საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე და კაპიტანი ილია სპანდერაშვილი ირლანდიასთან IX ადგილისთვის წაგებული (18:24) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ილია მაისურაძე: “მეორე ტაიმის დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა. მეტოქემ ამ პერიოდში ძალიან მოუმატა. ბურთი დაიჭერა და რაქში სწრაფად ათამაშდა, რაზეც აყოლა თვიდან გაგვიჭირდა. თუმცა, შემდეგ გადაწყობა შევძელით და თამაშის გათანაბრება მოვახერხეთ.
თავისუფლად შეიძლებოდა მოგება. მობილიზება დაგვაკლდა. ვფიქრობ, მეტი კონცენტრაცია რომ ყოფილიყო და ჩვენი ძლიერი მხრეები გამოგვევლინა, ამ მატჩს მოვიგებდით. თუმცა, მეხუთე მატჩი გახლდათ, ბიჭები დაღლილები იყვნენ და რთულია ყველა მომენტში ზედმიწევნით ყურადღებით თამაში. პირველ ტაიმში თავს კარგად ვიცავდით, შერკინებაში დიდი უპირატესობა გვქონდა, თუმცა ირლანდიელები სხვა კომპონენტებში თამაშობდნენ კარგად, ხოლო შერკინებაში მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო ჩვენს საწინააღმდეგოდ და აქეთ დაგვაჯარიმა.
ჩვენთვის ამ ტურნირში მეორე წელი იყო. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ბიჭებიდან ზოგიერთი უკვე დიდ რაგბში მიდის და მინდა წარმატება ვუსურვო მათ. ჩვენი მთავარი მიზანი ელიტაში დარჩენა იყო, რაც წარმატებით მოვახერხეთ. ყველა მატჩში ბევრი მიზეზის გამო 100%-ით ვერ ვითამაშებდით, რადგან სათადარიგოთა სკამი გრძელი არ გვაქვს და ძალების სწორად ლავირება უნდა მოგვეხდინა. ჩვენ საკუთარი მიზანი გვქონდა დასახული და ამის გაკეთება წარმატებით მოვახერხეთ. თუ ნაკრებში ჩვენი სამწვრთნელო შტაბი დარჩება, აღებულ კურსს შევინარჩუნებთ და მომავალი თაობის კონტიგენტის მიხედვით დავსახავთ გეგმებს”
ილია სპანდერაშვილი: “პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს წელი ჩემთვის ბოლო იყო 20-წლამდელთა ნაკრებში და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო: მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდელებს და ა.შ. ამ გუნდში მე ძალიან ბევრი ვისწავლე.
რაც შეეხება ამ მატჩს, ვფიქრობ, რომ ჩვენი შეცდომებით წავაგეთ. ირლანდია კარგი გუნდია, მაგრამ არა ჩვენზე მაგარი. მსაჯს რაც შეეხება, როდესაც საკითხი 50-50-ზეა , მსაჯი ყოველთვის უფრო სახელოვანი გუნდისკენ იხრება, ეს ყოველთვის ასეა. იყო მომენტები, როდესაც მსაჯს შეეძლო ჯარიმა ჩვენს სასარგებლოდ დაედო, თუმცა პირიქით მოიქცა და ამ გადაწყვეტილებებმა შედეგზე გავლენა მოახდინა”
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მადლობა ჩვენს პატარა ბორჯღალოსნებს და წარმატებებს ვუსურვებ!!! მათ ნამდვილად ასახელეს საქართველო და ბევრი მათგანი დიდ სიტყვას იტყვის პროფესიონალების დონეზე. ნამდვილად კარგი თაობა მოდის და იმედია გაამართლებენ მოლოდინს. ირლანდიის დამარცხება შეიძლებოდა, თუმცა ასეთ დონეზე პრაქტიკის ნაკლებობამ და უკვე ყბადაღებულმა თემამ - მსაჯობამ, თავისი საქმე გააკეთა. მსაჯის ახლობლებს თბილი და ტკბილი მოკითხვა სრულიად საქართველოდან. საჭიროა უცხოელი მთავარი მწვრთნელი, რომლის შტაბშიც აუცილებლად უნდა იყვნენ ქართველებიც, რომ კიდევ უფრო დიდი გამოცდილება მიიღონ. წარმატებები ბოკვრებო!!!
ვიყავი თამაშზე ჩემს ბიჭთან ერთად და დიდი ემოციების ფონზე მთელ რიგ მომენტებში დიდი სიამოვნება მივიღე ბიჭების თამაშით (განსაკუთრებით აფრასიძის ლელოს დროს). სავსებით რეალური იყო ირლანდიელთა დამარცხება, რომ არა 2-ე ტაიმის საწყის წუთებში ჩავარდნა დაცვაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ბოკვერების გარჯით კმაყოფილი ვარ და ეს ტურნირი მათ დიდ გამოცდილებას შესძენს.
გმადლობთ, ბიჭებო!
მაგრად იბრძოლეს ირლანდიასთან. იმედია მომავალ წელს შეძლებენ წინსვლას.
ცოტაც და ირლანდიას სულ მალე დავამარცხებთ
მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს. შეიძლებოდა ირლანდიის დამარცხება, მაგრამ ჩვენი ბიჭების შეცდომებს პლიუს არბიტრის უნამუსობა და ...
დიდი მადლობა ბრძოლისთვის ბიჭებო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კონცეტრაცია რომ არ დაგვეკარგა ალბათ მოვიგებდით კიდეც.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ვფიქრობ აუცილებელია გამოცდილი უცხოელი მთავარი მწვრთნელის მოყვანა, მაგრამ ამასთან აცილებელია არსებული სამწვრთნელო შტაბის ყველაზე ცოტა ნაწილის შენარჩუნება მაინც, რათა წყალში არ ჩაიყაროს ის გამოცდილება რაც მათ უკვე დააგროვეს ახალგაზრდებთან მუშაობით.