20-წლამდელები

18:43 | 13.06.2017 | ნანახია 6769 - ჯერ

ილია მაისურაძე: “ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს”

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე არგენტინასთან მოგებული (26:25) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და განვლილ მატჩზე ისაუბრა.

“ყველა ფაქტორიდან გამომდინარე, თავიდანვე გათვლა მეოთხე თამაშზე გვქონდა. მხოლოდ მეორე წელია, რაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში ვმონაწილეობთ და ჩვენთვის უმთავრესი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ძალიან რთული ჯგუფი შეგხვდა, რომელშიც ძალების სწორად გადანაწილება იყო საჭირო.

არგენტინასთან შეხვედრა კარგად დავიწყეთ და საწყისი 20 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით, თუმცა შეცდომებიც გვქონდა და ეს განსაკუთრებით დაცვას ეხება, რითაც მეტოქემ ისარგებლა და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა. მთელი მატჩის განმავლობაში წინ ვიყავით. მეტი ქულის გაკეთებაც შეგვეძლო, თუმცა მთავარია, რომ მოვიგეთ და ეს გამარჯვება დამსახურებული იყო.

მეოთხე მატჩში მოსალოდნელზე ძლიერი მეტოქე შეგხვდა. გვერჩივნა, მაგალითად, იტალიასთან გვეთამაშა, თუმცა, ასეთ მეტოქესთან თამაში დიდი სტიმულია და ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. მათ 1-2 დღეს აუცილებლად დავასვენებ და შემდეგ ირლანდიასთან მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას”, - განაცხადა მაისურაძემ.


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:32 | 14.06.2017
sabonis (74)

რა მაინტერესებს იცით მომავალი ახალგაზრდული მსოფლიო არგენტინაშიაო და დავუშვათ ძნელი სავარაუდოა, მარა მაინც არგენტინამ წააგო სამოასთან და ბოლოზე დარჩა, წესით უნდა გავარდეს, მარა მასპინძელი, როგორ შეიძლება არ მონაწილეობდეს რა ხდება ამ დროს?

16:15 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

ჩვენზე იყო ეგრე 2016 წელს რო გასავარდნი რო გვეთამაშა, ვისთანაც მოგვიწევდა თამაში ის იქნებოდა უკვე გავარდნილი მარა, გაისად შოტლანდიაში ტარდება

16:37 | 14.06.2017
sabonis (74)

ხო რა ვიცი საზმაუს დიქტორებმა თქვეს დიდი ალბათობით არგენტინაში იქნებაო.

22:08 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

ვიკიპედიაზე შოტლანდია წერია (ნუ პრინციპში ბოლომდე სარწმუნო არც1 წყაროა )

15:29 | 14.06.2017
ჯიქია (2)

აბჟანდაძე მართლაც უნიჭიერესი მორაგბეა .ერთ ერთ ეპიზოდში კომენტატორმა ზურაბიშვილი იყო თუ არ ვცდები. გადასარევად აღნიშნა აბჟანადაძეზე ჩვენ აქედან ტე-ლე ეკრანებიდან რომ ვუყურებთ და ადვილათ მოსჩანს ყველაფერი იმ კუთხეში ჩააგდოს იმ ცარიელ ადგილზე დაარტყასო შენიშვნებს რომ ვიძლევითო. რეალურად კი მოედანზე ურთუელესია მოედნის ასეთ დონეზე ხედვა გქონდეს მოთამაშესო. მაგრამ როგორც ჩანს აბჟანდაძე გამონაკლისი არის მართლაცო . შესანიშნავად ჩამოაყალიბა ამ კომენტატორმა თუ რა ნიჭის პატრონია..

აფრასიძეს რაც შეეხება ამ ბიჭს აქვს უძლიერესი ფეხი უზესტესი დარტყმები. ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო როგორი მოტივატორი იყო გუნდის როდესაც მოლით აწვებოდნენ ბიჭები რა დღეში იყო როგორ მუხტავდა ბიჭებს შეძახილებით მსუბუქი გამამხნევებელი დარტყმებით. თუ ვინმე გაბედვა არგენტინილი მოლში გვერდიდან უკნიდან შესვლას ეს ტანით არც თუ ისე დიდი ბიჭი ერთი ხელის მოსმით ყრიდა ყველას. ყოჩაღ მართლაც ამ ბიჭს.

ასევე ყველაზე მთავარი კაპიტანი. არავინ ახსენებთ რატომღაც სპანდერაშვილს ან თუ ახსენებენ უფრო მეტი უნდა აიღოს თავის თავზეო ამ კონტექსტში . ჩემი აზრით კი აბჟანდაძეზე აფრასიძეზე და მთელ გუნზე ყველაზე მეტი წვლილი შეიტანა ამ მორაგბემ საქართველოს გამარჯვებაში. ასაკთან შედარებით გაწონასწორებული ჩამოყალიბებული მოგარბეა უკვე როგორც გონებრივათ ასევე ფიზიკურად. ერთ ერთ ეპიზოდში აფრასიძე იწევდა გინდა თუ არა ლელოზე ვითამაშოთო როდესაც არგენტინელები დაჯარიმდნენ მაგრამ სპანდერაშვილმა კარში დარტყმა არჩია აფრასიძემ დაარტყა გაიტანა. ის 3-ქულა რომ არა თამაშის ბოლოს 2 -ქულით წავაგებდით ???ამიტომ მადლობა კაპიტანს რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება თავით თავზე მეტის აღებას რამდენიმე მორაგებზე წასვლას ვფიქრობ ამისთვის ორი-სამი წელი დასჭირდება რომ ბოლომდე შეივსოს ფიზიკური მასა . სიმაღლეც გადასარევი აქვს და მემგონი გორგოძეზე არანკლები 7-გვეყოლება. ბოლოს რომ ტრავმა მიიღო ეგ იმის შედიგია რომ 73 -წუთი წინ და უკან დარბოდა დიდ სიჩქარეებზე სპანდერაშვილი. ასე რომ ჩემი ფავორიტი გუშინდელ შეხვედრაში სპანდერაშვილი იყო. სამ თამაშში 2-ლელო დადო. 2-იც არ ჩაუთვალეს .

საერთო ჯამში მთელი გუნდი საუკეთესი იყო. გილოცავთ კიდევ ერთხელ.

17:27 | 14.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

17:01 | 14.06.2017
geogoli (367)

სპანდერაშვილი ძალიან კარგი ბიჭია, შარშანდელი პროვოკაციის გამო შური აქვს საძიებელი ირლანდიასთან და დარწმუნებული ვარ მაგრადაც ითამაშებს. თან ცოტა არ იყოს ფეთქებადია და მიხარია რომ არც ერთხელ არ იჩხუბა

10:48 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

ფაქტიურად გაისად იგივე გვექნება, სამხრეთ აფრიკა საფრანგეთი და ირლანდია გვეყოლება ჯგუფში.

იტალიას რა გაუმართლა ალაფადან ამოსული ეყოლება ჯგუფში.

01:14 | 14.06.2017
tokageo (45)

თამაშს ვუყურე პირდაპირში და მართლა ძალიან ვინერვიულე, თუმცა ძალიან კარგი მოლოდინი მქონდა და გამართლდა კიდეც. ბიჭებს და მთელს საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას.
რამდენიმე საკითხი მინდა ავღნიშნო:
- სულ მეშინოდა მეკო რო წავიდოდა დამრტყმელის პოზიციაზე დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა, დღეიდან აღარ მეშინია. აფრასიძეს საოცარი ძალა აქვს ფეხში და საკმაო სიზუსტეც. ისე კი 55 მეტრიდან დარტყმა თუ გამოუვალი მდგომარეობა არაა, ცოტა ავანტიურისტული მგონია და საკუთარი შესაძლებლობები არ უნდა გააზვიადოს, ყოველ შემთხვევაში ამ ასაკში.
- პირველად ვუყურე ჩვენების რაგბის ასეთი დამაჯერებელი დერეფნებით. ყოჩაღ ბიჭებს!
- მსაჯი მნიშვნელოვნად ცდილობდა არგენტინელების წახმარებას (ისე ჩვენი მასპინძლის სტატუსი ამ ჩემპიონატში არცერთ თემიდელს ახსოვს ): ჯერ იყო და მაღალი ბოჭვისთვის (საკითხავია საერთოდ თუ იყო, ან კიდევ რომც ყოფილიყო ზღვრული და არა უხეში თამაში იყო და მანამ არცერთხელ ვყავდით გაფრთხილებული სიტყვიერად) საკამათო სიტუაციაში კაცის გაგდება, მერე ანაკონდას მახრჩობელა ილეთი გაუტარა არგენტინელს (არ მოითხოვა ვიდეორეფერი), იქეთ დაგვაჯარიმა კიდეც, შემდეგ მამალი მოლის და უცილობელი ლელოს განზრახ ჩაქცევაზე დახუჭა თვალი (არც ამჯერად მოითხოვა ვიდეორეფერი). აღარაფერს ვამბობ პატარა-პატარა ცუღლუტობებზე (არგენტინელები ბურთს მიწაზე ხელს არ უშვებდნენ, იგივე შემთხვევებში ჩვენ კიდევ მისხალს არ გვპატიობდა) + იტალიელი თანამსაჯი არგენტინელების დარტყმულებზე ჩვენს მხარეს საეჭვოდ ბევრს მორბოდა ჩვენსკენ, არადა ჩვენი დარტყმულებისას 2-3 ნაბიჯს გადადგამდა და ჩერდებოდა ვეჯინელი ვირივით. მოკლედ დღეს მსაჯიან/კომისრიანად მოვუგეთ პუმიტასებს.
- ჩვენები უნდა მიეჩვივნონ უპირატესობის მეტად გამოყენებას: მეორე ტაიმში მათ 22-ში დავბანაკდით და ლელო ვერ დავდეთ. ერთი-ორჯერ ფრთაზე გაშლის შემდეგ ბოლო პასები დავაგვიანეთ, მაშინ როცა უპირატესობა გვქონდა რიცხობრივი.
- საერთო ჯამში გუნდმა საოცარი მებრძოლი სული გამოაჩინა და დამსახურებულად შევინარჩუნეთ ადგილი ელიტაში. ყველაზე სასიხარულოა რომ არგენტინას არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ თამაშით, სისწრაფით, დინამიურობით, ტაქტიკით, ერთი სიტყვით კითხვების გარეშე მოვუგეთ!

10:58 | 14.06.2017
GiorgiG83 (525)

რა შუაშია მეკოს წასლის შემდეგ აფრასიძე?
ერთი ფულბექია, მეორე გამთამაშებელი

11:17 | 14.06.2017
giogobi (68)

კარში დამრტყმელზეა საუბარი

15:11 | 14.06.2017
jora84 (183)

გელა ვასკას ამომგდებია ძირითადიდან? რაღაც მეეჭვება

00:42 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

წნეხის გარეშე ირლანდიასთან. მთავარი მიზანი მიღწეულია და თამასა შენარჩუნებული.

ირლანდია თუ დავამარცხეთ ნეტა აქაც გაიბუტება და დატოვებს ტურნირს?

23:05 | 13.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

22:33 | 13.06.2017
NIKA..01 (335)

გილოცავთ ყველას! ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში იყო.მადლობა არგენტინასაც, ვაფასებ მაგ გუნდს,ძალიან მებრძოლი ხასიათი აქვთ.რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ჩვენ ბიჭებს ბრძოლისთვის,თავდადებისთვის და იმ სიხარულისთვის რასაც ახლა განვიცდი.კიდე ერთხელ გილოცავთ და წარმატებები ირლანდიასთან

19:52 | 13.06.2017
maxo_65 (458)

კი, ამ ირლანდიასთან მოგება შეიძლება

19:43 | 13.06.2017
arsenal 89 (11)

წინა სამივე თამაში ვითAმაშEთ ღირსეულად და ირლანდიასაც ვაჯობებტ... ქუთაისში რასაც ვუყურე უნდა ვაჯობოთ.... ირლანდია ვერ გაქაჩAვს ძალაში ჩვენთAნ და სისწრაფეებიც არაა აქვტ მაღალი არგენტინასთAნ შედარებით!!!

19:38 | 13.06.2017
arsenal 89 (11)

წინა ტამაშებიდან განსხვავებით ბიჭები არ გატყდნენ პსიქოლოგიურად მსაჯების არასწორი და განგებ საპირისპირო გადაწყვეტილებით,რადგან უკან დასახევი აღარ გვჩებოდა და ჩHAვუდეთ world rugby-ის ......თAვის გეგმებში!

19:31 | 13.06.2017
arsenal 89 (11)

ბიჭებმა აჯობეს მსაჯებს და არგენტინას ყველაპერში!!!!

19:00 | 13.06.2017
ukleba (77)

გილოცავთ ყვე;ას. მგლები არიან. ბოლოს იმიტო დაადებინეს ლელო რომ მოდუნდნენ, ემოციურად და ფიზიკურად ზეიმისთვის ემზადებოდნენ. მსაჯების ამბავში გიერთდები

18:54 | 13.06.2017
krasni (587)

ამბობდა მაისურაძე, მეოთხე შეხვედრისთვის ვიქნებით მზადო. მადლობა ბიჭებს და მწვრთნელებს, დიდი სიხარული გვაჩუქეს.

18:46 | 13.06.2017
alfadhirhaiti (110)

ბოლოს რა ბრიყვულად დაადებინეს ლელო...

P.S. მსაჯების დედა ******!

0.088287