ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები სტუმრად ისტორიაში პირველად დაამარცხა. ამერიკულ ტურნეზე მყოფმა ჩვენმა გუნდმა კანადის შემდეგ ‘არწივებსაც’ სძლია - 21:17!
აქამდე ამ გუნდთან 4-ჯერ გვქონდა ნათამაშები და მეტოქეს სტუმრად ორივეჯერ ჩამოვრჩით (13:31 და 20:36), 2010 წელს თბილისში ბოლო წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით ვძლიეთ (19:17), ხოლო 2013 წელს რუსთავში ჯარიმა ბოლო წუთზე მივიღეთ (23:25). მეხუთე ჯახი ჯორჯიის შტატში, ატლანტაში შედგა და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:3 გახდა.
მილთონ ჰეიგის შეგირდებმა პირველ ტაიმში 18 ქულა მოიხვეჭეს და ტაიმი 15 ქულის სხვაობით მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ მონაგარი კიდევ 3 ქულით გაზარდეს. მაგრამ მეტოქე არ გატყდა და ორი საპასუხო ლელო დადო, რამაც დასკვნით წუთებს დაძაბულობა შემატა, თუმცა ‘არწივების’ ბოლო მცდელობა მოვიგერიეთ და თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
ქართველების საქომაგოდ ტრიბუნებზე ემიგრანტები მრავლად შეიკრიბნენ და ხშირ შემთხვევაში ამერიკულ ჯორჯიაში შეძახილი - საქართველო, ხმამაღლა ისმოდა. ამან ბიჭებს დამატებითი მუხტი შესძინა და მეტოქის საწყის იერიშებს მედგრად დაუხვდნენ. ‘არწივებმა’ ფეხით თამაშში აგვიყოლიეს, რამდენჯერმე ხაზზე სცადეს ბურთის გაშლა და სახიფათოდაც გვიტევდნენ, მაგრამ მე-10 წუთზე სწორედ მათ დაუშვეს შეცდომა: მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი მოიხელთა და მარჯვენა ფლანგზე გაიქცა, პირველ მბოჭავს ლამაზი ფინტით დაუსხლტა, მეორეს სისწრაფეში აჯობა და ალამთან ლელო დაამიწა. გარდასახვა მიზანს ოდნავ ასცდა.
მასპინძლებმა სწრაფად მოინდომეს პასუხის გაცემა და ჩვენს 22-ში ხაზიც გაიჭრა, მაგრამ გარდაუვალი ლელოსგან ალექსანდრე თოდუამ დიდებული ბოჭვით გვიხსნა. რადგან ლელო ვერ შედგა, მე-16 წუთზე მეტოქემ ჯარიმა კარში დაარტყა და სხვაობა შეამცირა.
20 წუთი დაცვაში თამაშის შემდეგ ბურთზე კონტროლი დავამყარეთ, მეტოქე ორჯერ დაჯარიმდა და კვირიკაშვილმა 27-ე წუთისთვის ანგარიში 11:3 გახადა. ამასობაში ჩვენმა შერკინებამ კუთვნილი უპირატესობა მოიპოვა და ეს თამაშის მსვლელობაზე აისახა. ტაიმის ბოლოს ამერიკელები კიდევ ერთხელ შეცდნენ და ლელოს დადების კარგი შანსი გაჩნდა - ფლანგზე 3 ქართველი ერთი მცველის წინაშე მას შემდეგ დარჩა, რაც ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით გადაკიდა, მას გიორგი კოშაძე დაეუფლა და მერაბ შარიქაძეს გაატანა, თუმცა ბორჯღალოსნების კაპიტანზე მაღალი ბოჭვა შესრულდა და მანაც ოფლოუდი ვეღარ გაახერხა.
ლელოდან 5 მეტრში ლოგიკურად შერკინება ვირჩიეთ და ორი ჯარიმის შემდეგ მეტოქის ბურჯი სინბინში წავიდა, ხოლო მესამე ჯერზე რეფერიმ საჯარიმო ლელო (ახალი წესების თანახმად, გარდასახვის შესრულების გარეშე 7 ქულა) ჩასტვინა და ტაიმი 18:3 დასრულდა.
მეორე ტაიმის დებიუტში დავით კაჭარავამ ხაზი გაჭრა და მასპინძლები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ, რომელიც კვირიკაშვილმა 3 ქულად აქცია და უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა. მაგრამ ამის შემდეგ იღბალმა ზურგი აქცია და 46-ე წუთზე შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა მიზანს ასცდა.
მასპინძლებმა ტემპს უმატეს და მათი იერიში ჩვენს 22-ში რამდენჯერმე ჯარიმის ხარჯზე შევაჩერეთ, თუმცა ამან არ გვიშველა და 57-ე წუთზე ლელო მივიღეთ, რომელსაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 65-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ცუცქირიძემ მეტოქე ჰაერში შებოჭა და რეფერიმ სინბინში გაუშვა. კაცნაკლულებმა თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა შევძელით და კვირიკაშვილმა არეკნი სცადა, მაგრამ ვერ გაიტანა.
72-ე წუთზე რაქში ვიაქტიურეთ და თითქოს მეტოქეს ბურთი ავართვით, მაგრამ ამერიკელებმა მისი დაბრუნება შეძლეს, 40-მეტრიან წყვეტილთან ხაზი გაჭრეს და ლელოს კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა - 21:17. სათამაშოდ დრო ჯერ კიდევ რჩებოდა და სიტუაცია დაიძაბა. შერკინებამ გასატან პოზიციაზე ჯარიმა მოიპოვა და თითქოს უპირატესობა 7 ქულამდე უნდა გაზრდილიყო, მაგრამ კვირიკაშვილმა მიზანი ვეღარ გაისწორა. ბოლო შეტევა ამერიკელების იყო, მათ ხაზზე გაშალეს ბურთი და სახიფათოდ შემოგვიტიეს, თუმცა მომხვდური აუტში გადავიყვანეთ და ამერიკულ მიწაზე პირველი გამარჯვებით გავიხარეთ.
ორიდან ორი - ასეთია ჩვენი გუნდის შედეგი 2017 წლის ივნისის ტესტებზე და წინ დასკვნითი მატჩია არგენტინასთან, რომელიც 24 ივნისს ჰუჰუიში გაიმართება.
18 ივნისი. ატლანტა
აშშ - საქართველო 17:21 (3:18)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი კოშაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე (22. ლაშა მალაღურაძე 77), 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 60); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. თორნიკე მატარაძე 70), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 48), 3. ლევან ჩილაჩავა (18. სოსო ბეკოშვილი 41), 4. გიორგი ნემსაძე (20. ოთარ გიორგაძე 66), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. გიორგი ჩხაიძე 48), 6. ლაშა ლომიძე, 7. ვიტო კოლელიშვილი (23. გიორგი ცუცქირიძე 55), 8. ბექა ბიწაძე.
2 ლელო: კვირიკაშვილი, საჯარიმო (7 ქულა)
3 ჯარიმა: კვირიკაშვილი
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვულოცავ ჩვენს ლომებს და სრულიად საქართველოს გამარჯვებას!!! მაგრამ სირაქლემას პოზაში ყოფნა ცუდია და გამარჯვების მიუხედავად, სწორედ შეცდომებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რაც წინსვლის საწინდარი იქნება. 20 წლამდელების ფინალამდე 1 არხის ეთერში რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალიან დიდ წარმატებად მიაჩნია ჩვენი ბიჭების მოგება ამერიკის კონტინენტზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. კი ბატონო, წინა თამაშები წავაგეთ აშშ-კანადასთან, მაგრამ მაშინდელი და ახლანდელი შემადგენლობების შედარება არ შეიძლება და თუ 6 ერის და ათეულში შესვლის ამბიცია გაქვს, მაშინ აშშ-კანადის დამარცხება და მით უმეტეს არც თუ სახარბიელო ანგარიშით, თუნდაც მათ მოედანზე, დიდ მიღწევად არ უნდა მიგაჩნდეს. ქვემოთაც აღნიშნა ბევრმა, რომ ჩვენი ნაკრები ცუდად გამოიყურებოდა რაქებში, მიყოლა ხომ მუდმივი პრობლემაა, მეტი აგრესია არის საჭირო რაქის გაწმენდისას.ბურთის რაქიდან გამოტანა საშინელი, ბურთს გაჩერებულები იღებენ და არა მოძრაობაში, რის გამოც ხაზის გაჭრა პრობლემაა.შერკინების ამხელა უპირატესობის განიავება საერთოდ დაუშვებელია. კიდევ ერთი თემა, რაც დიდი კითხვის ნიშანია ჩემთვის: შერკინების საკითხი საერთოდ მოხსნილია 2019 წლის მსოფლიოსთვის, ისეთი ბიჭები გვყავს, მაგრამ უკანა ხაზში კონკურენციას ვერ ვხედავ. როდესაც შეცვლაზე 6 მორკინალი და 1 უკანახაზელი გყავს, ისიც უკვე ვეტერანი მალაღურაძე, კომენტარი ზედმეტია. შეიძლება ვცდები და მოხარულიც ვიქნები ასე რომ იყოს, მაგრამ ჩემი აზრით მილტონმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა უკვე და არა მგონია 2019 წელს უკეთესი შედეგი დავდოთ. თუმცა, მსოფლიო თასის შემდეგ მელიტონა აკადემიაში უნდა დავტოვოთ ახალგაზრდებთან სამუშაოდ და უკვე მასზე უფრო მაღალი დონის მწვრთნელი უნდა მოვიძიოთ. დღესდღეობით, საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული 1-2 თამაშისთვის უდიდესი მობილიზაციით განეწყოს და შედეგი დადოს, მაგრამ სტაბილურობამდე ჯერ შორს ვართ. ჩვენმა ბიჭებმა უდიდესი თავდადებისა და ბრძოლის შედეგად გაიმარჯვეს. წარმატებები ჩვენს მორაგბეებს!!!
ვულოცავ ბორჯღალოსნებს გამარჯვებებს ამერიკის კონტინენტზე! ნამდვილად სასიამოვნოა კანადა-ამერიკის დამარცხება, თუმცა ამდენი წუნის შემხედვარე არგენტინასთან არაფრის იმედი არ მაქვს
(20 ქულაზე მეტით თუ არ წავაგეთ, კარგი იქნება)
იგიც უნდა ვთქვა რო წესიერი მსაჯი რო მსაჯობდა მაგიტომაც მოვიგეთ, თორე რო დაეწყო ახირებები შეიძლება წაგვეგო.
ხელით თამაშს რაც შეეხება, მოგვიწევს U20 და U18 დალოდება ეროვნულში.
გილოცავთ ბორჯღალოსნებო მოგებას ! ! !
ამასთან ვუერთდები ქვემოთ გამოთქმულ რამდენიმე უაღრესად კონსტრუქციულ კრიტიკას.
მთლიანობაში ძალიან ჭკვიანურად ვეთამაშეთ, მაგრამ წუნიც ბლმად იყო, თუმცა ჩემი აზრით მაინც გამოსწორებადია ეს ყველაფერი.
მადლობა ლომებო გამარჯვებისთვის ! თამაშის ხარისხი არგენტინასთან უკეთესი რომ იქნება ეჭვი არ მეპარება ! წარმატებები !
რა დასანანად დავმარცხდიიტ აი ამას ქვია კი არ მოგვიგეს ჩვენ წავაგეთო.ჩვენი შეცდომებში შეტევებში გამოიყენა ირლანდიამ.1-2 ეპიზოდში შერკინებაში კი მსაჯმა აშკარად წაუსლევა.მაგათი მარცხენა ბურჯი მუდმივად ვარდებოდა და ერთი არ დააჯარიმა.მადლობა ბიჭებს თავდადებული ბრძოლის და კარგი თამაშისთვის.ძაან გულდაწყვეტილი ვარ თუმცა ამავდროულად იმედიანადაც.საკლუბო რაგბს უნდა მიეხედოს აუცილებლად.ულაპარაკოდ გასაკეთებელია ეგ.ჩვენი კლუბები აუცილებლად უნდა ჩაერთნონ საერთაშორისო ტურნირებზე.ფრანჩიზის შექმნაც კარგი იქნებოდა.და რა თქმა უნდა 7 კაცა რაგბის განვითარება აუცილებელია.მოკლედ უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს.
მსაჯმა მიირთვა დედიმისის..ირლანდიას ვეთამაშეთ კარგად მაგრამ მსაჯს ვერ ვაჯობეთ
ნახეთ რა მაგრად თამაშობენ ახალგაზრდები, შეგვძლებია ჩვენც სწრაფი დინამიური თამაიში და რატომ არ ვიყენებთ? ირლანიდას მოუგო პირველი ტაიმი და 6 ერი გეუბნებოდეს ვერ მიგიღებთო სადაა სამართალი?
ეროვნული ჩემპიონატი უნდა გავიდეს უფრო მაღალ დონეზე, ფეხბურთში რომ ვფლანგავთ 250 მილიონს ტყუილად ეს არის უბედურება, სახელმწიფომ უნდა დააწესოს მხოლოდ საპრიზო ფონდი დანარჩენი მისი საქმე არაა, იყოს საპრიზო ფონდი დავუშვათ 5 მილიონი პირველ ადგილზე და ვნახავთ ამ 5 მილიონის გულისთვის როგორ დახოცავენ კლუბები ერთმანეთს და როგორ მორაგბეებს მოიყვანენ და აღზრდიან, ეხლანდელი გათამაშება არის მხოლოდ და მხოლოდ სპორტული ჟინით რადგან კლუბებმა იციან რომ მოიგებენ თუ წააგებენ კუთვნილ 200 000 მაინც აიღებენ და არვინ იკლავს თავს თამაშით.
რა გახდა ეს ხელით თამაში რით ვერ დავხვეწეთ? სიღრმიდან ვერ ვუტევთ სწორედ ამის გამო რომ პასი გაფუჭდება, რაქი გაწმენდას და სწრაფ გამოტანას რაღა უშლის ხელს? ჩვენ თუ გვაქვს პროგრესი სხვები ორჯერ სწრაფად პროგრესირებენ, მაგრამ თან რაღაც მოტივაციის ნაკლებობა ეტყობოდათ, ფაქტია რომ ოფიციაალურ მატჩებს სხვა განწყობით ვხდებით და ამხანაგურებში იმდენად არ ვიხრჯებით. ამხელა უპირატესობა შერკინებაში და ასე ცუდად ამის გამოყენება წარმოუდგენელია, არად თითქოს მარიტივია დააჯარიმე შერკინებაში, მიაღებინე ჯარიმა, მოიგე შენი აუტი და ააგორე მოლი, მორჩა!! თამაშის დინამიურობაა ჩვენი პრობლემა და მაქსიმალური კონცეტრაცია. დროა ახალგაზრდების მომზადებაში ცვლილებები შევიდეს, ჩათვალეთ ბექები საერთოდ არ გვყავს იმხელა სხვაობაა ნებისნმიერ გუნდთან.
დაიწყება ახლა უ20 და წარმატებები ვუსურვოთ ბოკვრებს... იმედია ჯანმრთელობა არ შემერყევა ზედიზედ 2 მატჩზე ნერვიულობით
იაპონია - ირლანდია 22 - 50
0?'>https://www.youtube.com/watch?v=60VwodsYK1Q':'>https://www.youtube.com/watch?v=60VwodsYK1Q'))
-------------------------------------------------------------------------------------------
სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 37 - 15
0?'>https://www.youtube.com/watch?v=2Qb33HRp4VI':'>https://www.youtube.com/watch?v=2Qb33HRp4VI'))
სამხრეთული რაგბი სულ სხვაა ...
მოკლედ იმედია შეცდომებს მოვუკლებთ და ნაკლოვანებებზე ვიმუშავებთ რომ გამოსწორდეს.სხვა მხრივ მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის.გილოცავთ ყველა ქომაგს.წარმატებები არგენტინასთან
ვეთანხმები აქ გამოთქმულ მოსაზრებებს - ნაკრებს ბოლო ერთი წლის მანძილზე წინსვლა არ აქვს. სწორხაზოვანი თამაში ტრადიციული შეცდომების აკომპანიმენტით, ესაა დღეს ჩვენი ნაკრები.
არც ის არის გასაგიჟებელი ამბავი, რომ ადრე ამერიკულ ტურნეში მოგება არ გვქონდა და ახლა ორივე შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. ამის მიზეზი მარტივია - ადრე არც ძირითადი შემადგენლობით ჩავდიოდით ხოლმე.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა გამარჯვება მაინც ძალიან სასიამოვნოა. იმედია შარშანდელი საზაფხულო ტესტების შედეგს გავიმეორებთ. ანუ, არგენტინასთან ფრეზეც ყაბულსა ვარ DDDDDDDDDD
ეს რაც შეეხება პრობლემებს და იმ ძალიან საწყენ ლაფსუსებს რაც ჩვენი ნაკრების თამაშში შეიმჩნევა.აი შერკინება კი სრული პოზიტივია.შანსი არ დაუტოვეს არც კანადას და არც ამერიკას.კოშაძე მომწონს.რა თქმა უნდა მეტი დაოსტატება და კლასის ამაღლება ჭირდება მაგრამ მონაცემები მართლა კარგი აქვს.ფლანგზე უნდა ვათამაშოთ ბურთი თუმცა სიღრმეების გაკეთების გარეშე ეგ ძაან რთული და არაფრის მომცემი იქნება.პლიუს პასს ადრე ვუშვებთ ფლანგზე ჩათამაშებისას,არადა ჯერ კაცი უნდა აიყვანო რომ ფლანგზე გამოთავისუფლდეს სივრცე და მერეღა ჩაათამაშო ბურთი ბოლომდე.ან ადრე უშვებენ პასს ან აგვიანებენ და ბოჭავენ მოწინააღმდეგეები.ოფლოუდებიც უნდა დავამუღამოთ ძლიერი იარაღია ხაზის გასაჭრელად და უპირატესობის შესაქმნელად.რა თქმა უნდა დროული მიყოლის გარეშე ყველაფერი უაზრობაა.თუ ხაზი გაიჭრება და ბურთიან მოთამაშეს თანაგუნდელები დროულად არ მიყვებიან ისე რომ მინიმუმ 2 ვარიანტი ქონდეს მას შეტევის გაგრძელების სხვანაირად რა აზრი აქვს?მარტოდ დარჩენილ მოთამაშეს შებოჭავენ და დასრულდა შეტევის სიმწვავე
ფიჯიმ აშკარად დაჯაბნა იტალიის ნაკრები. 22-19 დაამარცხა და 3 ლელო დაუდეს და ნახეთ რა ლელოებია. იტალიის A ნაკრები ხომ არ იყო?
0?'>https://www.youtube.com/watch?v=9cVA0ykxm00':'>https://www.youtube.com/watch?v=9cVA0ykxm00'))
-----------------------------------------------------------------------------------------
რუმინეთმა კანადა კანადაში დაამარცხა 27 - 9, აქაც 3 ლელო დადეს და ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. მანამდე რუმინელებმა იაპონიაში ითამაშეს იაპონელების წინააღმდეგ და 21 - 33 დამარცხდნენ, იაპონიაში 2 ლელო დადეს. მგონია ერთა თასზე რუმინელები უფრო გაძლიერებულები იქნებიან.
0?'>https://www.youtube.com/watch?v=JI7UnjY6dWQ':'>https://www.youtube.com/watch?v=JI7UnjY6dWQ'))
-----------------------------------------------------------------------------------------
რუმინეთმა ბევრის ნატურალიზება გააკეთა და შედეგიც აქვთ.თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგს მოიტანს ეგ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი.მაგათი ყველა დონის ასაკობრივი ნაკრები შეიძლება ითქვას ცუდად თამაშობს.რეზერვს ვერ ვხედავ რუმინულ რაგბში.თუ ახლა წლობით ნატურალიზების გზით აპირებენ სვლას ეგ არ ვიცი.
უკანა ხაზი მართლა სუსტად თამაშობს თითქოს შეცდომის ეშინიათ და შებოჭილები არიან.მეტი სითამამეა საჭირო.ოღონდ რა თქმა უნდა ყურადღებასთან ერთად და არა უაზრო სითამამე.21-3 ზე კარში რატო დავარტყით არცთუ იოლი გასატანი ჯარიმა ვერ ამიხსნია.კიდე რაც შესამჩნევია ხაზის თამაშისას არ ვაკეთებთ სიღრმეებს.ძნელია ხაზით შეტევა თუ შეტევის სიღრმეს არ გააკეთებ.ბურთი მიღებლი არ გვქონდა რომ გვხურავდნენ და უკან გვახევინებდნენ.ესეც მგონია რომ ზედმეტი სიფრთხილის გამო იყო ვინაიდან სიღრმის გაკეთებისას შეცდომის ალბათობა მეტია და ამ შეცდოის გამო დასჯის ალბათობაც,თუმცა არ მგონია ამის გამო ღირდეს ისე შეტევა როგორც ჩვენ ვუტევდით.სიღრმეების გარეშე ხაზით შეტევა რავიცი აბა არცერთი ნაკრები არ უტევს მასე ხაზით.
დამაწყდა ნერვები...ეს რაქები მართლა რა გახდა.რაქში დროულად რომ შეხვიდე და დროულად გაწმინდო მაგას დიდი ოსტატობა ჭირდება?უბრალოდ არ შედიან რაქებში ან შედიან ძალიან დაგვიანებით.მაგალითად კოშაძეზე ხმალაძე დროულად მიხმარებოდა არ დავკარგავდით იმ ბურთს.მერე გადაწყვეტილების მიღება.ასე მგონია რომ ეგაა სწორედ ჩვენი ნაკრების უმთავრესი პრობლემა.საზრიანი გადაწყვეტილების მიღება ჩვენი უსუსტესი წერტილია.მარჯვენა ფლანგზე 4-2 ზე ვიყავით და ლელო ვერ დავდეთ.იმიტომ რომ არასწორად გაიშალნენ და არასწორად გაათამაშეს ბურთი.დერეფანი პრობლემა,ჰაერში თამაში პრობლემა,დისციპლინა ხო პრობლემა და პრობლემა.როცა ამხელა უპირატესობა გაქვს შერკინებაში არ უნდა იყოს სანერვიულო მატჩის ბედი.
გილოცავთ, მაგრამ ყურადღების მოდუნება ბოლოსკენ, გვარიან ნერვიულობად დაგვიჯდა. იმოდენა უპირატესობა შერკინებაში უფრო მეტად უნდა ასახულიყო ალბათ ანგარიშში. მეტი ყურადღებით უნდა ვიყვეთ.
ხშირად ამბობდნენ ქომაგები საიტზე რომ მაისურაძეს და მის გუნდს არ აქვს პროგრესი წინა წლის მერე. მე ეხლა გეკითხებით, მაისურაძეს არ აქვს პროგრესი და ჰეიგს აქვს? კუნძულებზე რო ასეთი დაცვა გვეთამაშა და შეტევაში ასე გვეზოზინა გადაგვივლიდნენ იქურები. წელს გვაქვს რეგრესი.
ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა თამაშის შემდეგ. შერკინების ასეთ დომინაციას გუნდი ასე უნიათოდ იყენებდეს უბრალოდ არ შეიძლება. საერთოდ ვერ ვიყენებთ ფლანგებს, რაც თანამედროვე რაგბიში თითქმის არ ხდება. ფრთების მოთამაშეებამდე ბურთი თითქმის არ მიდის. რაქებზე უკვე დაწერა ქვემოთ maxo_65-მა და რაღა დავამატო. ან პირველ ტაიმში ფეხით გაუთავებელი ბათქაბუთქი რა იყო. შერკინებებაში უპირატესობა რომ არ გვქონოდა არც კი ვიცი როგორ დამთავრდებოდა თამაში. მოლებსაც რომ ვეღარ ვაგორებთ ეს რაღას დავაბრალო? ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი არგენტინასთან თამაშის წინ.
მოგების მიუხედავად, ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით, ერთი და იგივეზე ლაპარაკი გამუდმებით ხომ არ შეიძლება..ვჯარიმდებით ძალიან ბევრს, თან უდროო დროს, ეს რაქები რა გაგვიხდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ეზარებათ ბიჭებს რაქში თამაში, ბურთები ძალიან ნელა გამოგვაქვს, უკანა ხაზმა ვერც ხელით თამაშში ივარგა გუშინ და დაცვაშიც ვერ იყოჩაღეს, სწორი გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს კონკრეტულ მომენტში, 21-3- ვიგებდით და იმდენი მოვახერხეთ 2 ლელო დავადებინეთ, მეორე ტაიმი ფაქტიურად წავაგეთ, ბოლოს ისეთ შეცდომები დავუშვით, უბრალოდ დრო აღარ ეყოთ ამერიკელებს, თორემ ერთ ლელოს ალბათ კიდევ დავადებინებდით, ..რაღაცა უნდა შეიცვალოს..მილტონამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, არ მინდა ჩავთვალო რომ ამოწურა მისი შესაძლებლობები..ასე შორს ვერ წავალთ..მე უფრო მეტს ვითხოვ გუნდისგან, მით უმეტეს შეუძლია ამ ბიჭებს...მიუხედავად ამისა ვულოცავ მოგებას...