ფრანგულმა ვებ-რესურმა La Montagne საფრანგეთის ჩემპიონ „კლერმონის“ მორაგბეებს სეზონი შეუფასა. დაიწყეს მარცხენა ბურჯებით, გააგრძელეს კვაჭებით და ასე მიყვებიან. ბოლო მიმოხილვაში საუბარი მესამეხაზელებზე იყო და ამის იქით ჩვენ დიდად არც გვაინტერესებს, რადგან კლერმონელთა საჩემპიონო სეზონში გუნდის შემადგენლობაში მოასპარეზე სამივე ქართველი ფორვარდი გახლავთ: 33 წლის ბურჯი დავით ზირაქაშვილი და მესამეხაზელი ბორჯღალოსნები - 27 წლის ვიქტორ კოლელიშვილი და 21 წლის ოთარ გიორგაძე. აი, რა დაიწერა მათ შესახებ:
„დავით ზირაქაშვილი. ქართველი მარჯვენა ბურჯი „კლერმონის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო გასულ სეზონში. 33 წლის ასაკში ზირაქაშვილი ალბათ კარიერის პიკზე იმყოფება. ძალზე აქტიურია მატჩის მიმდინარეობისას, შერკინებაში უბრალოდ უნაკლოა, ასე იყო „რასინგთან“ ნახევარფინალში, სადაც ის უსიტყვოთ საუკეთესო გახლდათ. 22 ნათამაშები მატჩი იმას ნიშნავს, რომ ფრანკ აზემა მთელი სეზონის განმავლობაში ეყრდნობოდა, თამამად ენდობოდა. ესაა ჯარისკაცი, რომელიც მუდამ მზადაა ბრძოლისთვის. 2015/16 წლების სეზონში ტრავმებით გატანჯულმა დათომ გასულ ჩემპიონატში ყველას დაუმტკიცა საკუთარი კლასი.
ერთადერთი ნაკლი: ზირაქაშვილი 13-ჯერ დააჯარიმეს, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ ლიგაში“.
„ვიქტორ კოლელიშვილი. როცა ეს ქართველი მინდორზეა, ყველა მეტოქეს შიში იპყრობს. მისი ბოჭვების სიხისტე და ზოგადად, მისი ფიზკური ძალა შიშის ზარს სცემს. სამწუხაროდ, „კლერმონს“ მისი გამოყენება ეკონომიურად მოუხდა. იანვრის ბოლოს, ტვინის შერყევის მესამე პროტოკოლის შედეგად კოლელიშვილს თამაში სამი თვით აეკრძალა. 29 აპრილს ის „ლიონთან“ შეხვედრაში დაბრუნდა და კარგადაც ითამაშა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობამ მეტი აღარ გარისკა და ვიქტორს თამაშის შანსი აღარ მისცემია“.
„ოთარ გიორგაძე. ჯოჯოხეთურმა გრაფიკმა, რომელიც გასულ სეზონში „კლერმონს“ ჰქონდა, ახალგაზრდა გიორგაძეს ტოპ 14-ის კარი გაუხსნა. ზორბა ჯეელია, 193 სმ და 108 კგ. ადაპტაციის პრობლემა საერთოდ არ ჰქონია. ეს კი არა, „გრენობლთან“ 21:20 მოგებულ მატჩში გადამწყვეტი ლელოც კი დადო. მომავალ სეზონში მას აუცილებლად კვლავ ვიხილავთ“.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაიხარეთ და მეტი და მეტი წარმატებები ლომებო!!!
წარმატებები ბიჭებს.
იხარეთ და მომავალშიც გაგვახარეთ, ჩვენო ლომკაცებო!
ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !
წარმატებები