უცხოური

11:25 | 18.06.2017 | ნანახია 2432 - ჯერ

ივნისის ტესტები: მეორე კვირა

ივნისის ტესტების მეორე კვირა პირველზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა და გულშემატკივარმა რამდენიმე ძალიან დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა იხილა. ყველაზე გამორჩეული მატჩი მაინც სიდნეიში შედგა, სადაც ავსტრალიის ნაკრები შოტლანდიასთან მოულოდნელად დამარცხდა.

სხვადასხვა მიზეზების გამო, ორივე ნაკრებს ბევრი მოთამაშე აკლდა. ამ გუნდების ორი უკანასკნელი დაპირისპირება “ვოლაბების” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა და თითქოს, “ნარშავები” მრისხანე მეტოქესთან გამარჯვებას ამწიფებდნენ.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო. მე-3 წუთზე ტონკსმა ჯარიმით ანგარიში გახსნა, ხოლო მე-14 წუთზე დანკან ტეილორმა მასპინძელთა უხეში შეცდომით ისარგებლა და ლელოთი დასაჯა, გარდასახვა კი ფინ რასელმა შეასრულა ზუსტად და მე-15 წუთისთვის ანგარიში 0:10 იყო. ავსტრალიელებმა საპასუხო ლელო 4 წუთში დადეს, თავი იზრაელ ფოლაუმ გამოიჩინა და გარდასახვაც თავად შეასრულა ზუსტად. 26-ე წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვეს და ისევ ლელოთი დაისაჯნენ: ფინ რასელმა მეტოქეს საკუთარი ხუთმეტრიანიდან დარტყმული დაუფარა და ლელოს დადება არ გასჭირვებია, გარდასახვა კი კვლავ უნაკლოდ შეასრულა. ტაიმის ბოლოს სხვაობა კვლავ ფოლაუმ შეამცირა, რომელმაც ეფექტური ლელო დადო და საწყისი 40 წუთი 12:17 მორჩა.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო გაცვალეს: 56-ე წუთზე თავი გენიამ გამოიჩინა, ხოლო გარდასახვა ფოლაუმ გაიტანა. ხუთიოდე წუთში კი, “ვოლაბები” ჰემიშ უოტსონმა დაალელოვა, ხოლო ფინ რასელმა გარდასახვა ისევ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 19:24. “ნარშავებმა” ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვეს.

სამხრეთ აფრიკის და საფრანგეთის დაპირისპირებაში უფრო ძლიერები კვლავ “ქურციკები” გამოდგნენ და ერთი კვირის განმალობაში მეტოქე მეორედ დაამარცხეს დამაჯერებლად. სტუმრები სპედინიგის ლელოთი მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ძალიან მალე სათამაშო ინიციატივა აფრიკელებმა იგდეს ხელთ და ტაიმის ბოლოს ანგარიში უკვე 23:7 იყო. ფრანგებმა ვერც მეორე ნახევარში შეცვალეს რაიმე თავისთვის სასიკეთოდ და ამჯერად ერთი ქულით ნაკლები სხვაობით, 15:37 დამარცხდნენ.

ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ არგენტინის და ინგლისის ნაკრებებიც და გამარჯვებული ამჯერადაც შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე “წითელი ვარდები” გამოვიდნენ. ინგლისელებმა “პუმები” ორივე ნახევარში 5-5 ქულით დაამარცხეს და საბოლოოდ 35:25 იმარჯვეს.

ფიჯიმ ვოლავოლას მიერ მე-80 წუთზე გატანილი არეკნით სუვაში იტალია 22:19 დაამარცხა, იაპონია ლიდერების გარეშე მოთამაშე ირლანდიასთან საკუთარ მოედანზე 22:50 დამარცხდა, ხოლო კანადამ საქართველოსთან მარცხის შემდეგ, რუმინეთთანაც წააგო – 9:25.

ფიჯი – იტალია 22:19 (14:9)

ავსტრალია – შოტლანდია 19:24 (12:17)

იაპონია – ირლანდია 22:50 (3:31)

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი 37:15 (23:7)

არგენტინა – ინგლისი 25:35 (13:18)

კანადა – რუმინეთი 9:25 (6:7)


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:24 | 19.06.2017
muselkanal (2)

Chvenc movugot tongam da egr wodebulma meore donem mere ruminetma ,da darwmunda is eqvsi Eris bozi ro formalobaa magari IQ yofna

02:54 | 19.06.2017
muselkanal (2)

Rogor Minda am italias chavadrot

0.2159