ტესტ-მატჩები

9:47 | 9.06.2017 | ნანახია 4607 - ჯერ

ამერიკული ტურნე: რაზმი კანადასთან

ბორჯღალოსნები ერთი კვირაა, რაც კანადაში, კალგარიში იმყოფებიან და ემზადებიან ამერიკული ტურნეს პირველი ტესტისთვვის - კანადის წინააღმდეგ. მატჩამდე 48 საათით ადრე მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.

ტრანსლაცია

თამაში "რაგბი პარკზე" 10 ივნისს, ადგილობრივი დროით 15 საათზე იწყება. ამ დროს თბილისში შუა ღამე გადასული იქნება და შეხვედრა ჩვენი დროით 11 ივნისს, 01:00-ზე დაიწყება. კანადური მხარე სატელევიზიო რეპორტაჟს არ ახორციელებს, სამაგიეროდ წარიმართება 4-კამერიანი ლაივსთრიმი, რომელიც კანადის რაგბის კავშირის ფეისბუქის გვერდზე @RugbyCanada გაიმართება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი კანადურ მხარესთან ტექნიკურ დეტალებს არკვევ, რის შედეგადაც სთრიმი ქართული კომენტარით ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სოცმედიაპლატფორმაზეც გადმოიცემა.

შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ლევან ჩილაჩავა, ვიტო კოლელიშვილი და შალვა მამუკაშვილი. მათმა გუნდებმა (კლერმონი და ტულონი) 4 ივნისს საფრანგეთის ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და ისინი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდნენ.

ძირითადში მყოფი მორაგბეების კეპების ჯამი 705-ია (393 - ხაზი, 312 - შერკინება) და აქედან მხოლოდ ერთს აქვს 20-ზე ნაკლები, თუმცა თადარიგის მოთამაშეებიდან ოთხ მორაგბეს ნაკრებში 10 თამაშიც არ ჩაუტარებია.

„კანადის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი რაზმი შევარჩიეთ, რაც ხაზს უსვამს მატჩის მნიშვნელობას. ჩვენ კიდევ გვახსოვს მარტში რუმინეთთან წაგებული მატჩი და აქედან გამომდინარე, მიზნად ვისახავთ იმას, რომ კანადის წინააღმეგ კარგი თამაში ვანახოთ“, - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მეორე ქართველი ცენტურიონი

სასტარტო შემადგენლობაშია და ქალგარში თავის მე-100 კეპს მოიხვეჭს დავით კაჭარავა. გუნდს მისი მეწყვილე მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს. თამაშს იწყებს ყველაზე მეტი კეპის მქონე, ბორჯღალოსნების საუკეთესო მექულე, ფულბექი მერაბ კვირიკაშვილი. ფლანგებზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუასა და ახალბედა სოსო მათიაშვილს (1 კეპი) ვიხილავთ. მათიაშვილს სანაკრებო დებიუტი 4 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან ჰქონდა და ეს მოვლენა მან ლელოთი აღნიშნა.

ღერძი ნაცადი და გამოცდილია - ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე. პირველ ხაზში მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ანტონ ფეიქრიშვილი დადგებიან. ამ უკანასკნელმა ნაკრების კვართით ბოლოს ერთი წლის წინ, შარშანდელი ივნისის ტესტებზე სუვაში ტონგას წინააღმდეგ ითამაშა.

მეორე ხაზში გიორგი ნემსაძისა და კოტე მიქაუტაძის გამოცდილ წყვილს ვიხილავთ, ხოლო მესამე ხაზში ლაშა ლომიძე, გიორგი თხილაიშვილი და ბექა ბიწაძე დადგებიან.

თადარიგშია ახალგაზრდა კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელსაც ნაკრებში პირველად შარშან, ნოემბრის ტესტებზე ითამაშა. ნაკრების კვართით პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ამჯერად თადარიგშია სოსო ბეკოშვილი (5 კეპი), ხოლო მეორე ბურჯი გამოცდილი კარლენ ასიეშვილია. მეორე ხაზში შეცვლაზე არიან ნოდარ ჭეიშვილი და ვეტერანი გიორგი ჩხაიძე, რომელმაც სანაკრებო კვართი ბოლოს შარშან, ოკეანეთის ტურნეზე, ფიჯისთან მატჩში მოირგო.

მესამე ხაზში შემცვლელად ოთარ გიორგაძეს ვიხილავთ, რომელსაც აქამდე ნაკრებში 4-ჯერ უთამაშია, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან თადარიგში გამოცდილი ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე არიან.

„ამ კვირის განმავლობაში კარგად ვივარჯიშეთ და ახლა ის დაგვრჩენია, ეს ყველაფერი შაბათს მოედანზე გადავიტანოთ. გარდა ამისა, ამ თამაშს ჩვენთის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი წევრი შაბათს მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. დავით კაჭარავა ბოლო 10 წელზე მეტია, ჩვენი გუნდის შეუცვლელ და მნიშვნელოვან წევრს წარმოადგენს და აქედან გამომდინარე ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ კაჭიმ მე-100 კეპი გამარჯვებით იზეიმოს“, - დასძნა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს ბორჯღალოსნები

ამერიკის ტურნე 2017 * I ტესტი - კანადა

კვი 11/06 * კალგარი, რაგბი პარქ * 01.00 საქ

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

103

14ლ 146გ 144ჯ 3ა [803 ქ] 5სბ

14

სოსო მათიაშვილი

აკადემია [საქ დ 10]

1993 1

13

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

99

21ლ [4 კაპ] 2სბ

12

მერაბ შარიქაძე^კაპ

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

51

10ლ [4 კაპ]

11

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

64

7ლ 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

53

7ლ 4გ [43 ქ]

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

21

5ლ

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

41

2ლ სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

43

ლ 2სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

.

1987

23

5ლ 2სბ

4

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

70

12ლ 4სბ

5

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

48

2ლ 3სბ

6

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

30

5ლ სბ

7

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

37

10ლ სბ

8

ბექა ბიწაძე

შონბრი [სფრ ფედ1]

1991

20

6ლ

მარქაფა [თადარიგი]

22

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

75

4ლ 40გ 25ჯ 3ა [184 ქ] 2სბ

21

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

55

2სბ

16

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

4

:

17

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

26

2ლ

18

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

5

:

19

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

6

:

20

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

4

23

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

94

10ლ [1 კაპ] 6სბ

22.05 @ 8/06_2017

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:06 | 11.06.2017
federer (17) (469)

იმით მოვიგეთ რაშიც უძლიერესები ვართ დროა შერკინებას რარაც სხვა კომპონენტებითაც დავეხმაროთ და ეს შერკინება შევინარჩუნოთ

03:04 | 11.06.2017
federer (17) (469)

საშინელ კლიმატურ პირობებში ჩატარებული თამაში სადც დამაჯერბლად მოვიგეთ, მაგრამ ძალიან ბევრი შეცდომები დავუშვით და უკეთესი გუნდი დაგვჯიდა

03:03 | 11.06.2017
dinamo222 (692)

დამთავრდა 13-0 მოვიგეთ საზ მაუუ მოგიდღანთ ყველაფერი @@ ასეთი თამაშის მაგივრად რაღაცა იდიოტურ ფილმს რომ აჩვენებთ @@@@

03:05 | 11.06.2017
federer (17) (469)

აქ იდო ძმაო ლინკი ჩერეზ ფეისბუქით შეგეძლო ყურებაა
ძალიან მძიმე თამაში იყო ანგარიშის მიუხედავად

03:14 | 11.06.2017
dinamo222 (692)

კი ვუყურე იქ მაგრამ ძალიან ჭედავდა @

03:17 | 11.06.2017
federer (17) (469)

ხარისხი არ იყო კარგი
მაგრამ როგორც წინასწარ იყო დაანონსებული ადგილობრივი ტელევიზია არ აშუქებდა და შანსი არ იყო რო ჩვენთან გაშუქებულიყოო

03:49 | 11.06.2017
dinamo222 (692)

როგორ არ აშუქებდა ეგენი თავიანთი ჭ კლასის ლიგას გადასცემენ ხოლმე და ეროვნული ნაკრების თამნაშს არ გადასცემდნენ ? ეს ამ ჩვენი უსაქმურების და მუქთამჭამელების მოგონილი ზღაპსარია ერთი ადგილის განძრევა და ფულის დახარჯვა რომ არ უნდათ @ კაი დავუშვათ კანადა წყალწაღებული ქვეყანაა და მოძრავი სატელევიზიო სადგური არა აქვთ რომ ექირავებინათ და გადმოეცათ ეს თამაში ხომ შეიძლებოდა აქედან გაეყოლებინათ ოპერატორები და კომენტატორი ასე აკრთებს ყველა ქვეყანა როცა მართლა წყალწაღებულ ქვეყანაში მიდის იმათი ნაკრები ან გუნდი

01:24 | 11.06.2017
mishiko230 (5)

stripslashes((strlen('http://www.freestreams.eu/rugby/canada-vs-georgia-sw1quoq#')>0?'http://www.freestreams.eu/rugby/canada-vs-georgia-sw1quoq#':'http://www.freestreams.eu/rugby/canada-vs-georgia-sw1quoq#'))

01:19 | 11.06.2017
mishiko230 (5)

stripslashes((strlen('http://www.flashscore.com/rugby-union/')>0?'http://www.flashscore.com/rugby-union/':'http://www.flashscore.com/rugby-union/')) ვისაც აინტერესებს ანგარიში პირდაპირი

01:18 | 11.06.2017
federer (17) (469)

ახლა გამიხსნა მეც და ვუყურებ

01:17 | 11.06.2017
mishiko230 (5)

0-3 ვიგებთ

01:15 | 11.06.2017
mishiko230 (5)

0-0 ჯერ

01:17 | 11.06.2017
federer (17) (469)

ეს კი ვნახე ფლეშსკორზე მაგრამ ყურება მინდაა

01:12 | 11.06.2017
federer (17) (469)

ან რატო არ დაიწყო თამაშიი?

01:11 | 11.06.2017
federer (17) (469)

ამ ლინკზე ვერაფერი ვნახეე
და სად შეიძლება ყურება

17:25 | 10.06.2017
krasni (587)

Mwedlidze, koshadze, meliqidze...

19:45 | 09.06.2017
პანტელეიმონი (1218)

ამ შემადგენლობას ყველაფერი ხელეწიფება, გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

10:49 | 09.06.2017
geogoli (367)

მჭედლიძე რატომ არ არის? ვერ მოიშუშა ტრავმა? წარმატებები ბიჭებს და ვულოცავ კაჭის ცენტურიონობას

12:13 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

შვილი გაუხდა მგონი ცუდად და ამის გამო დატოვა შეკრება.

10:46 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.126506