7-კაცა

13:28 | 9.06.2017 | ნანახია 3202 - ჯერ

7-კაცა ლოძის ეტაპზე

შაბათ-კვირას ჩვენი 7-კაცა ევროპის გრან პრის მეორე, ლოძის (პოლონეთი) ეტაპზე ითამაშებს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. ლოძში არ ითამაშებენ ნიკო აფციაური, ბიძინა სამხარაძე და ნიკა გიგაური. მათ ნაცვლად 12-კაციან განაცხადში არიან ნიკა სუხაშვილი, თორნიკე მანაგაძე და ალექსი ხუციშვილი.

ჩვენმა 7-კაცამ პირველი, მოსკოვის ეტაპი კარგად დაიწყო და ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა (გერმანიასთან და უელსთან), მომდევნო ოთხი თამაში კი მცირე სხვაობით დათმო და ჯამში მე-8 ადგილი დაიკავა.

პოლონეთში საქართველოს მეტოქეები საფრანგეთის, ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებები იქნებიან. მოსკოვში ესპანეთმა ფინალი ირლანდიასთან დათმო, საფრანგეთი მე-5, ხოლო ბელგია მე-11 ადგილზე გავიდა.

ლოძის ეტაპზე თამაშები 12 საათზე იწყება. 10 ივნისს საქართველო პირველ შეხვედრას 13:06 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს, 15:29-ზე ესპანეთს, ხოლო 18:36-ზე ბელგიას ეთამაშება.

მეორე, ლოძის (პოლონეთი) ეტაპზე ითამაშებენ: ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ალექსი ხუციშვილი (უკლუბო), ნიკა სუხაშვილი (ჯიქი), გურამ შენგელია (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), თორნიკე მანაგაძე (აია), რევაზ ბროძელი (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), რეზი ჯინჯიხაძე (ჯიქი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:29 | 10.06.2017
BEERTRANCE (1073)

ღრუსებს ვეჯახებით 1/4-ში. იმედია ვაჯობებთ.

13:41 | 10.06.2017
BEERTRANCE (1073)

ფრანგებს მოუგეს, ვერანაირად წარმოვიდგენდი.

01:18 | 10.06.2017
dinamo222 (692)

ლინკი რატო არ დადეთ სად ვუყუროოოთ ?????

14:16 | 10.06.2017
ddimitri (22)

stripslashes((strlen('http://rugger.info/news/14573')>0?'http://rugger.info/news/14573':'http://rugger.info/news/14573'))

14:16 | 10.06.2017
ddimitri (22)

აქ არის

20:15 | 09.06.2017
mindia (74)

წარმატება ბიჭებს, მაგრამ რეალისტები ვიყოთ, მსოფლიო სერიის დონის ნაკრები დღესდღეობით არ გვყავს.

19:56 | 09.06.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

17:43 | 09.06.2017
dinamo222 (692)

აფციაური რატო არ წაიყვანეს ? როგორც მახსოვს რამოდენიმე მაგარი ლელო დადო მოსკოვში !

16:45 | 09.06.2017
sabonis (74)

ეს რომელი ბიძინა სამხარაძე? ნაკრებში აბუს სათადარიგო, რომ იყო? კი აქ მაგ ახლა მაგას ამ ასაკში 7 კაცაში გასაქაჩი სისწრაფე თუ ეგ სხვაა?





/

17:44 | 09.06.2017
dinamo222 (692)

კი ეგა რიჟა სხვათაშორის კარგად გაქაა მოსკოვში პირველი 2 თამაში და მერე დაიმტვრა და უმაგისოდ წააგეს ზედიზედ თამაშები

14:05 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.081726