ბორჯღალოსნები

14:36 | 16.06.2017 | ნანახია 5918 - ჯერ

ამერიკული ტურნე: რაზმი აშშ-თან

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა 2017 წლის ტესტ-სერიის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

პირველ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა და ორ მათგანს წინ ტრავმები უძღოდა. შეგახსენებთ, 11 ივნისს, ძლიერ ქარსა და წვიმაში, ბორჯღალოსნებმა კალგარიში კანადა დაამარცხეს (13:0). მაშინ პირველივე ტაიმში დაშავდნენ ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი.

მათ ნაცვლად აშშ-ის წინააღმდეგ თამაშს იწყებენ ლევან ჩილაჩავა და ვიტო კოლელიშვილი. ორივე მორაგბე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათმა კლუბებმა საფრანგეთში, ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და მწვრთნელებმა ადაპტაციისთვის მეტი დრო მისცეს.

მესამე ცვლილება უკანა ხაზს შეეხო. თამაშს გარემარბად იწყებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა.

სამი ახალი სახეა თადარიგშიც. ბადრი ალხაზაშვილის ნაცვლად ჯაბა ბრეგვაძეს შემცვლელად შალვა მამუკაშვილი ეყოლება, თამაშში მოგვიანებით ჩაერთვება ახალგაზრდა ბურჯი თორნიკე მატარაძე, ასევე ახალგაზრდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

წინა მატჩის მსგავსად, თადარიგში ახლაც 6 მორკინალი, ერთი 9 ნომერი და ერთიც უკანახაზელია.

„კანადასთან გამარჯვების შემდეგ, ახლაც საკმაოდ ძლიერი 23-კაციანი რაზმი დავასახელეთ. თითქმის ყველა პოზიციაზე დიდი გამოცდილების მქონე ბიჭები გვყავს. გარდა ამისა, გიორგი კოშაძეს კიდევ ერთხელ ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ასევვე გვეყოლებიან ვიტო კოლელიშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებსაც ნაკრებში ნოემბრის შემდეგ არ უთამაშიათ“, - ამბობს ჰეიგი შემადგენლობასთან დაკავშირებით.

მიქაუტაძის 50!

ეს თამაში საიუბილეოა ბორჯღალოსნებისა და ‘მონპელიეს’ მეორეხაზელისთვის - კოტე მიქაუტაძისთვის, რომელიც 50-ე კეპს მოიხვეჭს. მისი სანაკრებო დებიუტი 2010 წელს ბუქარესტში, შოტლანდიის "ა" ნაკრებთან შედგა, 2013 წლიდან კი, მიქაუტაძე ნაკრების უცვლელ წევრად იქცა. განვლილ 49 მატჩში კოტემ 2 ლელო დადო.

ჰეიგი აშშ-თან მატჩის შედეგს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

„ეს მატჩი უდავოდ მნიშვნელოვანია, რათა ზაფხულის ტურნე წარმატებულად ჩაითვალოს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ აშშ-თან პოტენციალი სრულად გამოვავლინოთ და მეტოქეს თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ.

აშშ სწრაფი და ღონიერი გუნდა, რომელსაც ბურთით სწრაფი თამაში უყვარს, ისევე, როგორც ჩვენ. გააზრებული გვაქვს მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული - ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ და გავაკონტროლოთ ის, რისი გაკონტროლებაც ჩვენს ძალებშია“.

ერთი კვირის წინ აშშ ნიუ ჯერსიში ირლანდიას ეთამაშა და 19:55 დამარცხდა.

საქართველოს ბორჯღალოსნები

ამერიკის ტურნე 2017 * II ტესტი - შტატები

კვი 18/06 * ატლანტა, ქენისო, "5/3 ბენქ" * 03.00 საქ

1989-2017 200 ტესტი | 250 ბორჯღალოსანი | სრულად

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

104

15ლ 147გ 146ჯ 3ა [816 ქ] 5სბ

14

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ Iლ]

1996

5

4ლ

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

100

21ლ [4 კაპ] 2სბ

12

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

52

10ლ [5 კაპ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

65

7ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

54

7ლ 4გ [43 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

22

5ლ

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

42

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

44

ლ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

31

3ლ

4

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

71

12ლ 4სბ

5

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

49

2ლ 3სბ

6

ლაშა ლომიძე

ლონდონ აირიშ [ინგ პრემ]

1992

31

5ლ სბ

7

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989

39

4ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

8

ბექა ბიწაძე

ნარბონ [სფრ პრო დ2]

1991

21

6ლ

მარქაფა [თადარიგი]

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

76

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

56

2სბ

16

შალვა მამუკაშვილი

დაქს [სფრ პრო დ2]

1990 44

3ლ

17

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

3

სბ

18

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

6

:

19

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

95

10ლ [1 კაპ] 6სბ

20

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

5

23

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

4

:

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:15 | 18.06.2017
maxo_65 (458)

მოგების მიუხედავად, ძალიან ბევრ შეცდომები დავუშვით, ერთი და იგივეზე ლაპარაკი გამუდმებით ხომ არ შეიძლება..ვჯარიმდებით ძალიან ბევრს, თან უდროო დროს, ეს რაქები რა გავიხდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ეზარებათ ბიჭებს რაქში თამაში, ბურთები ძალიან ნელა გამოგვაქვს, უკანა ხაზმა ვერც ხელით თამაშში ივარგა გუშინ და დაცვაშიც ვერ იყოჩაღეს, სწორი გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს კონკრეტულ მომენტში, 24-3- ვიგებდით და იმდენი მოვახერხეთ 2 ლელო დავადებინეთ, მეორე ტაიმი ფაქტიურად წავაგეთ, ბოლოს ისეთ შეცდომები დავუშვით, უბრალოდ დრო აღარ ეყოთ ამერიკელებს, თორემ ერთ ლელოს ალბათ კიდევ დავადებინებდით, ..რაღაცა უნდა შეიცვალოს..მილტონამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, არ მინდა ჩავთვალო რომ ამოწურა მისი შესაძლებლობები..ასე შორს ვერ წავალთ..მე უფრო მეტს ვითხოვ გუნდისგან, მით უმეტეს შეუძლია ამ ბიჭებს...მიუხედავად ამისა ვულოცავ მოგებას...

10:12 | 18.06.2017
→ LELOS← (98)

როგორ გაგვიმართლა.ძალიან ცუდად ითამაშეს განსაკუთრეებით რაქებში ამას არავინ გაპატიებს ერთსაათს ცდას ვის სად გააგრძელო თამაში.იმათი წინ ბურთის დავარდნებით და მერე ისევ ჩვენი შერკინება თორემ წაგებული იყო ეს თამაში.

08:31 | 18.06.2017
geogoli (367)

მართალია მოვიგეთ მაგრამ არამგონია ვინმე კმაყოფილი იყოს.

00:46 | 18.06.2017
პანტელეიმონი (1218)

უნდა გაიმარჯვოთ ბორჯღალოსნებო ! ! !

19:24 | 16.06.2017
GiorgiG83 (525)

კანდასასთან 3:3 (მსოფლიოს წინ იაღლიში)
აშშ 3:1 ვაგებთ (რუსთავის იაღლიში)
ტონგა 2:3 ვიგებთ
ფიჯი 1:1 (2013 ში იაღლიში ლოკომოტივზე)
სამოა 1:1:2 ვიგებთ
იაპონია 4:1 ვაგებთ (მსოფლიოს წინ და ლოკომოტივზე იაღლიში)
რუმინეთი 9:1:11 ვიგებთ (წლევანდელი იაღლიში)

22:38 | 16.06.2017
DataN24 (215)

არ უნდა დავაგდოთ ტემპი და 2-3 წლის შემდეგ რუმინეთთან მოგებებივით გახშირდება სხვა დანარჩენებთანაც

18:18 | 16.06.2017
buratino (480)

ძალიან კარგია ვიტოს, კოშაძის და ჩილაჩავას დაბრუნება. შემადგენლობა მართლაც ოპტიმალურია და თუ 10-ში შესვლაზე კვლავაც გვაქვს პრეტენზია, აშშ-ს აუცილებლად უნდა მოვუგოთ! მესმის რომ ეს უძნელესი გასაკეთებელი იქნება და წინა თამასზე მეტად გაგვიჭირდება, რადგან ამერიკას ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ნაკრები ჰყავს. თუმცა, ერთი რომ ჩვენ რეიტინგში წინ ვართ და პოზიციები უნდა გავიმყაროთ (თუ წავაგეთ, ქულები დაგვაკლდება) და მეორეც, რუსთავის მარცხზე "შური უნდა ვიძიოთ". არადა, ამ გუნდთან ტრადიციულად სულ გვიჭირს, რადგან სწარფებიც არიან და მაინცდამაინც არც ძალაში ჩამოგვრჩებიან.
და მაინც, წინ ბორჯღალოსნებო! ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს!

18:01 | 16.06.2017
პანტელეიმონი (1218)

უნდა გაიმარჯვოთ ბიჭებო და უნდა გადავფურცლოთ კანადა, აშშ-ს გვერდი.

16:14 | 16.06.2017
nukri1968 (5)

კოშაძის დაბრუნება კაია,რეპორტაჟი თუ იქნება იცის ვინმემ?

21:50 | 16.06.2017
krasni (587)

საზოგადოებრივი აჩვენებს 02-50-იდან

00:47 | 18.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

16:00 | 16.06.2017
krasni (587)

კარგია კოლელიშვილი, ჩილაჩავა, კოშაძეს დაბრუნება, ცუდია მჭედლიძის არყოფნა. აშშ-ს უნდა მოუგოთ და მერე ვეკვეთოთ არგენტინას.

15:47 | 16.06.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით.

იმედია კარგად ახსოვთ რუსთავში გამართული მატჩი. ამერიკა ბოლომდე ითამაშებს.

15:10 | 16.06.2017
geogoli (367)

გული მიგრძნობს რომ კოშაძე ლელოს გარესე არ დატოვებს თამაშს

15:06 | 16.06.2017
ilarioni (138)

ისე ერთი რამ არ მესმის. შერკინებას რაც შეუძლია ვიცით. უკანა ხაზის მოთამაშეებს ჭირდება მეტი პრაქტიკა ამ დონეზე და უკანა ხაზში არამც თუ შეცვლაზე ორი მოთამაშე გვყავს, არამედ საერთოდ მემგონი არც არავინ გვყავს ვისაც გამოცდიდა. მაინტერესებს, როდის აპირებს 2019 წლის გუნდის ფორმირებას, თუ არა ამ თამაშებში. მაშინ A ნაკრები გავაკეთოთ, როგორც ადრე იყო და ჩავრთოთ, როგორც მაგალითად იტალიის A ნაკრებია ჩართული ერთა თასზე, ისე რომ იქ მაინც გაიმოიცადონ რეალურად ეს ბიჭები.

15:55 | 16.06.2017
GiorgiG83 (525)

მილტონს ბირთვი ჰყავს
დამატებითი გამოდები იქნება 2018-2019 ის ერთა თასზე და პერიოდულად (1-2) კაცი ნოემბრის ტესტებზე, და ოდნავ მეტის ზაფხულის ტესტებზე 3-5 კეპა მორაგბე ჯერ ბირთვი არაა

15:09 | 16.06.2017
geogoli (367)

უკანა ხაზში გეგულება ვინმე გამოსაცდელი? მჭედლიძეზე მეც მაინტერესებს ინფორმაცია.
მოდებაძე მეგონა რომ 15-ზე კარგი იქნებოდა და ჯერ-ჯერობით ახალგაზრდებშიც ვერ არის მაღალ დონეზე. იმედია მოუმატებს.

15:00 | 16.06.2017
ilarioni (138)

ესე იგი მჭედლიძე არ/ვერ გვეყოლება ნეტა ბოლო თამაშშიც?

0.096582