ბორჯღალოსნები

17:12 | 16.06.2017 | ნანახია 4392 - ჯერ

ამერიკელთა რაზმი: კაპიტანი ქლივერი დაბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები ქართველების სამასპინძლოდ ემზადება. ცნობისთვის, ამ გუნდს გამოცდილი ზელანდიელი სპეციალისტი ჯონ მიტჩელი წვრთნის. გასულ უქმეებზე მისმა გუნდმა ირლანდიასთან ძალზე მტკივნეული მარცხი განიცადა - მეტოქეს 9 ლელო დაადებინა და 19:55 წააგო.

ბორჯღალოსნებთან სასტარტო თხუთმეტეული მნიშვნელოვნად გადახალისდება. მიტჩელის გადაწყვეტილებით, ერთი კვირის წინანდელი სასტარტოდან მხოლოდ 7 კაცი ითამაშებს პირველივე წუთიდან. გამოჩნდა ძველი ახალი ხალხიც: „კარდიფ ბლუზის“ 8 ნომერი ქემ დოლანი და 34 წლის კაპიტანი ტოდ ქლივერი, ვისთვისაც ეს იქნება 74-ე სანაკრებო კეპი. ქლივერი ამ მაჩვენებლით ისედაც რეკორდსმენია ამერიკის ნაკრებში და ბორჯღალოსნებთან თამასას უფრო მაღლა აწევს.

23-კაციან განაცხადში მხოლოდ 5 ლეგიონერია: დოლანის გარდა ესენი არიან ნაკრების ბომბარდირი ეიჯეი მაკჯინტი, ჯეიმს ჰილტერბრანდი, დინო უოლდრენი და მარსელ ბრეიჩი.

მოგეხსენებათ, სულ მალე ამერიკელი „არწივები“ 2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ორმატჩიან პლეი-ოფში კანადელებს დაუპირისპირდებიან და საქართველოს ნაკრებთან ტესტი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრებისთვის გენერალური რეპეტიციის ხასიათს ატარებს.

უკანა ხაზი

15. მაიკ ტეო („ბელმონტი“, 12 კეპი)

14. მატაი ლეუტა (აშშ-ის 7-კაცა ნაკრები, 1)

13. ბრაის კემპბელი („გლენდეილი“, 6)

12. ეიჯეი მაკჯინტი („სეილი“, ინგლისი, 12)

11. ნეით ოგსპერგერი („ოლდ ბლუ“, 9)

10. უილ მეგი („გლენდეილი“, 5)

9. შონ დეივისი („გლენდეილი“, 6)

ფორვარდები

1. ენტონი პერპერა („ოლდ ბლუ“, 5)

2. ჯეიმს ჰილტერბრანდი („მენლი“, ავსტრალია, 10)

3. კრის ბაუმანი („ოსტინ ბლექსი“, 18)

4. ნეით ბრეიკლი („ათლეტიკ კლაბი“, 10)

5. ბენ ლენდრი („გლენდეილი“, 4)

6. ტოდ ქლივერი (კაპიტანი, „ოსტინ ჰანსი“, 73)

7. ტონი ლემბორნი („ჰოქს ბეი“, 8)

8. ქემ დოლანი („კარდიფ ბლუზი“, უელსი, 26)

მარქაფა

16. პიტერ მალკოლმი („ოსტინ ჰანსი“, 5)

17. ბენ ტარი („გლენდეილი“, 8)

18. დინო უოლდრენი („ტრინიტი კოლეჯი“, ირლანდია, 4)

19. მეთიუ ჯენსენი („ბრინგჰემი“, 3)

20. ენდრიუ დურუტალო (აშშ-ის 7-კაცა ნაკრები, 16)

21. ბენ სიმა („როკი გორჯი“, 5)

22. მარსელ ბრეიჩი („ვესტერნ ფორსი“, ავსტრალია, 2)

23. რაიან მეთიასი („ოლდ ბლუ“, 4)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073802