ტესტ-მატჩები

11:36 | 15.06.2017 | ნანახია 2895 - ჯერ

ლომებს ჰოგი გამოაკლდათ

ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს შოტლანდიელი ფულბექი სტიუარტ ჰოგი გამოაკლდათ.

24 წლის მორაგბემ “კრუზეიდერსთან” მოგებული (12:3) მატჩის მე-20 წუთზე თვალის მძიმე დაზიანება მიიღო: მან ბურთი ფეხით გადაკიდა და მიყვა, მაგრამ თანაგუნდელის, კონორ მიურეის იდაყვს შეასკდა და იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ შეიძლებოდა ჰოგი საერთოდ დაბრმავებულიყო. მისთვის ახალზელანდიური ტურნე დასრულებულია.

ტრავმის ეპიზოდი:

https://www.youtube.com/watch?v=e9w92LnMuSs


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:47 | 16.06.2017
giorealist (26)

მოკლედ, ეს მსაჯები სულ ყველგან უბერავენ.
როგორ უდგებოდნენ ჰაილენდერებს, არ შეიძლება ასე.
სირცხვილია, სირცხვილია!

0?'>https://www.rugbypass.com/article/video-refereeing-decisions-gift-highlanders-victory-lions':'>https://www.rugbypass.com/article/video-refereeing-decisions-gift-highlanders-victory-lions'))

14:46 | 15.06.2017
temuchin (431)

ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს!

0.159167