საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ფლორიან ვერეგე საქართველოსთან მოგებული (54:0) შეხვედრის შემდეგ, საპრესკონფერენციო ოთახში გამოცხადდა და მცირე კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ ძალიან მკაცრი მატჩისთვის ვიყავით მზად. შეხვედრის დასაწყისში ქართველებისგან დიდი წინააღმდეგობა მივიღეთ, თუმცა, შემდეგ ვიგრძენით, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდით და ასეთი გამარჯვება მოვიპოვეთ.
ქართველებს წარმატებებს ვუსურვებთ მომდევნო ეტაპზე, რათა ტურნირში ადგილის შენარჩუნება მოახერხონ”, - განაცხადა ვერეგემ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები გ ჯგუფში 11 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა და როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი, 1/2-ფინალში ახალ ზელანდიას შეხვდება.
შემდეგ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ისაუბრა.
ქართველი სპეციალისტის თქმით, მწვრთნელები აქცენტს მეოთხე მატჩზე აკეთებენ და შემადგენლობის ასეთი როტაცია სწორედ ამ მიზეზმა გამოიწვია. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა მოთამაშეებმა ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვეს, ხოლო ფრანგებმა მშვენივრად ითამაშეს და ფაქტობრივად ყველა კომპონენტში გვაჯობეს.
“ყურადღება მეოთხე მატჩზე გავამახვილეთ. ამიტომაც, შემადგენლობა სერიოზულად გადავახალისეთ და თამაშის საშუალება სხვა მოთამაშეებს მივეცით.
წინა ორ თამაშთან შედარებით, ვეცადეთ, უფრო ფართო დაცვა გვეთამაშა, თუმცა ძალიან ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, ბევრი ბოჭვა გავაფუჭეთ და როდესაც ფრანგებმა ტემპს უმატეს, სერიოზული სირთულეების წინაშე დავდექით.
შეტევაში მაქსიმალურად ვცდილობდით, ბურთი დაგვეჭირა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ გადაწყობა და უპირატესობის ხაზის გადაკვეთა გვიჭირდა. ფრანგებმა ფაქტობრივად ყველა კომპონენტში გვაჯობეს”, - განაცხადა მაისურაძემ.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 0 ქულით დაასრულა და გ ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზე გავიდა. IX-XII ადგილებისთვის ბრძოლაში “ნორჩი ბორჯღალოსნების” პირველი მეტოქე აწ უკვე კარგად ნაცნობი არგენტინა იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Обратите внимание!!!
Реально полезная штука.
С помощью этого средства можно восстанавливать любые кожаные изделия.
Всегда пригодится в хозяйстве.
[url="stripslashes((strlen('https://small-smile.ru/?p=10"]уход')>0?'https://small-smile.ru/?p=10"]уход':'https://small-smile.ru/?p=10"]уход')) за кожей[/URL]
Hello friends!
I am an official representative of private company which deals with all kinds of written work (essay, coursework, dissertation, presentation, report, etc) in short time.
We are ready to offer a free accomplishment of written work hoping for further cooperation and honest feedback about our service.
This offer has limited quantities!!!
Details on our website:
0?'>https://top-essay.work/2017/04/23/pshs-homework-help/':'>https://top-essay.work/2017/04/23/pshs-homework-help/'))
იმედია შემდეგს მაინც მოვიგებთ
მეოთხე თამაშში თავი უნდა შევაკლად და მოვიგოთ არგენტინასთან, აი მერე ირლანდიასთან შეგვიძლია წნეხის გარეშე ვითამაშოთ.
ის რაღაცა წარმატა რომ გვაქვს რაგბში, ანუ დიდებში, ისიც საფრანგეთის სდამსახურებაა თუარა ამოგვტენიდა რუსეთი და რუმინეთი ხო საერთოდ
იმიტომ აჯობებს რომ ჩვენი სპორცმენები სახელმწიფოს შემწეობით არსებულს ე.წ. კლუბებში იზრდებიან, კაპიტალისტური ქვეყნების მორაგბეები კი კერძო და მაღალი დონის კლუბებში
კაპიტალისტური სამყარო სპორტში ყოველტვის აჯობებს კომუნისტურსაც და ჩვენსავით ნაკომუნისტარ ქვეყნებსაც!
ჩინეთი რომელი კაპიტალისტური ქვეყანაა?
რა უნდა Iთქვას, რეზერვი არ გვყავს/
დასაწყისშივე მეოთხე თამაშზე აკეთებდა აქცენტს მაისურაძე, ვნახოთ. წარმატება ვუსურვოთ ბიჭებს.