ბორჯღალოსნები

20:08 | 13.06.2017 | ნანახია 4881 - ჯერ

არგენტინა - საქართველო 25:26 (VIDEO)
რაგბი, 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, მე-9 ადგილის ნახევარფინალი

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:22 | 14.06.2017
ჯიქია (2)

აბჟანდაძე მართლაც უნიჭიერესი მორაგბეა .ერთ ერთ ეპიზოდში კომენტატორმა ზურაბიშვილი იყო თუ არ ვცდები. გადასარევად აღნიშნა აბჟანადაძეზე ჩვენ აქედან ტე-ლე ეკრანებიდან რომ ვუყურებთ და ადვილათ მოსჩანს ყველაფერი იმ კუთხეში ჩააგდოს იმ ცარიელ ადგილზე დაარტყასო შენიშვნებს რომ ვიძლევითო. რეალურად კი მოედანზე ურთუელესია მოედნის ასეთ დონეზე ხედვა გქონდეს მოთამაშესო. მაგრამ როგორც ჩანს აბჟანდაძე გამონაკლისი არის მართლაცო . შესანიშნავად ჩამოაყალიბა ამ კომენტატორმა თუ რა ნიჭის პატრონია..

აფრასიძეს რაც შეეხება ამ ბიჭს აქვს უძლიერესი ფეხი უზესტესი დარტყმები. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო როგორი მოტივატორი იყო გუნდის როდესაც მოლით აწვებოდნენ ბიჭები რა დღეში იყო როგორ მუხტავდა ბიჭებს შეძახილებით მსუბუქი გამამხნევებელი დარტყმებით. თუ ვინმე გაბედვა არგენტინილი მოლში გვერდიდან უკნიდან შესვლას ეს ტანით არც თუ ისე დიდი ბიჭი ერთი ხელის მოსმით ყრიდა ყველას. ყოჩაღ მართლაც ამ ბიჭს.

ასევე ყველაზე მთავარი კაპიტანი. არავინ ახსენებთ რატომღაც სპანდერაშვილს ან თუ ახსენებენ უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზეო ამ კონტექსტში . ჩემი აზრით კი აბჟანდაძეზე აფრასიძეზე და მთელ გუნზე ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ამ მორაგბემ საქართველოს გამარჯვებაში. ასაკთან შედარებით გაწონასწორებული ჩამოყალიბებული მოგარბეა უკვე როგორც გონებრივათ ასევე ფიზიკურად. ერთ ერთ ეპიზოდში აფრასიძე იწევდა გინდა თუ არა ლელოზე ვითამაშოთო როდესაც არგენტინელები დაჯარიმდნენ მაგრამ სპანდერაშვილმა კარში დარტყმა არჩია აფრასიძემ დაარტყა გაიტანა. ის 3-ქულა რომ არა თამაშის ბოლოს 2 -ქულით წავაგებდით ???ამიტომ მადლობა კაპიტანს რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება თავით თავზე მეტის აღებას რამდენიმე მორაგებზე წასვლას ვფიქრობ ამისთვის ორი-სამი წელი დასჭირდება რომ ბოლომდე შეივსოს ფიზიკური მასა . სიმაღლეც გადასარევი აქვს და მემგონი გორგოძეზე არანკლები 7-გვეყოლება. ბოლოს რომ ტრავმა მიიღო ეგ იმის შედიგია რომ 73 -წუთი წინ და უკან დარბოდა დიდ სიჩქარეებზე სპანდერაშვილი. ასე რომ ჩემი ფავორიტი გუშინდელ შეხვედრაში სპანდერაშვილი იყო. სამ თამაშში 2-ლელო დადო. 2-იც არ ჩაუთვალეს .

საერთო ჯამში მთელი გუნდი საუკეთესი იყო. გილოცავთ კიდევ ერთხელ.

22:55 | 13.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

22:43 | 13.06.2017
federer (17) (469)

ვულოცავ ბიჭებს ამ წარმატებას და ბოლოს ისე წავიდა საქმე რო აღარ მქონდა გამარჯვების იმედიი

22:44 | 13.06.2017
federer (17) (469)

საფრანგეთთან ნაკრების ძირითადი ბირთვის დასვენებამ გაამართლა და იმედია ირლანდიასთანაც კარგად ვითამაშებთ

0.100984