საფრანგეთი ტოპ-14

11:08 | 12.02.2016 | ნანახია 1070 - ჯერ

კაკოვინის 32 წუთი

ვასილ კაკოვინის „ტულუზი“ სუპერ რაგბის სამხრეთაფრიკულ ფრანშიზთან, „შარქსთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში 17:31 დამარცხდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას 9 ათასი მაყურებელი დაესწრო. ქართველი ბურჯი განაცხადში იყო და შეცვლაზე 32 წუთი ითამაშა.

ანგარიში „ზვიგენებმა“ ლელოთი გახსნეს და უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, რაზეც ფრანგებმა ლელო-გარდასახვით უპასუხეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. შესვენებამდე მასპინძლებმა მეორე ლელოც გაიტანეს, ამჯერად გარდასახვაც გამოიყენეს, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 18:10 დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში „შარქსმა“ ფრანგთა ჩათვლის მოედანში ბურთი მესამედ დაამიწა, რის შემდეგაც ინიციატივას „ტულუზი“ დაეუფლა და ლელო-გარდასახვით მატჩის გადარჩენის იმედი დაიტოვა, მაგრამ აფრიკელებმა ეს იმედები ჯარიმებით ჩააქრეს, ორი ზუსტი დარტყმა შეასრულეს და 31:17 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ სუპერ რაგბის ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, „შარქსმა“ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ფრანგული გრანდი, „ტულონი“ დაამარცხა - 29:21. იმ შეხვედრაში სრულად ითამაშა კოტე მიქაუტაძემ, ხოლო ახალგაზრდა ქართველ კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:26 | 12.02.2016
baqo22 (10)

იმედია ვასო ნაკრებშიც ჩქარა დაბრუნდება.

11:43 | 12.02.2016
kommarkos (35)

ტულუზას 5 ძირითადის მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებში ჰყავს გაშვებული, თან როგორი! მარტო მაქსიმ მედარი რად ღირს კლუბისთვის.

0.088834