უცხოური

22:39 | 10.06.2017 | ნანახია 1809 - ჯერ

ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა “კრუზეიდერსი” დაამარცხეს

ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ახალზელანდიური ტურნეს მესამე მატჩში გამარჯვება მოიპოვეს. უორენ გეტლანდის შეგირდებმა AMI შტადიუმ-ზე სუპერ რაგბის ლიდერი “კრუზეიდერსი” დაამარცხეს.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ გატანილმა ჯარიმებმა გამოავლინა. სტუმართაგან ოთხი ჯარიმა ზუსტად ოუენ ფარელმა შეასრულა, ხოლო მასპინძელთაგან რიჩი მოუნგამ მხოლოდ ერთი ჯარიმით უპასუხა და მატჩი ლომების გამარჯვებით დასრულდა – 12:3.

მომდევნო მატჩს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 13 ივნისს “ჰაილენდერსის” წინააღმდეგ გამართავენ.

კრუზეიდერსი – ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 3:12 (3:9)

კრუსეიდერსი: 1 ჯარიმა – მო’უნგა

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები: 4 ჯარიმა – ფარელი

მიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=HqfqyxHN0kE


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.231913