ტესტ-მატჩები

11:32 | 15.06.2017 | ნანახია 2156 - ჯერ

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები “ჰაილენდერსთან” დამარცხდნენ

“ფორსიტ ბარ სთედიუმზე” გამართული დაპირისპირება თანაბარ ბრძოლაში გაილია და მასპინძლებმა მხოლოდ 1 ქულით იმარჯვეს. პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გარდასახული ლელო დადეს, ამდენივე ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 10:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ლომების იერიშით დაიწყო: 43-ე წუთზე ტომი სიმურმა შესანიშნავად ითამაშა და ბრწყინვალე ინდივიდუალური ლელო დადო, დენ ბიგარმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულა და ანგარიში 10:15 დარჩა. 50-ე წუთზე სოპოაგამ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 3 წუთში “ჰაილენდერსი” ამჯერად უორბარტონმა დაალელოვა, გარდასხვა კი ბიგარმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა უკვე 13:22 გახდა.

მასპინძლებმა უკანასკნელ 20 წუთში ივარგეს: 60-ე წუთზე ლელო კოლტმენმა გაიტანა, ხოლო ბენკსმა გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა. იგივე ბენკსმა 74-ე წუთზე უკვე ჯარიმა გაიტანა და “ჰაილენდერსმა” 23:22 მოიგო.

ჰაილენდერსი – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 23:22 (10:10)

ჰაილენდერსი: 2 ლელო – ნაჰოლო (26), კოლტმენი (60); 3 ჯარიმა – სოპოაგა (5; 50), ბენკსი (74); 2 გარდასახვა – სოპოაგა (27), ბენკსი (62)

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები: 3 ლელო – ჯოზეფი (30), სიმური (43), უარბარტონი (53); 1 ჯარიმა – ბიგარი (16); 2 გარდასახვა – ბიგარი (31; 54)

მომდევნო მატჩს ლომები 17 ივნისს “მაორი ოლ ბლექსის” წინააღმდეგ გამართავენ.

მატჩის მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=_l0CW-DqsCM


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:04 | 15.06.2017
BEERTRANCE (1073)

მე რო მიყვარს, ისეთი თამაში გამოდგა.

0.202247