მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი პირველი მასშტაბური ტურნირია, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ჯერჯერობით მხოლოდ ჯგუფური ეტაპის შეხვედრები მიილია და წინ პლეი-ოფები და ფინალები გველის, მაგრამ უკვე თამამად შეიძლება ითქვას - საქართველო ორგანიზების კუთხით საუკეთესო შეფასებას მიიღებს.
„ბ“ ჯგუფს ქუთაისმა უმასპინძლა და ჩვენი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქისთვის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა. თუმცა, მისი სტუმრები უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ არიან. ისინი მოხიბლული არიან საქართველოში, კერძოდ ქუთაისში არსებული სარაგბო ინფრასტრუქტურით, ტურნირის ორგანიზებით, არქიტექტურული ძეგლებით, საქართველოს ბუნებით, ქუთაისელი ხალხის განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით და ქართველი ქომაგის სარაგბო განათლებით.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თბილისში გამომგზავრებამდე რამდენიმე ოფიციალურ პირს გავესაუბრეთ და მათ შთაბეჭდილებებს ქვევით გაგიზიარებთ:
ადამ მაკევოი (მატჩის კომისარი): „საოცრად მომწონს ქუთაისიში. ხალხი მეტად სტუმართმოყვარეა. იგრძნობა, რომ ქალაქს და მთელს რეგიონს ეამაყება ტურნირის მასპინძლობა. ძალიან დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ ყველასგან. მას შემდეგ, რაც აქაური ხალხი გავიცანი, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საქართველოში ოჯახი დაგვხვდა“.
ჯონ დილზილ (შოტლანდიის მწვრთნელი): „ჩვენის აზრით, ინფრასტრუქტურა მსოფლიო დონისაა. სავარჯიშო მოედანი, გასახდელები, აუზი, რომელიც აქ, ქუთაისში დაგვახვედრეს, არ ჩამოუვარდება მსოფლიოს საუკეთესო საწვრთნელ ბაზებს და ნამდვილად დაგვეხმარა აღდგენაში და თამაშისთვის მზადებაში.
ხალხი ძალიან პოზიტიური და თბილია - სასტუმროს პერსონალი, ჩვენი ორი ლიეიზონი - ყველა კარგია. კულტურული გამოცდილებისთვის ავედით სათაფლიის მღვიმეებში, რამდენიმეჯერ მივირთვით ქართული კერძები და ბიჭებს ძალიან მოეწონათ.
ქართველებს რაგბი თავდავიწყებით უყვართ - აქ რაღაცით ყველა კავშირშია რაგბთან. ძალიან კარგი, ახალთახალი სავარჯიშო ბაზა დაგვახვედრეს: ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც რაიმე სარაგბო ამბიცია გააჩნია, ასეთი ინფრასტრუქტურა გაუხარდებოდა, მით უმეტეს, რომ საქართველოში კიდევ რამდენიმე ასეთი ბაზა არსებობს. სავარჯიშო პირობებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ტურნირის ორგანიზებაც და ქვეყანაც ძალიან მოგვეწონა“.
კარტ (მატჩის კომისარი): „ქუთაისმა გამაოცა. სად მოვდიოდი არ ვიცოდი და აქაურმა სტუმართმოყვარეობამ „წამლეკა“. ყველა ისეთი თბილია, ისე ცდილობს მოგეხმაროს, რამეში ხელი გაგიმართოს, რომ გაოცებული ვარ.
მღვიმეებში, კანიონში - სუნთქვა შემეკრა, არაამქვეყნიურია. იმდენი რამეა აქ სანახავი და წარმოდგენაც კი არ მქონდა რამდენად ლამაზია ეს ქვეყანა. თითქოს ქუთაისთან ძალიან ახლოსაა და ამავდროულად, გეგონება სხვა პლანეტაზე ხარ. მონასტრები კი, უმშვიდესი ადგილია ამქვეყნად. წარმოუდგენელია!“.
ჰასკინს (კომენტატორი): „საქრთველო შესანიშნავი ქვეყანაა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სარაგბო ინფრასტრუქტურამ, განსაკუთრებით აქ, ქუთაისში. შოტლანდიის, იტალიის, ახალი ზელანდიის და ირლანდიის ნაკრებებს ძალიან მოსწონთ როგორც თავიანთი სავარჯიშო ბაზები, ისე ზოგადი გარემო.
და მოედნები კარგია, ხალხი სტუმართმოყვარეა. ყველაზე მეტად ქართველმა გულშემატკივრებმა გამაოცეს: მათ კარგად ესმით თამაში, გრძნობენ მას და თავდავიწყებით უყვართ ჩვენი თამაში - რაგბი.
კომენტატორი, ორი წლის წინ ვიყავი იტალიაში, შარშან კი მანჩესტერში და შემიძლია ვთქვა, რომ აქაური ინფრასტრუქტურა იტალიურს და ინგლისურს არაფრით ჩამოუვარდება. სამუშაოდ ყველანაირი პირობა გვაქვს. არქიტექტორმა ქუთაისის სტადიონზე ძალიან კარგად დაგეგმა არა მხოლოდ გასახდელები, არამედ სამედიცინო ინფრასტრუქტურაც; მედიისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ტელევიზიისთვის გამოყოფილი სივრცეებიც და ეს ყველაფერი შესანიშნავად მუშაობს. ასე, რომ ჩემი შეფასება 10 ქულაა 10-ბალიანი სისტემით“.
მელონ (ირლანდიის მწვრთნელი): „ქუთაისი არაჩვეულებრივად დაგვხვდა. ხალხი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დახმარებას: სასტუმროს პერსონალი, გუნდის ატაშე, საქართველოს რაგბის კავშირის და მსოფლიო რაგბის თანამშრომლები, ქუთაისის მოსახლეობა - ყველა ძალიან სტუმართმოყვარეა. წლევანდელი ტურნირი სწორედ ამით გამოირჩევა. შარშან, ინგლისში, ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა გვქონდა, აქაც არანაკლები გვაქვს. ქუთაისის სარაგბო სტადიონი, სადაც ერთ სივრცეშია მოქცეული სატრენაჟორო დარბაზი, სამი ბალახი მოედანი, მე-4 თაობის ხელოვნური მოედანი და აუზი, მსოფლიო კლასისაა. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ წლევანდელი ტურნირი შარშანდელს ჯობია.
ფილპოთ (ახალი ზელანდიის მწვრთნელი): „ბიჭები ძალიან თბილად მიიღეს. თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს სახლში ვიყოთ, რადგან საქართველო ახალ ზელანდიას გავს - ბევრი სიმწვანით და მეგობრული ხალხით. მოგვწონს აქაური ამინდიც.
ნამდვილად კარგადაა ორგანიზებული, როგორც სავარჯიშო, ისე სათამაშო თვალსაზრისით - მატჩები დროის სიზუსტით მიმდინარეობს, სავარჯიშო სტადიონები კეთილმოწყობილია და სათამაშო მოედნის ბალახის საფარი მაღალი დონისაა“.
მეითამ (მინდვრის მოვლის სპეციალისტი): „ახლახანს შევხვდი სტადიონის მენეჯმენტს და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ნამდვილად ბევრს შრომობენ. მოედნები ძალიან კარგადაა მომზადებული და ტურნირიც მაღალ დონეზეა ორგანიზებული - გამოვარჩევდი ტრანსპორტირების მხარეს. თითოეული ორგანიზატორი მზადაა დაგეხმაროს ნებისმიერ საკითხში. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი არაჩვეულებრივად ორგანიზებული ტურნირია“.
ლოსე (კომენტატორი): „2009 წლიდან მსოფლიო რაგბის ყველა ჩემპიონატს დავესწარი და ეს ტურნირი ნამდვილად გამორჩეულია. აღფრთოვანებულები ვართ ქართველი ხალხით. განსაკუთრებით მოგვეწონა ქართული კერძები. აქ ღვინო და ლუდიც ძალიან გემრიელია და თანაც საკმაოდ იაფი.
თვალსაზრისითაც აღფრთოვანებული ვარ - ქუთაისში მატჩების მსვლელობისას გულშემატკივართა რაოდენობით და მათი მხარდაჭერით გაკვირვებული დავრჩი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაღალი დონის ორგანიზების შედეგია, სადაც ყველა ჩართულია და ისინი ამ ოდენობის მაყურებელს იზიდავენ მოედანზე“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუსეთმა არგენტინის A ნაკრები (იაგუარები) დაამარცხა. ბოლო ხანებში რუსები პროგრესირებენ. ახალგაზრდული ნაკრებიც წელს ბევრად ძლიერები ყავთ.
10 июня в Монтевидео стартовал Кубка Наций по регби. Сборная России в своем стартовом матче добилась тяжелой победы над Аргентинскими ягуарами со счетом 39:38. В составе россиян попытки на свой счет записали Денис Симпликевич (2), Андрей Темнов, Дмитрий Кротов, Алексей Михальцов и Константин Узунов. Прделагаем вашем вниманию вибеообзор этого матча.
0?'>http://www.rugby.ru/new/kubok-nacij-videoobzor-matcha-rossiya-argentinskie-yaguary.html':'>http://www.rugby.ru/new/kubok-nacij-videoobzor-matcha-rossiya-argentinskie-yaguary.html'))
სასიამოვნოა დადებითი შეფასებების მოსმენა, მაგრამ ჩვენ ხარვეზებსაც ვხედავთ და ამაზე ტურნირის დასრულების მერე დავწერთ.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ დადებითი შეფასება დავიმსახუროთ.რაც მეტი მაღალი დონის ტურნირი ჩატარდება ჩვენთან მით უკეთესია ქართული რაგბის განვითარებისთვის.წარმატებები
მაგას რა ჯობია თუ ეგრე კმაყოფილები დარჩნენ, მალე მოგვცენ კიდევ 1-ელ ამ ტურნირის ჩატარების უფლება.