
DataN24 (215)

ტურნირის დაწყების წინ ხო უნდა იყოს მოთამაშე მაქსიმუმ 19 წლის თუ როგორაა წესები არ მახსოვს?

17:22 | 19.06.2017
buratino (480)

დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ღირსეული ბრძოლისა და თავდადებისთვის! მთლიანობაში გუნდმა შეასრულა დასახული ამოცანა (ელიტაში დარჩენა), თანაც წინა შედეგი - 10-ე ადგილი შენარჩუნებულია და ეს მე ძალიან მახარებს. შეიძლებოდა ირლანდიის დამარცხება, მაგრამ გამოცდილება და კიდევ სხვა რაღაცეები დაგვაკლდა. მტკიცედ მჯერა, რომ ამ ნაკრებიდან ეროვნულ გუნდში ახლო მომავალში მინიმუმ სამი მოთამაშე მოხვდება (ამ ეტაპზე აფრასიძე, სპანდერაშვილი და ცოტა მერე აბჟანდაძე მგონია)

12:36 | 19.06.2017
maxo_65 (458)

ისე რომ მოგვეგო, ნეტავ თუ გაგვებუტებოდნენ..

10:00 | 19.06.2017
DataN24 (215)

თუ არ ვცდები აბჟანდაძეს კიდევ 2 მსოფლიოზე შეუძლია თამაში , გოგიჩაშვილი, ჯალაღონია,მაჩალაძე, წიკლაური სხვები არვიცი

15:40 | 19.06.2017
GiorgiG83 (525)

თედო აბჟანდაძე 1999 - მგეზავი
გელა აფრასიძე 1998 - გამთამაშებელი
ლუკა დვალიშვილი 1998 - გამთამაშებელი
გურამ გოგიჩაშვილი 1998 - ბურჯი
ლაშა ჯაიანი 1998 - მხტომელი
თორნიკე ჯალაღონია 1998 - ფლანკერი
სანდრო კალმახელიძე 1998 - ფლანკერი
არსენ მაჩალაძე 1998 - შემკვრელი
ლევან პაპიძე 1998 - კვაჭი
ბექა საღინაძე 1998 - ფლანკერი / მხტომელი
გიორგი წიკლაური 1998 - ცენტრი
თენგიზ ზამთარაძე 1998 - ?

12 კაცი

00:20 | 19.06.2017
krasni (587)

ათეულში ყოფნა, თუნდაც მეათე ადგილით სასიამოვნოა. ახლა, რადგან ეს ადგილი უკვე მოთელილია, უნდა ვიფიქროთ წინსვლაზე. საინტერესოა, ახლანდელი შემადგენლობიდან ვის შეუძლია გაისადაც იასპარეზოს მსოფლიოზე?

00:10 | 19.06.2017
BEERTRANCE (1073)

გამოცდილება დაგვაკლდა ალბათ. რაც მთავარია რაგბი ვითამაშეთ და ბოლომდე ვიბრძOლეთ. აბა თქვენ იცით.

22:16 | 18.06.2017
ogafa (407)

მშვენივრად იბრძოლეს

21:47 | 18.06.2017
Kala94 (151)

უდიდესი მადლობა ბიჭებს და მთლიანად სარაგბო ოჯახს ! მიუხედავად იმისა, რომ უკმაყოფილოები ვიყავით ჯგუფური ეტაპით უნდა ვაღიაროთ რომ საკმაოდ ძლიერ საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან დავმარცხდით.. შედარებით სუსტ არგენტინასთან პირველი თამაშის ბრძოლაში წაგებას რევანში მოვაყოლეთ.. ირლანდიას რაც შეეხება, ასეთი მატჩი 20 წლამდელთა 6 ერზე ნამდვიალად დააკმაყოფილებს რაგბის მოყვარულის გემოვნებასა და სურვილებს !
კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გუნდს და მომავალში უდიდესი წარმატებები !

18:29 | 18.06.2017
პანტელეიმონი (1218)

დიდი მადლობა ბრძოლისთვის ბიჭებო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კონცეტრაცია რომ არ დაგვეკარგა ალბათ მოვიგებდით კიდეც.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ვფიქრობ აუცილებელია გამოცდილი უცხოელი მთავარი მწვრთნელის მოყვანა, მაგრამ ამასთან აცილებელია არსებული სამწვრთნელო შტაბის ყველაზე ცოტა ნაწილის შენარჩუნება მაინც, რათა წყალში არ ჩაიყაროს ის გამოცდილება რაც მათ უკვე დააგროვეს ახალგაზრდებთან მუშაობით.

17:25 | 18.06.2017
shotai-olimpi (89)

წავაგეთ, მაგრამ რაც მთავარია რაგბი ვითამაშეთ ტოლ სწორად ირლანდიასთან!!!!

17:22 | 18.06.2017
test (124)

არაუშავს შემდეგ წელს უფრო ძლიერები ვმქნებით, ნამდვილად არაფერი დაუკლიათ და ისე ითამაშეს როგორც მასპინძლებს ეკადრებათ, მსაჯს რაც შეეხება, ორი სმი მომენტი იყო რაც ან არ დაინახა ან თვალი დახუჭა..

16:54 | 18.06.2017
geogoli (367)

ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს, თავდაუზოგავად იბრძოლეს. მშვენიერი სარაგბო ზაფხული გამოგვივიდა.
წინა წელს მიმინოშვილის ლელო იყო შედევდრი, წელს აფრასიძემ დახატა.

0.687493