20-წლამდელები

17:59 | 12.06.2017 | ნანახია 6280 - ჯერ

მესხის სტადიონზე არგენტინის წინააღმდეგ

ხვალ, 15:30 საათზე უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინას მესხის სტადიონზე ერკინებიან. ესაა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე მატჩში - მე-9 ადგილის ნახევარფინალი და გამარჯვების შემთხვევაში გაისად უძლიერესთა შორის თამაშს დავიბევებთ. შანსი მარცხის შემთხვევაშიც დარჩება, ოღონდ ბოლო თამაში აუცილებლად მოსაგები იქნება.

"პუმიტასს", რომელიც საქართველოში ტურნირის მოსაგებად ჩამოვიდა, სასტარტო მატჩი "ავჭალაზე" ვეთამაშეთ და დიდი ბრძოლის მიუხედავად თამაში 26:37 დავთმეთ. მას შემდეგ არგენტინა საფრანგეთთან ბოლო წუთზე მიღებული ლელოთი 25:26 დამარცხდა. სამხრეთამერიკელები თასის ნახევარფინალში გასვლის შანსს ისევ ინარჩუნებდნენ, თუმცა სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით წააგეს - 14:72.

შედეგად, მესამეადგილოსნებს შორის არგენტინას გატანილ-გაშვებულ ქულებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაუგროვდა (-48), 6 ქულით ჩამორჩა იტალიას (-42) და მე-9 ადგილის ნახევარფინალში სავარაუდო მეტოქეებიდან უარესი გვერგო.

„შესაძლო ვარიანტებიდან არგენტინა ყველაზე რთული მეტოქეა. ესაა ძალიან მაღალი დონის გუნდი, რომელიც დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. არგენტინელები სწრაფ რაგბს თამაშობენ, რასთან ადაპტირებაც ჩვენ ძალიან გვიჭირს. მართალია ეს გუნდი გასულ მატჩში სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით დამარცხდა, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. რაგბში ასეთი რამ ხდება და როგორც წესი, მომდევნო თამაშში გუნდი მოედანზე ორმაგი გაშმაგებით გადის“ - ამბობს უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი ლადო კილასონია.

დასვენებული შემადგენლობით

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი საფრანგეთთან დიდი სხვაობით დათმო ჩვენმა გუნდმაც (0:54). რადგან სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მწვრთნელებმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს მოედანზე უახლოესი რეზერვი გაიყვანეს.

ახლა სიტუაცია შეცვლილია და სასტარტო შემადგენლობაში 12 დასვენებული მოთამაშე ბრუნდება. საფრანგეთთან ძირითადში იყვნენ და თამაშს ახლაც იწყებენ გარემარბი აკაკი ტაბუცაძე, შუამარბი ბეჟან გავაშელიშვილი და შერკინების მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

ახლანდელი რაზმი ახლოსაა იმ შემადგენლობასთან, რომელმაც არგენტინასთან ტურნირის სტარტზე ითამაშა. 12 მორაგბე, რომლებიც 31 მაისს ძირითადში იყვნენ, ახლაც სასტარტოში არიან. იმ მატჩში დაშავდა და ტურნირს დაემშვიდობა ლადო მიმინოშვილი (ცვლის ტაბუცაძე), შუამარბად გიორგი წიკლაურის ნაცვლად თამაშს გიორგი კვესელაძე იწყებს (31 მაისს მიმინოშვილი შეცვალა), ხოლო შერკინების მესამე ხაზში გიორგი ნუცუბიძის ნაცვლად თორნიკე ჯალაღონია დადგება.

კილასონია შემადგენლობასა და მომავალი მატჩის მოლოდინებზე გვესაუბრა:

„ამ გადასახედიდან აღდგენამ კარგად ჩაიარა და დასვენებულები ვართ, შემადგენლობაც ნორმალურია, სერიოზული ტრავმები არ გვაქვს, თუმცა დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება. ველით, რომ არგენტინა თამაშის გაშლას ეცდება და იმ ზონებში შემოგვიტევს, სადაც პირველ მატჩში პრობლემები გვქონდა. ჩვენის მხრივ, უნდა დავხვეწოთ დეტალები. ველით, რომ ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე საფრანგეთთან“.

ზურგი გავუმაგროთ უმცროს ბორჯღალოსნებს

წინა თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად არგენტინას ‘მიხეილ მესხზე’ ვერკინებით, რომელიც 24 ათას მაყურებელს იტევს ("ავჭალა" - 4 ათასი). მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი ტრიბუნებზე მრავლად მივიდეს და მხარში დაუდგეს უმცროს ბორჯღალოსნებს, რადგან გულშემატკივრის შეძახილები არაერთხელ ყოფილა გამარჯვების საწინდარი:

„სავსე ტრიბუნები და შეძახილები გვმატებს სტიმულს, მონდომებას, თამაშით მიღებული სიამოვნების გრძნობას, პასუხისმგებლობას, იმედს, რომ შენს უკან მოედანს მიღმაც შენიანები დგანან და ზურგს გიმაგრებენ. ხშირ შემთხვევაში მაყურებლის როლი გადამწყვეტია და ხვალ მათი თანადგომის იმედი გვაქვს“ - ამბობს კილასონია.

„ავჭალისგან“ განსხვავებით, სადაც დღეში 4 თამაში იმართებოდა, ხვალ "მიხეილ მესხზე" 3 თამაშია (უმცროსი ბორჯღალოსნების მატჩის შემდეგ თასის ნახევარფინალებია: 18 საათზე ინგლისი - სამხრეთ აფრიკა; 20:30 საათზე ახალი ზელანდია - საფრანგეთი). შესაბამისად, დღის ბილეთის ფასი 15 ლარია. გარდა ამისა, იყიდება 5 ლარიანი ბილეთებიც.

ერთად ვუქომოგოთ უმცროს ბორჯღალოსნებს!

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:30

საქართველო - არგენტინა

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ბეჟან გავაშელიშვილი, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. კობა ჯიმშელეიშვილი, 6. თორნიკე ჯალაღონია, 7. ილია სპანდერაშვილი (კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. ლუკა დვალიშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. ბექა მამუკაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (44)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:52 | 13.06.2017
პანტელეიმონი (1218)

გილოცავთ ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! ! !

18:13 | 13.06.2017
ddimitri (22)

გილოცავთ ყველას გამარჯვებას

18:17 | 13.06.2017
ddimitri (22)

ვეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს - აფრიკის და საფრანგეთის ბევრი მოთამაშე ფიზიკურად ძალიან განსხვავდებოდნენ ჩვენებისგან, ეს რომ არა ჯგუფშიც ერთ თამაშს მაინც მოვიგებდით

00:43 | 14.06.2017
BEERTRANCE (1073)

სწორი კვება და ვარჯიშები და განვითარებული ბავშვთა სპორტული მედიცინა. აი ეგაა რაც ხელს გვიშვლის კიდევ უფრო წინსვლაში

18:13 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

წელს ფიზიკურად ძაან ძლიერი, მაღლები, განიერი და ჯანიანი მორაბეები იყვნენ მოწინაღმდეგე გუნდებში. მაგრამ მთავარია ელიტაში ვართ და დამსახურებულადაც.

18:09 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

შარშანდელთან შედარებით ჩვენი შერკინება ვერ ჯაბნიდა მოწინაღმდეგეებს აშკარა უპირატესობით. შარშან ყველა მეტოქე დავჯაბნეთ. თვით საფრანგეთიც, რომელიც წელს აშკარად გვჯობდა ფიზიკურად შარშან ვათრიეთ. შარშან ცოტა გამართლება და მსაჯების მიკერძოება, რომ არა უფრო მაღალ ადგილს ვიმსახურებდით - უელსი მაგრად დავჩაგრეთ, არც ირლანდიის დამარცხება გაგვიჭირდებოდა. უბრალოდ წელს ფიზიკურად ვერ ვიყავით ასე გამორჩეულები.

18:06 | 13.06.2017
buratino (480)

თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო! გილოცავთ ყველას!

17:43 | 13.06.2017
mitro (18)

გილოცაააააააააავთ!!!!! რა თამაში მოვიგეთ საღოლ!!!! ეს არის შემართება და ეს არის მოტივაცია !!!! ამან მოიგო თამაში!!!!! ააააააააააააააააეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე..... დავიღალე მაგრათ!!!!

17:42 | 13.06.2017
maxo_65 (458)

ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ დასარტყმელი ჯარიმა უნდა დავარტყათ თქვენ შემოგევლეთ...

18:10 | 13.06.2017
sokhumsky (36)

100% თან ანგარიშის მიუხედავად. ყველა ქულა უნდა ჩაიდოს ყულაბაში

17:40 | 13.06.2017
maxo_65 (458)

ამ მსაჯების დ.შ. მთელი გულით, რას აკეთებდა..დამაგლიჯა ნერვები ამ შობელძაღლმა..

17:40 | 13.06.2017
sokhumsky (36)

ხომ ვამბობდით გაფრინდებიანთქო?

გილოცავთ ყველას. ძალიან მაგარი. მსაჯიანად მოვიგეთ არგენინას.

17:38 | 13.06.2017
geogoli (367)

ამიხდა წინათგრძნობა, გილოცავთ ყველას. სულ მჯეროდა რომ არგენტინას დამარცხება შეგვეძლო. დიდი მადლობა პატარა ბორჯღალოსნებს

17:38 | 13.06.2017
maxo_65 (458)

თქვენ შემოგევლეთ ბიჭებოოო, ყოჩაღ, გილოცავთ..დღეს რა კარგი დღე გვაქვს, აქეთ ბიჭები, იქეთ ზაზა, ღმერთო გვიმრავლე ასეთი დღეები..

17:35 | 13.06.2017
BEERTRANCE (1073)

თვითრწმენა არ მქონდა მარტო პატარა იმედი მქონდა (წულაიას თქმის არ იყოს პატარა ბავშვის კუტუასავით) და ვაშააააააააააააააააააააააააააააააა

ახლა მთავარია სანამ სახლში მივალ წნევამ დაიწიოს თორე ცოლს ვერ გადავურჩები

17:31 | 13.06.2017
DataN24 (215)

გილოცავთ ყველას! განსკუთრებით მათ ვინც უსუსტეს გუნდად შერაცხეთ ჩვენი ნაკრები და მიწასთან გაასწორეთ ყველგან რეგრესი გვაქვს და მისთანებიო ეს არარის მაქსიმუმი წინ ირლანდია გველოდება დაღლილობა თუ დავძლიეთ იქაც შეგვიძლია მოგება
ცოტა ჯგუფში რო გაგვმართლებოდა მეტი შეგვეძლო აშკარად ამ თამაშისკენ იყო მთავარი აქცენტი თავიდანვე

17:31 | 13.06.2017
shakooo7 (17)

გილოცავთ ყველას ძაან მაგარი თამაში იყო საღოლ ბიჭებს!!!

17:31 | 13.06.2017
krasni (587)

თქვენ გენაცვალეთ, მაგარი ბიჭები გვყავს. ყველას გილოცავთ, თავი სიზმარში მგონია. გაიხარეთ. ეშინოდეს ირლანდიას.

17:30 | 13.06.2017
BEERTRANCE (1073)

ვაშააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

115 პულსის დედაც, 150-100 ზე წნევის დედაც ჰო მოვიგეეეეეეეეეეეეეეეეეთ

ააააააააააეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

17:30 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

26 - 25

17:29 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მერაბ კვირიკაშვილს კარგი შემცვლელი გამოუჩნდა.

17:29 | 13.06.2017
shotai-olimpi (89)

ავოიეეეეეეეეეეეეე გილოცავთ ყველას!!! ხალხო წარმოგიდგენიათ ეს რას ნიშნავს!!!!!!!!

17:28 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

გილოცავთ მეგობრებო! ძაან გახარებული ვარ.

17:22 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

26 - 18
ღმერთი ფარავდეს აფრასიძეს და სრულიად ჩვენს ბიჭებს!

17:21 | 13.06.2017
zura-mesi (33)

26-18! ეგრე რა.

17:02 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

თანაც ასეთი დამტყმელი გვყავს
+3 ქულაც კარგი იყო 8 ქულით ვიქნებოდით წინ

17:01 | 13.06.2017
sabonis (74)

ბიჯო ამათ შიგ ხომ არა აქვთ რა ჯარიმები არ დაარტყეს, ასეთ დროს ზელანდია ურტყამს ჯარიმებს ვინაა ესენი გიჟებია.

17:04 | 13.06.2017
zura-mesi (33)

თან 8ქულით გავდიოდით წინ, გარდასახული ლელო არ ყოფნიდათ, არ ვიცი...

16:59 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მაგარი თამაშია

16:44 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

ლელო დაგვიდეს და 7 ქულა აიღეს მეორე ტაიმში
23 -18 ვიგებთ

16:43 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

23 - 18

16:36 | 13.06.2017
ika13 (34)

დაწერეთ რა ანგარიშის ცვლილებები....

16:26 | 13.06.2017
alfadhirhaiti (110)

მსაჯს შეხედეთ, რა დღეშია

აზერბაიჯანში აზერბაიჯანელებს ამას გაუბედავდნენ მთელი ტურნირის მანძილზე????

16:24 | 13.06.2017
krasni (587)

ყოჩაღ ბიჭებს, უნდა მოვიგოთ.

16:23 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

მოვიგეთ პირველი ტაიმი 23 - 11

16:00 | 13.06.2017
test (124)

მეგობრებო სტრიმი არაა?

16:04 | 13.06.2017
shakooo7 (17)

stripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/tv/gpb2hq')>0?'http://www.myvideo.ge/tv/gpb2hq':'http://www.myvideo.ge/tv/gpb2hq'))

15:49 | 13.06.2017
ika13 (34)

იმედია მოვიგებთ

15:48 | 13.06.2017
ika13 (34)

დაწერეთ რა ხდება

15:49 | 13.06.2017
zura-mesi (33)

14-3 ვიგებთ

15:47 | 13.06.2017
zura-mesi (33)

დასაწყისია-უკეთესს ვერ ინატრებ, იმედია ბოლომდე ეყოფათ ძალები.

12:14 | 13.06.2017
maxo_65 (458)

აბა ბიჭებო თქვენ იცით..შეუძლებელი არაფერია

11:16 | 13.06.2017
BEERTRANCE (1073)

არგენტინას 6 და 9 ნომერი დააკლდება ეგ კარგია. ირწმუნონ საკუთარი თავის.

09:57 | 13.06.2017
geogoli (367)

ისეთი წინათგრძნობა მაქვს რომ ამ თამაშს მოვიგებთ, არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია.
თუ ჩვენი ბიჭები ამას კითხულობენ იცოდეთ რომ თქვენს გვერდით ვართ მთელი გულით და დასაკარგი არაფერი გვაქვს. მთელი მონდომებით თუ ვითამაშებთ აუცილებლად გავიმარჯვებთ. აბა თქვენ იცით, უკვე დროა ვაჩვენოთ რეალურად რა შეგვიძლია

09:44 | 13.06.2017
sokhumsky (36)

ლელო, ლელო, საქართველო!

აქ გამოჩნდება ჩვენი გუნდის ფსიქოლოგის კომპეტენცია. იმედი მაქვს ბიჭების სათანადოდ განწყობა.

01:31 | 13.06.2017
არჩილ სოხუმელი (484)

რუსეთმა არგენტინის A ნაკრები (იაგუარები) დაამარცხა. ბოლო ხანებში რუსები პროგრესირებენ. ახალგაზრდული ნაკრებიც წელს ბევრად ძლიერები ყავთ.
10 июня в Монтевидео стартовал Кубка Наций по регби. Сборная России в своем стартовом матче добилась тяжелой победы над Аргентинскими ягуарами со счетом 39:38. В составе россиян попытки на свой счет записали Денис Симпликевич (2), Андрей Темнов, Дмитрий Кротов, Алексей Михальцов и Константин Узунов. Прделагаем вашем вниманию вибеообзор этого матча.
0?'>http://www.rugby.ru/new/kubok-nacij-videoobzor-matcha-rossiya-argentinskie-yaguary.html':'>http://www.rugby.ru/new/kubok-nacij-videoobzor-matcha-rossiya-argentinskie-yaguary.html'))

09:09 | 13.06.2017
BEERTRANCE (1073)

არგენტინა B იყო მგონი

18:10 | 13.06.2017
Nietzcshe (4)

არგენტინა XV, ოფიციალურად)

მეტის ნახვა
0.100986