უცხოური

11:08 | 11.06.2017 | ნანახია 4598 - ჯერ

ივნისის ტესტები: პირველი კვირა

შაბათს ივნისის ტესტებმა აიღო სტარტი. მატჩებმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და გულშემატკივრების იმედები გაამართლა. ყველაზე დაძაბული და გამორჩეული დაპირისპირება სან ხუანის “ესტადიო დელ ბისენტენარიოზე” გაიმართა, სადაც არგენტინის ნაკრები ინგლისს დაუხვდა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

ინგლისის ნაკრებს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიური ტურნეს გამო 17 მოთამაშე აკლდა და ამიტომაც, ფავორიტებად არგენტინელები მიიჩნეოდნენ, თუმცა, “წითელმა ვარდებმა” ბოლომდე იბრძოლეს და გადახალისებული შემადგენლობითაც გაიმარჯვეს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. “პუმებმა” განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს მოუმატეს, უკანასკნელ 4 წუთში 10 ქულა გააკეთეს და ტაიმი 17:13 მოიგეს.

მეორე ნახევარი ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო და 50-ე წუთისთვის ანგარიში 17:23 გახდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა დროის 4-წუთიან მონაკვეთში ორი ლელო გაიტანეს და მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 8 ქულით გაიჭრნენ წინ. 63-ე წუთზე ფორდმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო ორ წუთში ლელო გაიტანა და ანგარიში 31:31 გახდა. მატჩის დასასრული კი დრამატული გამოდგა: 77-ე წუთზე ერნანდესმა არგენტინელები არეკნით დააწინაურა და თითქოს, შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა, მაგრამ სტუმრები არ დანებებულან და 79-ე წუთზე სოლომონამ შესანიშნავი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბრწყინვალე ლელო დადო და ინგლისს მოაგებინა - 34:38.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა პრეტორიაში, “ლოფტუს ვერსფელდზე” “ტულონის” და “კლერმონის” მოთამაშეების გარეშე მოასპარეზე საფრანგეთი მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საწყისი 40 წუთი 16:3 დასრულდა. მეორე ნახევარი კი ფრანგებისთვის იმედისმომცემად დაიწყო და 55-ე წუთზე სერენმა ლელო დადო, რომელიც პლისონმა გარდასახა. თუმცა, სტუმრებმა მეტი სახეირო ვეღარაფერი გააკეთეს, პირიქით, 10-წუთიან მონაკვეთში 3 ლელო გაუშვეს და საბოლოოდ 14:37 წააგეს.

გრეიგ ლეიდლოუს, სტიუარტ ჰოგის, ტომი სიმურის, შონ მეიტლენდისა და ძმებ გრეიების გარეშე მოთამაშე შოტლანდიის ნაკრებმა სინგაპურში ძალიან მარტივად დაჩაგრა იტალიის ნაკრები, რომელმაც კაპიტნის, სერჯო პარისეს გარეშე ითამაშა.

“ნარშავები” შეხვედრის დებიუტიდანვე ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ იტალიელებმა კარგა ხანს გაძლეს და მხოლოდ ტაიმის ბოლო წუთებზე გატყდნენ: 39-ე წუთზე ალი პრაისმა მეტოქე გუნდის ხაზი შესანიშნავად გაარღვია და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო უკვე გაწითლებულ დროში ფინ რასელმა ბურთი ფეხით შესანიშნავად გადაჰკიდა და ტიმ ვისერს მეორე ლელო დაადებინა, გარდასახვა დანკან ტეილორმა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 3:15 დასრულდა.

მეორე ნახევარი შოტლანდიელებმა ისევე აქტიურად დაიწყეს, როგორც პირველი დაასრულეს: 44-ე და 48-ე წუთებზე ფორდმა ორი ლელო გაიტანა და ანგარიში 3:27 გახადა. დარჩენილ დროში “აძურიმ” ორი გარდაუსახავი ლელო დადო, რასაც სქოთებმა ჰოილენდის ლელოთი და ჰორნის გარდასახვით უპასუხეს - 13:34.

დღის ყველაზე ადრეულ შეხვედრაში (საქართველოს დროით დილის 9 საათზე დაიწყო) ავსტრალიის ნაკრებმა ფიჯი იოლად, 37:14 დაამარცხა, ხოლო 40 წუთის შემდეგ კუმამოტოში დაწყებულ მატჩში ადგილობრივმა იაპონიის ნაკრებმა რუმინეთს 33:21 მოუგო.

ივნისის ტესტების პირველი კვირის დასკვნითი შეხვედრა (საქართველოს ნაკრების თამაშზე ცალკე დაიწერება) ნიუ იორკის “რედ ბულ არენაზე” გაიმართა, სადაც აშშ-ის ნაკრები ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა. საწყისი 40 წუთი 7:29 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში მასპინძელთა 2 ლელოს სტუმრებმა 4-ით უპასუხეს და ტაბლოზე საბოლოოდ 19:55 დაფიქსირდა.

დანარჩენი 4 შეხვედრა გაცილებით ნაკლებ ინტერესს იწვევს რაგბის მოყვარულთათვის, ვიდრე ზემოთ ნახსენები თამაშები. ოთხივე დაპირისპირების შედეგი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტები მომდევნო შაბათს ასევე ძალიან საინტერესო მატჩებით გაგრძელდება.

ავსტრალია – ფიჯი 37:14 (18:0)

ავსტრალია: 5 ლელო – ფოლაუ (4; 55), სპეიტი (11; 83), მური (68); 3 გარდასახვა – ფოლი (5; 56; 69); 2 ჯარიმა – ფოლი (9; 29); 1 სინბინი – ფოლაუ (20)

ფიჯი: 2 ლელო – გონევა (63), ნაგუსა (78); 2 გარდასახვა – ვოლავოლა (64; 79)

იაპონია – რუმინეთი 33:21 (23:9)

იაპონია: 3 ლელო – იამადა (13), ფუკუოკა (38), ლიტჩი (42); 4 ჯარიმა – ოგურა (19; 23; 34; 53); 3 გარდასახვა – კარპენტერი (14), ოგურა (39; 43)

რუმინეთი: 2 ლელო – მაკოვეი (57; 66); 3 ჯარიმა – ვლაიკუ (3; 6; 31); 1 გარდასახვა – ვლაიკუ (67)

იტალია – შოტლანდია 13:34 (3:15)

იტალია: 2 ლელო – კამპანიარო (66), ესპოზიტო (80); 1 ჯარიმა – ალანი (10); 2 სინბინი – ბადი (48), სტეინი (72)

შოტლანდია: 5 ლელო – პრაისი (39), ვისერი (41), ფორდი (43; 49), ჰოილენდი (75), 1 ჯარიმა – რასელი (6); 3 გარდასახვა – ტეილორი (43), რასელი (44), ჰორნი (76)

სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი 37:14 (16:7)

სამხრეთ აფრიკა: 4 ლელო – კრილი (32), საჯარიმო (60), კრონიე (61), სერფონტეინი (68); 3 ჯარიმა – იანტიესი (12; 15; 40), 3 გარდასახვა – კუტზე (33), იანტიესი (62; 69)

საფრანგეთი: 2 ლელო – შავანსი (35), სერენი (55); გარდასახვა – პლისონი (37; 57), 1 სინბინი – დულენი (71)

არგენტინა – ინგლისი 34:38 (17:13)

არგენტინა: 4 ლელო – ბოფელი (8), ლავანინი (37), დე ლა ფუენტე (51), ტუკულეტი (53); 1 ჯარიმა – სანჩესი (42); 1 არეკნი – ერნანდესი (77); 4 გარდასახვა – სანჩესი (9; 38; 52; 55)

ინგლისი: 4 ლელო – იარდი (31), მეი (47), ფორდი (63), სოლომონა (79); 4 ჯარიმა – ფორდი (17; 27; 43; 63); 3 გარდასახვა – ფორდი (33; 49; 80)

აშშ – ირლანდია 19:55 (7:29)

აშშ: 3 ლელო – სივეტა (20), ქუილი (46), მატიასი (55); 2 გარდასახვა – მაკგინტი (20; 47)

ირლანდია: 9 ლელო – ერლსი (2; 17), სტოკდეილი (14), სკანელი (30), მარმიონი (34), კონანი (43), რაიანი (62), მაკგრეთი (68), ზებო (75), 5 გარდასახვა – რინგროუზი (15), კარბერი (35; 44), სკანელი (69; 76)

ბრაზილია – პორტუგალია 25:21 (6:8)

ერთა თასი (ურუგვაიში)

ნამიბია – ესპანეთი 13:15 (3:3)

არგენტინა ბ – რუსეთი 38:39 (12:22)

ურუგვაი – იტალია ბ 30:21 (13:14)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:29 | 12.06.2017
temuchin (431)

არგენტინა შემეცოდა, მგლებივით ითამაშეს, უმაგრესად და ულამაზესად და მაინცდამაინც ბოლო წამებზე.. ეეჰ. P.S. ისეთ ფორმაში არიან ისე ეგენი ჩვენებმა თუ მთელი ჯიგარი არ დადეს და სისხლი არ ჩააქციეს გადაგვივლიან.

18:59 | 11.06.2017
BEERTRANCE (1073)

ამერიკას რა დაახურა ირლანდიამ

13:10 | 11.06.2017
ოვალური კორბენი (276)

ანგარიშებს გადავხედე და ერთი ტოტალიზატორული ტერმინი ამეკვიატა - ჩვენი ნაკრები მაგარი ნაკლებისტია ხო ? DDDDDDD

1.116534