20-წლამდელები

11:12 | 13.06.2017 | ნანახია 1927 - ჯერ

ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოში მიერ ჩატარებული ჰაკათონის პირველი ექსპერიმენტით სარგებლობის პატივი საქართველოს რაგბის კავშირს ერგო.

ქართულმა სარაგბო თემმა, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტთა დახმარებითა და სატელეკომუნიკაციო კომპანია ‘ბილაინის’ ფინანსური მხარდაჭერით, ღონისძიებას - ‘ჰაკათონი რაგბისთვის’, დედაქალაქში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში უმასპინძლა.

48-საათიან საკონკურსო მარათონს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების ნიჭიერ სტუდენტთა მხრიდან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ჰაკათონის მთავარ მიზანს, ინოვაციური, ტექნოლოგიური პროექტების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენდა, რომელიც ქართულ რაგბს აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით, წარმატების მიღწევაში დიდ სამსახურს გაუწევს.

კომპეტენტურმა ჟიურიმ 18 წარმოდგენილი პროექტიდან სამი საუკეთესო ინოვაცია შეარჩია.

მესამე ადგილი წილად ხვდა გუნდ ‘იმპერიუმს’ (imperium). მარიამ გაგუას, ნინო მიქაძის, გიორგი ნადირაძის, გურამ ფუტკარაძის კვარტეტმა მწვრთნელებისთვის, მოთამაშეებისთვის, გულშემატკივრებისთვის, გუნდის ანალიტიკოსებისა და ექიმებისთვის ინოვაციური ონლაინ-პლატფორმა წარმოადგინა. აღნიშნული პლატფორმა ადაპტირებულია ანდროიდ, IOS და ვებისთვის. აპლიკაციის მეშვეობით განხორციელდება ზემოთ ხსენებულ პირთა ერთმანეთთან დაკავშირება, მონიტორინგი, კომენტარების გაცვლა და ა. შ.

მეორე ადგილზე გუნდი ‘რაპი’ (rapp) გავიდა. ნიკა მინაშვილისა და ნიკოლოზ სანაკოევის დუეტმა ჟიურის, მწვრთნელის ონლაინ-მრჩეველის პროექტი აახლა. ონლაინ მრჩეველი საშუალებას აძლევს მწვრთნელს, თამაშის (ვარჯიშის) დროს შეაფასოს მორაგბის პერფორმანსი. რეიტინგები გროვდება აპლიკაციაში და ყველა მოთამაშეს წვდომა აქვს იმ შეფასებაზე, რაც მან მწვრთნელისგან მიიღო.

კონკურსის გამარჯვებული კი - გუნდი ‘მე-რაგბი’ (i-rugby) გახდა. ლაშა ყაჭეიშვილის, გიორგი ასანიძის, გიორგი აფხაძისა და გიორგი ვათიაშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა მორაგბის სპორტული ფეხსაცმლის ძირში ჩამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც გაზომავს მოთამაშის წნევას, აჩქარებას, გადაადგილებას და სხვა აქტივობებს ვარჯიშისა და თამაშის დროს.

წარმატებულმა კონკურსანტებმა ფულად ჯილდოებთან ერთად, თავიანთი პროექტების საკუთრივ განვითარების უფლებაც მიიღეს.

საქართველოს რაგბის კავშირი კი სამივე გამარჯვებული პროექტის ცხოვრებაში დანერგვას, ავტორებთან ერთად უახლოესს მომავალში, სავარაუდოდ, მომავალი სეზონიდან დაიწყებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:54 | 13.06.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.086046