20-წლამდელები

22:35 | 8.06.2017 | ნანახია 2794 - ჯერ

ინგლისმა ავსტრალია დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ინგლისის ნაკრებმა ავსტრალიელი თანატოლები დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

პირველმა ტაიმმა ავსტრალიელთა უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც საწყისი 40 წუთი 6-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ანგარიში მე-3 წუთზე გოდარდმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნა, რასაც 5 წუთში ანალოგიურად უპასუხა ბროპი-კლევსმა და წონასწორობა აღადგინა. მე-10 წუთზე “ვოლაბებმა” უკვე ლელოს გატანა მოახერხეს: თავის გამოჩენა ტუიპოლოტუმ მოახერხა, ხოლო გარდასხვა ზუსტად გოდრადმა შეასრულა, რომელმაც მე-16 და 22-ე წუთებზე ზუსტად შეასრულა ჯარიმებიც და ავსტრალიელები უკვე 16:3-ს დააწინაურა.

ინგლისელებმა ჩამორჩენა 24-ე წუთზე შეამცირეს: იბიტოიემ თავისი გუნდის შეტევა შესანიშნავად დააგვირგვინა და ლელო გაიტანა, ხოლო მალინსმა უნაკლოდ გარდასახა.

ტაიმის დარჩენილ მონაკვეთში ავსტრალიელები აქტიურობდნენ და სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ. “ვოლაბები” ერთ ეპიზოდში მეორე ლელოს დადებასთან იყვნენ ახლოს, ხოლო ტაიმის ბოლოს ჯარიმა ააცილეს და პირველი ნახევარი 16:10 დაასრულეს.

მეორე ტაიმი უკვე ინგლისელთა აქტიურობით დაიწყო და მათ შტურმს 59-ე წუთზე მარკუს სტრიტის ლელო მოჰყვა, ხოლო გარდასახვა კვლავ მაქს მალინსმა შეასრულა ზუსტად, რამაც “წითელი ვარდები” ამ მატჩში პირველად დააწინაურა.

გატანილი გოლის შემდეგ ინგლისელებმა მეტოქეზე დაწოლა განაგრძეს და კინაღამ მეორე ლელოც გაიტანეს, მაგრამ ავსტრალიელებმა მოწინააღმდეგის მძლავრი შეტევები მოიგერიეს და შემდეგ თავადაც გადავიდნენ იერიშებზე. ერთ მომენტში ისინიც ძალიან ახლოს იყვნენ ლელოსთან, ხოლო მეორე შემთხვევაში ჯარიმა ააცილეს.

72-ე წუთზე ავსტრალიელებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჰარი ნუსიფორამ ზუსტად შეასრულა და “ვოლაბები” კვლავ დააწინაურა.

ინგლისელებმა ბოლომდე იბრძოლეს და დაწინაურება 78-ე წუთზე მოახერხეს: ავსტრალიელებს ჯონსონ-ჰოლმსი გაუსინბინეს, ხოლო დანიშნული ჯარიმა კვლავ მალინსმა აქცია 3 ქულად.

დარჩენილ დროში ავსტრალიელებმა უტიეს, მეტოქის 22-შიც შევიდნენ და მრავალი ფაზაც გადააბეს, მაგრამ ინგლისელებმა მათ მიძალებას გაუძლეს, შემდეგ ბურთიც ამოაცალეს და აუტში გადააგდეს – 20:19.

ინგლისი 14 ქულით ა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ავსტრალია 10 ქულით მეორეა.

ამრიგად, 13 ივნისს გასამართი პლეი-ოფის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

I-IV ადგილებისთვის

18:00. “მიხეილ მესხი”

ინგლისი – სამხრეთ აფრიკა

20:30. “მიხეილ მესხი”

ახალი ზელანდია – საფრანგეთი

V-VIII ადგილებისთვის

15:30. “ავჭალა”

ავსტრალია – იტალია

18:00. “ავჭალა”

შოტლანდია – უელსი

IX-XII ადგილებისთვის

13:00. “ავჭალა”

ირლანდია – სამოა

15:30. “მიხეილ მესხი”

არგენტინა - საქართველო


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:33 | 09.06.2017
qomagi (248)

ავტორ გოლი არა, სამქულიანი ჩააგდო პერიმეტრიდან. გადაიკითხეთ მაინც რას წერთ გამოქვეყნებამდე.

10:50 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

სასწაული თამაში იყო. ყოჩაღ 2-ვე გუნდს.

ავსტრალია ღირსი იყო მარცხის. წესიერად ეთამაშათ სამოასთან და თავადაც გავიდოდენ და ჩვენც უკეთეს პოზიციაში ვიქნებოდით.

0.070036