7-კაცა

13:56 | 10.06.2017 | ნანახია 6734 - ჯერ

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა საფრანგეთი 24:14 დაამარცხა.

ევროპის გრან პრის მეორე, ლოძის ეტაპზე ჩვენმა 7-კაცამ ფრანგებს 24:14 მოუგო.

პირველ ტაიმში ლევან გოგოლაშვილმა დუბლი შეასრულა, მეორეს დასაწყისში ნიკა სუხაშვილმა ანგარიში 19:0 გახადა, რის შემდეგაც ფრანგებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს. ბოლო წუთზე ფრანგების დაცვა გურამ შენგელიამ გაარღვია და ლოძის ეტაპი გამარჯვებით გავხსენით.

ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ესპანეთთან 15:29 საათზე დაიწყება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:07 | 12.06.2017
პანტელეიმონი (1218)

ბრავო ! ! !

00:46 | 11.06.2017
BEERTRANCE (1073)

გვიჭირს ღრუსებთა 7-კაცაში. იმედია ამჯერად ვაჯობებთ

18:40 | 10.06.2017
ogafa (407)

ყოჩაღ

0.084032