თბილისის კავკასიელები “ჩელენჯ კაპის” საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას ორშაბათს, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგნენ.
ლევან მაისაშვილმა თავიდან 30 მორაგბეს მოუყარა თავი, მაგრამ ამ კვირაში შეკრებას ორი კავკასიელი შეემატა - “ლოკომოტივისა” და “ბათუმის” პირველხაზელები, ომარ ბალიაშვილი და შოთა ცხოვრებაშვილი.
როგორც ადრევე მოგახსენეთ, ტრავმების გამო შეკრებაზე ვერ მოხვდა ქუთაისის “აიას” ორი მოთამაშე: გიორგი ტორაძე და
“რამოდენიმე დღეა, რაც შევიკრიბეთ და აქტიურად ვემზადებით ორმატჩიანი შესარჩევისთვის, რომელშიც საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს, იტალიურ “როვიგოს” ვეთამაშებით” – გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
“სასიამოვნოა, რომ ორი პირველხაზელი დაგვემატა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან თავიდან ამ რგოლის შერჩევა გაგვიჭირდა. სამწუხაროდ, პირადი პრობლემების გამო, გუნდს ვეღარ დაეხმარება მესამეხაზელი ბექა ყურაშვილი.
დიდი სურვილი გვქონდა, “კავკასიელებში” ეროვნული ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელიც გამოგვეძახა, მაგრამ სამწუხაროდ, რაგბის კლუბ “არმაზის” მთავარი მწვრთნელის, დავით ვართანიანის გარდაცვალების შემდეგ, ირაკლის მოუხდა მწვრთნელის ფუნქციების თავის თავზე აღება და შესაბამისად, კლუბს ვერ მიატოვებს“.
დღეს, “კავკასიელები” პირველ ღია ვარჯიშს გამართავენ. იგი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე, 17 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, ვარჯიშზე დასწრება ქომაგებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეეძლებათ (ფოტო-ვიდეო გადაღების დრო შეუზღუდავია; სინქრონების ჩაწერა ვარჯიშის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი).
იტალიაში, 20 სექტემბერს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის გამართვამდე, “კავკასიელები” “ლოკომოტივთან” სპარინგ-მატჩს გამართავენ. შეხვედრა შაბათს, 13 სექტემბერს, შევარდენზე მოეწყობა. დაწყების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.
www.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია