20-წლამდელები

17:54 | 13.06.2017 | ნანახია 9285 - ჯერ

სენსაცია "მესხზე": არგენტინა დავამარცხეთ და ელიტაში დავრჩით

თბილისში, "მიხეილ მესხზე" სენსაციური შედეგი დაფიქსირდა - საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა არგენტინელი თანატოლები 26:25 დაამარცხა და მოფლიოს ახალგაზრდული რაგბის ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

ჩვენმა ახალგაზრდებმა მსოფლიოს 20-წლამდელ მორაგბეთა ჩემპიონატზე IX-XII ადგილებისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის პირველი ტაიმი 23:11 მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ნახევარში მხოლოდ 3 ქულა წაამატეს აქტივს, საბოლოო გამარჯვება მაინც მათ დარჩათ. საქართველოს ნაკრების 26 ქულიდან 16 გელა აფრასიძემ დააგროვა, ვინც ბექა საღინაძისა და ილია სპანდერაშვილის ლელოები გარდასახა და ზედაც 4 ზუსტი საჯარიმო დარტყმაც დაამატა.

კვირას, 18 ივნისს, იგივე არენაზე ნორჩი ბორჯღალოსნები ტურნირზე თავის დასკვნით მატჩს ჩაატარებენ. მეტოქე ირლანდიის 20-წლამდელთა ნაკრებია. დასაწყისი 13:00-ზე.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:53 | 14.06.2017
tokageo (45)

თამაშს ვუყურე პირდაპირში და მართლა ძალიან ვინერვიულე, თუმცა ძალიან კარგი მოლოდინი მქონდა და გამართლდა კიდეც. ბიჭებს და მთელს საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას.
რამდენიმე საკითხი მინდა ავღნიშნო:
- სულ მეშინოდა მეკო რო წავიდოდა დამრტყმელის პოზიციაზე დიდი პრობლემები შეგვექმნებოდა, დღეიდან აღარ მეშინია. აფრასიძეს საოცარი ძალა აქვს ფეხში და საკმაო სიზუსტეც. ისე კი 55 მეტრიდან დარტყმა თუ გამოუვალი მდგომარეობა არაა, ცოტა ავანტიურისტული მგონია და საკუთარი შესაძლებლობები არ უნდა გააზვიადოს, ყოველ შემთხვევაში ამ ასაკში.
- პირველად ვუყურე ჩვენების რაგბის ასეთი დამაჯერებელი დერეფნებით. ყოჩაღ ბიჭებს!
- მსაჯი მნიშვნელოვნად ცდილობდა არგენტინელების წახმარებას (ისე ჩვენი მასპინძლის სტატუსი ამ ჩემპიონატში არცერთ თემიდელს ახსოვს ): ჯერ იყო და მაღალი ბოჭვისთვის (საკითხავია საერთოდ თუ იყო, ან კიდევ რომც ყოფილიყო ზღვრული და არა უხეში თამაში იყო და მანამ არცერთხელ ვყავდით გაფრთხილებული სიტყვიერად) საკამათო სიტუაციაში კაცის გაგდება, მერე ანაკონდას მახრჩობელა ილეთი გაუტარა არგენტინელს (არ მოითხოვა ვიდეორეფერი), იქეთ დაგვაჯარიმა კიდეც, შემდეგ მამალი მოლის და უცილობელი ლელოს განზრახ ჩაქცევაზე დახუჭა თვალი (არც ამჯერად მოითხოვა ვიდეორეფერი). აღარაფერს ვამბობ პატარა-პატარა ცუღლუტობებზე (არგენტინელები ბურთს მიწაზე ხელს არ უშვებდნენ, იგივე შემთხვევებში ჩვენ კიდევ მისხალს არ გვპატიობდა) + იტალიელი თანამსაჯი არგენტინელების დარტყმულებზე ჩვენს მხარეს საეჭვოდ ბევრს მორბოდა ჩვენსკენ, არადა ჩვენი დარტყმულებისას 2-3 ნაბიჯს გადადგამდა და ჩერდებოდა ვეჯინელი ვირივით. მოკლედ დღეს მსაჯიან/კომისრიანად მოვუგეთ პუმიტასებს.
- ჩვენები უნდა მიეჩვივნონ უპირატესობის მეტად გამოყენებას: მეორე ტაიმში მათ 22-ში დავბანაკდით და ლელო ვერ დავდეთ. ერთი-ორჯერ ფრთაზე გაშლის შემდეგ ბოლო პასები დავაგვიანეთ, მაშინ როცა უპირატესობა გვქონდა რიცხობრივი.
- საერთო ჯამში გუნდმა საოცარი მებრძოლი სული გამოაჩინა და დამსახურებულად შევინარჩუნეთ ადგილი ელიტაში. ყველაზე სასიხარულოა რომ არგენტინას არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ თამაშით, სისწრაფით, დინამიურობით, ტაქტიკით, ერთი სიტყვით კითხვების გარეშე მოვუგეთ!

11:46 | 14.06.2017
temuchin (431)

რამდენჯერმე ისე ძალიან მინდოდა მაგ ვეჯინელი ვირისთვის სახრის გადარტყმა

08:49 | 14.06.2017
geogoli (367)

100% გეთანხმები + თედო აბჟანდაძე იყო საოცარი, თუ პროგრესს გააგრძელებს 2019 წლის მსოფლიოზეც წავა

01:27 | 14.06.2017
giogobi (68)

ვიდეორეფერის ბრალია გაგდება, არც მთავარი გვაკლებდა, მაგრამ ეგ ვიდეორეფერის ბრალია. ახალი ზელანდია- საფრანგეთის თამაშზე ეგრე 5 კაცი მაინც უნდა გაეძევებინათ. ისე არგენტინა ძალიან სუსტი აღმოჩნდა და პირველ თამაშზეც უნდა მოგვეგო. ანგარიში არ ასახავდა რეალურად ძალთა თანაფარდობას ამ თამაშში

00:40 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

კი დამაწყვიტეს ნერვები განსაკუთრებით აფრასიძემ რო 2 ჯარიმა ააცილა, წნევაც ამივარდა 150-110 ზე და პულსი 115.ზე მარა ყველაფრად ღირდა. საკუთარი თავის დაიჯერეს ბოლომდე მოინდომეს და ღვთის წყალობით მაინც სენსაცია გამოცხვა.

1 კი არის კი ბატონო 8 ქულით ვიგებდით მარა ბოლომდე უნდა თამაში, ზღვარზე ვიყავით. მეშინოდა იმათი ბოლო ლელოს მერე მსაჯს თამაშის განახლება არ მოეთხოვა.

მთავარი მიზანი შესრულდა, ნურანაირი წნეხი ნუ გექნებათ ირლანდიასთან. ამ გუნდს ეტყობა რომ ვერ არის ფორმაში და მათი დამარცხებაც არ იქნება ფანტასტიკა.

აბა თქვენ იცით.

23:19 | 13.06.2017
Kala94 (151)

გაიხარეთ ლომებოოოო ბრავოოოო ! საოცრება თამაში იყო ! ერთადერთი მაყურებელი აკლდა, მაგრამ გამოსწორდება ეგეც ! იმედის დაკარგვა არასდროს ამართლებს.. ესე მოხდა იმ 3 თამაშის მერე.. ბევრმა ხელიც კი ჩაიქნია, მაგრამ ხედავთ რა რა საამაყო ბიჭები გვყავს ! კრიტიკააც აიტანეს და მიხვდნენ ტავიანთ შეცდომებს, გამოვიდნენ და შეუძძლებელი შეძლეს - ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები + მსაჯი დაამარცხეს !!!

23:00 | 13.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

22:34 | 13.06.2017
mindia (74)

ძალისხმიერ ორთაბრძოლებში, მეტისმეტად ნამეტანი დააჩმორეს ჩვენებმა მეტოქე. მშვენივრად იმუშავა დერეფანმა და რაც იგრძნობა შარშანდელი ნაკრებისგან, გვყავს დამრტყმელები, შარშან შერკინებას ვიგებდით და დამრტყმელები ძალიან ცოტა მანძილს, იგებდნენ ან მთლად ცდებოდნენ.

ექსპერტობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მიმაჩნია რომ აფრასიძეს არანაკლები პოტენციალი აქვს ვიდრე ლობჟანიძეს, პასაობაში უნდა მოუკლოს შეცდომებს, რაც გამოცდილებით გამოსწორებადია.

ეს ალბათ ყველაზე დიდი სენსაცია ჩვენი რაგბის ისტორიაში. კუში 7,5 გვქონდა, ვინც ვერ ერკვევით რამხელა რამ გააკეთეს დღეს ბიჭებმა.

22:29 | 13.06.2017
NIKA..01 (335)

ახლა ვუყურე ჩანაწერს და ძალიან მაგარი თამაში იყოოო....ჩანაწერშიც კი ვხტუნავდი და ვნერვიულობდი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი ანგარიში.ეს პირდაპირი ტრანსლაციით რომ მენახა ალბათ ინფარქტს მივიღებდი ნერვიულობით რა თქმა უნდა ხარვეზები იყო მარა ახლა უარყოფითზე წერით არ გავიფუჭებ ნაღდად ხასიათს,ბოლომდე ვისიამოვნოთ მოგების სიხარულით და ხვალიდან შეგვეძლება თამაშის კრიტიკული თვალით გარჩევა.ყოველთვის საჭიროა ეგ გინდ მოგებულ და გინდ წაგებული თამაშის შემდეგ წარმატებები ბიჭებს.ირწმუნეთ რომ ყველას დამარცხება შეგიძლიათ და მართლა მეტი შანსი გვექნება ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვების.გჯეროდეთ რომ შეგიძლიათ...მადლობა ბიჭებს და მომავალი წარმატებები

00:37 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

115 მქონდა პულსი და უფროსი მახსენებდა ხმამაღლა არ დაიყვიროო

22:36 | 14.06.2017
NIKA..01 (335)

კარგი სამსახური გქონია,აბა მე სამსახურის ბოლომდე ანგარიშიც ვერ ვნახე...

20:50 | 13.06.2017
temuchin (431)

ჩვენ როგორც გულშემატკივრებს უნდა მოგვექოქა ჩვენი ბიჭები მაგრამ პირიქით მოხდა, ქართველი გულშემატკივარი არ ვვარგივართ, მარტო შეტევების დროს ვამხნევებთ ბიჭებს და ამასთან შედეგებს ვითხოვთ. ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ჯერ! რაც შეეხება თამაშს ემოციებისაგან დავიცალე ძალიან მაგარი იყო და დიდი მადლობა ჩვენს მგლებს. ეს დიდი სენსაცია და უზარმაზარი ფსიქოლოგიური აღმასვლა იქნება ჩვენთვის ყველა დონეზე. ჩვენ შეგვიძლია ბობოლების გაგორება, პირველი სერიოზული სიტყვა უმცროსებმა თქვეს ახლა ჯერი უფროსებზეა!

20:15 | 13.06.2017
NIKA..01 (335)

აუუუუ,რა თამაში გავაცდინეეე ((( მეზიზღება ჩემი სამსახური ამის გამო ....

19:30 | 13.06.2017
arsenal 89 (11)

ბიჭებმა აჯობეს მსაჯებს და არგენტინას!!!!!!

19:17 | 13.06.2017
რაგბი (36)

ხალხი რომ არაა ცუდია. არადა 6 ერში რომ მიგვიღონ სავსე სტადიონები უნდა ნახონ, ნაკრების თამაშზე კი ივსება მაგრამ ამათზეც რომ გავსებულიყო დიდი პლიუსი იქნებოდა

22:30 | 13.06.2017
mindia (74)

ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე სტადიონების შევსება ევროპაშიც იშვიათობაა, დაჟე ფეხბურთში.

23:17 | 13.06.2017
რაგბი (36)

ხო ვიცი კარგი იქნებოდა რომ შევსებულიყოთო ამის თქმა მინდოდა, წაადგებოდა ჩვენი რაგბის პოპულარიზაციას.

18:50 | 13.06.2017
krasni (587)

კარგია, რომ ამ სკოლაში ვრჩებით, უფრო კარგი იქნება მეორე საფეხურსაც თუ გავივლით. მაგარი საჩუქარი გაგვიკეთეს ბიჭებმა რაგბის მოყვარულებს. მეტ ყურადღებას იმსახურებენ.

18:36 | 13.06.2017
ოვალური კორბენი (276)

ყოჩაღ უფაფრო ლომებს (ჯერ პატარები არიან), რატომღაც კარგი მოლოდინი მქონდა დღეს და ამიხდა კიდეც.
აი ამას ვამბობდი სწორედ, რომ წინსვლას სპორტში კარგი ანალიტიკა განაპირობებს. წაგებულიდან სწორი დასკვნები უნდა გამოიტანონ სპორტსმენებმაც და რა თქმა უნდა მწვრთნელებმაც.
პროგრამა-მინიმუმი შესრულებულია, ელიტაში დავრჩით. ეხლა ბოლო თამაშს ზედმეტი წნეხისა და ნერვიულობის გარეშე ჩაატარებენ ბიჭები და ვინ იცის, იქნებ მეორე მძლავრი სარაგბო ქვეყანაც გავაგოროთ.

0.721191