20-წლამდელები

20:14 | 8.06.2017 | ნანახია 4305 - ჯერ

ჯგუფის ფინიშზე - 0:54 საფრანგეთთან

რაოდენ საწყენი და სამწუხაროც უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამ ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრები არაა მზად ფრანგ თანატოლებთან ტოლ-სწორი კონკურენციისთვის. 0:54 აბსოლუტურად ლოგიკური შედეგია, იმდენად დიდი განსხვავება დავინახეთ ამ გუნდების დონეებს შორის. თუმცა, გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, „ახალგაზრდა ბორჯღალოსნები“ ბევრს უტევდნენ და რამდენჯერმე ლელოს გატანასთან ახლოსაც იყვნენ. რამდენიმე კარში დარტყმაც აუარეს - ლელოს იმედით, მაგრამ მიზანს საკუთარივე შეცდომების გამო ვერ უწიეს.

ამრიგად, უკვე გაირკვა, რომ 13 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ელიტაში ადგილის შენარჩუნებას არგენტინელებთან შეხვედრით შეუდგება. ეს თამაში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება. დასაწყისი - 15:30-ზე. არ აქვს მნიშვნელობა, მოიგებენ ჩვენი ბიჭები ამ თამაშს, თუ წააგებენ, ფინალური დღის თამაშს 18 ივნისს იგივე არენაზე და იგივე დროს დაიწყებენ.

ცნობისთვის, არგენტინელებთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველები შეხვდებიან ირლანდიელთა და სამოელთა წყვილში გამარჯვებულს, თუ წააგებენ - შესაბამისად, ხსენებულ წყვილში წაგებულს. უსუსტესი კი გაისად ჩემპიონატზე კი არა, ალაფაზე ითამაშებს, ხოლო მის ადგილს წლევანდელი ალაფის გამარჯვებული დაიკავებს.


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:32 | 09.06.2017
DataN24 (215)

მორაგბების ერთი და იგვე პრობლემებზე ვსაუბრობთ მარტო და ქართველებს რო გვაქ მოუშორებელი სენი მაგაზე არავინ! მოიგებენ და ვაღმერთებთ ცაში აგვყავს მორაგბებიან მწვრთნელებიანად და წაგებაზე მიწასთან ვასწორებთ სუყველას დაწყებული ფედერაციიდან მორაგბეებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ გვჭირდება კვალიფიციური უცხოელი მწვრთნელები განასკუთრებით შეტევის, მაგრამ ისევ ფინანსები აგერ 1 კლუბი ვერ გაგვყავს ევროთასებზე, რამდენით მეტი ფინასები მოთამაშეთა არჩევანი მოსამზადებელი პირობები აქვს ირლანდიას ჩვენზე და რაა რეგრესი აქვს ირლანდიურ რაგბს???? ჩოლო ჩვენი რეალური ძალა ბოლო 2 თამაშში გამოჩნდება აი შემდეგ კი სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ უაზრო სულელური და შეურაცყოფებისგან თავი შევიკავოთ

18:06 | 09.06.2017
dinamo222 (692)

კაი ბატონო ფრანგებს და ინგლისელებს ბაყბაყ დევები და გოლიათები ყავთ ნაკრებში (როგორებიც ჩვენ "ვერ მოვძებნეთ")და ვერ ვედრებით მაგაში მაგრამ ის რაღას დავაბრალოთ რომ თამაშში ერთი და იგივეს აკეთებენ ჩვენები უაზრო დაჯახებები იგივე გოლიათებზე არანაირი იმპროვიზაცია პასის შებრუნება ჩარბენები და ასე შემდეგ უაზრო აბრაგანები რომლის მერეც ბურთი ყოველთვის მეტოქეს რჩება და იმათი აბრაგანების წაგებაც ასეთ გოლიათების არყოლის ბრალია ?? მაღალ აბრაგანს რომ ურტყავ და ნელა მიძუნძულებ იმ ბურთზე ვალის მოსახდელად რაქიდან მთელი საათი რომ უნდები ბურთის გამოტანას და ელოდები როდის დაალაგებს მეტოქე დაცვას ესეც გოლიათების არყოლის ბრალია ? კიდევ ვიმეორებ არანაირი პროგრესი არ გვაქვს ბოლო ერთი წელი და ახალმა ფედერაციამ ის გააკეთა რომ ახალი "სუპერ ფერის" ფორმები შემოიღო @@ "ღვინისფერი" ჩვენი ფერიაო @@ აი სულ ესაა მაგათი მუშაობა ამ ერთი წლის განმავლობაში @@@

16:03 | 09.06.2017
ilarioni (138)

მე პირადად არ მიმაჩნია მართებულად, როდესაც გუნდს თავიდანდვე არა უშუალდო იმ თამაშისადმი განაწყობ, რომელიც პირველ რიგში უნდა ითამაშოს, არამედ შემდგომი თამაშებისთვის, რომელიც არც კი იცი ვისთან გექნება. დავდგეთ ახლა და ვეჭიდავოთ არგენტინას. ჩემი აზრით, ყველა თამაშზე, მით უფრო, როდესაც საკუთარ კედლებში თამაშობ, მოსაგებად უნდა გადიოდე. რა ვისწავლეთ საფრანგეთის წინააღმდეგ შარშან გამართული თამაშიდან? როგორც გამოჩნდა, არც არაფერი. ძნელია შესრულება, როდესაც გუნდს აძლევ დავალებას დიდი ანგარიშით არ დამარცხდეთო. გუნდს უნდა შთააგონო, რომ გავიდნენ და ლაღად ითამაშონ, ისიამოვნონ რაგბით და მოგების სურვილი საკუთარი კარგი თამაშიდან თავად გაუჩნდებათ მოედანზე. ერთი რამ გამოჩნდა, რომ კონცენტრაციაში მოვიკოჭლებთ, თუმცა რა გასაკვირია როდესაც გუნდს დავალბა აქვს რომ წააგოს. მე ვურჩევდი სამწვრთნელო შტაბს, რომ მოეშვას რაგბის სულისკვეთებისთვის უცხო გათვლებს და ბიჭები ყველა თამაშისთვის მოსაგებად მომართოს ხოლმე, თუნდაც საბოლოოდ ყველაში დავმარცხდეთ. მერე რა ეს ხომ თამაშია ხან მოგებ ხან წააგებ, ოღონდ კარგი მწვრთნელი იმისაა, რომ შემდეგში განსაკუთრებით წაგებული თამაშიდან სწორი დასკვნები გააკეთოს.

დაცვაში დაშვებული შეცდომები ცუდია, მაგრამ შეტევაშიც რომ მაინც და მაინც ბევრი ვერაფერი შევძელით. ცხრა ნომერმა ბევრი უნდა იმუშაოს ბურთის სწრაფად გამოტანაზე. სანამ ბურთთან მივა მანამდე უნდა იცოდეს საით გააგრძლოს შეტევა და ბურთზე ხელის დადება და გაშვება ერთი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი მორკინალების თამაშით ევრ შევქმნით ხაზის მოთამაშეებისთვის უპირატესობებს. თუ ცხრა ნომერი ამას ვერ ახერხებს მაშინ მწვრთნელმა უნდა შეცვალოს ტაქტიკა, ვინაიდან ბურთის ხაზზე გატანას მართლაც აზრი ეკარგება. რაც ეხება კაპიტნის როლს და გადაწყვეტილებებს გუნდში. ვერაფრით ვერ ამიხსნია არგენტინის წინააღმდეგ აფრასიძემ კარში რატომ არ დაარტყა დასარტყმელი ჯარიმა, მაშინ როდესაც სხვა ყველას ურტყამდა რაც იყო და არ იყო დასარტყამი. ამ დროს ან კაპიტანმა უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტოლება, რომელსაც დაემორჩილება დამრტყმელი, ან მწვრთნელი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ აღკვეთოს მსგავსი გაუაზრებლი გადაწყვეტილებები. აშკარად შეიძლებოდა იმ არგენტინელებთან მოგება პირველ თამაშში, თუმცა არგენტინა თავიდანვე არასწორად შეირაცხა ტურნირის ფავორიტად და ბიჭებსაც ალბათ დავალება ჰქონდათ დიდი ანგარიშით არ წაეგოთ. ვანხოთ შემდგომ თამაშში რა დავალება იქნება მიცმეული

13:29 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

სწორედ ეგ შემართება რო ჰქონდა რო ეგრევე IV თამაშისთვის ვემზადებითო მიტომ იყო არგენტინასთან რო წავაგეთ. ჰო ჩანდა იმ თამაშში რო თურმე მინიმუმ ბონუსით უნდა წაგვეგო.

13:21 | 09.06.2017
geogoli (367)

რაც შეეხება უცხოელ მწვრთნელს არ მიმაჩნია გამართლებულად რამდენიმე ფაქტორის გამო:
1. კარგი მწვრთნელი საქართველოში მაღალი ანაზღაურების გარეშე არ ჩამოვა
2. შეიძლება უცხოელი არ დათანხმდეს საქართველოში მუდმივად ცხოვრებას
3. რამდენად მოერგება უცხოელი მწვრთნელი ქართველ ახალგაზრდების მენტალიტეტს და გაუგებს მათ
4. სათანადო სპარინგ პარტნიორების და პრაქტიკის გარეშე მოგვცემს თუ არა შედეგს მხოლოდ ვარჯიში და თეორია

ჩემი აზრია რომ მაისურაძეს უნდა ვაცადოთ

13:28 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

უნდა მოიძიო კარგი მწვრთნელისთვის თანხები. ისე წინსვლას ვერ შეძლებ, ჰეიგი ჰო დათანხმდა, ესე იგი შესაძლებელია. მოლაპარაკების საგანია.

მენტალიტეტს რაც შეეხება, მაგ ლოგიკით არც1 ქვეყანას უცხოელი მწვრთნელი არ უნდა ყავდეს.

დონის მომატების მიუხედავად ძველი პრობლემები და ვერანაირად ვერ ვატყობ რო მაისურაძე აღმოფხვრის მათ. საკმაოდ კაი ხანია აცდიან მაისურაძეს პენსიამდე უნდა აცალო?

13:52 | 09.06.2017
geogoli (367)

ყველა ქვეყანას არა, ევროპაში დაახლოებით ერთნაირად აზროვნებენ და ქართველებისგან განსხვავებით შრომისმოყვარეობა ახასიათებთ. აქ კიდე თუ სწორად არ მიუდექი ახალგაზრდას შეიძლება სულ ჩამოშორდეს რაგბის. ძველ პრობლემებს რაც შეეხება ეგ უფრო ღრმა პრობლემაა ვიდრე 20 წლამდე ასაკის და იმედია აკადემიის ამუშავება მოაგვარებს ყველაფერს.

16:42 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

უცხოელ კვალიფიციურ მწვრთნელს მერე ქართველი ასისტენტი უნდა ყავდეს რომელიც მაგსწორად მიდგომის საკითხებში დაეხმარება.

მაგ ღრმა პრობლემა კიდე ბავშვთა მწვრთნელების ბრალია.

13:13 | 09.06.2017
mitro (18)

მე პირადად ბიჭებისგან არ ვიტხოვ რომ გადაუარონ ბობოლებს არც მაგას არ ვითხოვ მწვრთნელებისგან, ერთი რაც მე თვალში მომხვდა და საგანგაშოდ ვთვლი ეს არის ფიზ.მომზადება, ბიჭები მძიმედ მოძრაობენ თითქოს ეზარებათ მიყოლა, რაქის გაწმენდა, გადაწყობა... მარტო ტექნიკური მხარე კი არ არის მთავარი, შეიძლება ტქნიკურად იდეალურად გქონდეს ყველაფერი აზროვნებდე მარა თუ შენ დაღლილიხარ ვერ მოძრაობ ეს ხელს გიშლის ყველაფერში, მე არ ვემდური ბიჭებს რაც შეუძლიათ აკეთებენ, მომზადების პროცესში არ გაკეთდა ისე როგორც პროფესიონალებს ეხებათ და ევალებათ, დააკლეს რაღაც. მთავარი პრობლემა ზოგადად ქართულ რეგბში რაც არის ეს არის კლუბების ევრო სარბიელზე ვერ მოხვედრა... თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ევროპის კლუბურ ასპარეზზე გასვლა დაგვემართება რუმინეთი და იტალია, საკუთარ წვენში მოვიხარშებით... აი ამ რეგრესს კიდევ ვერავინ აღვუდგებით წინ. კიდევ ერთხელ წარმატებები ბიჭებს ვნახოთ არგენტინასთან რას ვიზავთ იმედია მოვიგებთ მაგ შეხვედრას და იმედია მწვრთნელთა გუნდმა ეს სტრატეგია აირჩია და იმედია ვცდები... წარმატეტბი ჩვენს ლომებს!!!!

12:47 | 09.06.2017
deme2222 (46)

არგენტინასთან გამოჩნდება რეალობა სად ვართ. ნუ ერთი თამაში მაინც თუ ვერ მოვიგეთ ძალიან ცუდი შედეგი იქნება. ჯგუფიდან გასვლას ვინმე თუ ითხოვდა რავი აბსურდია. მერჩია საფრანგეთთან 100 ქულითაც წაგვეგო და არგენიტანს ან ირლანდია სამოას მოვუგოთ.
ვნახოთ რა, ეხლა გაორმაგებულად უნდა დავუდგეთ ლოკომოტივზე გუნდს გვერდით.

12:31 | 09.06.2017
ოვალური კორბენი (276)

ჯიგრებო, ზრდა რომ შენელდა ეგ არსებული რეალობის ბრალია. ადრე უფრო დაბალ დონეზე ასპარეზობდა ჩვენი რაგბი და შედარებით სუსტი გუნდების ფონზე ფართო ნაბიჯით მივიწევდით წინ.
ახლა კი რა ხდება ? ჩვენი ასაკობრივები ელიტას გაუშინაურდნენ. ეროვნულ ნაკრებს უფრო რთულ მეტოქეებთან უწევს ტესტები, თანაც ადრინდელზე ხშირად.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე უარყოფითი რეზულტატიც მოგვიმრავლდა და უკმაყოფილებაც ამიტომ იზრდება. ეს ბუნებრივია, ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ყველაფერი ისე გლადკად ვეღარ იქნება, როგორც ადრე. მთავარია ყველაფერი სწორად გაანალიზდეს პროფესიონალების მიერ.
გაგებით მოვეკიდოთ, გაგებიიით - როგორც საჩხერელი სუპერმენი გვარიგებს ხოლმე DDDDDDDD

13:30 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

კორბენ ადრეც და ახლაც არსებული პრობლემები იგივეა, უბრალოდ სუსტ გუნდებთან ვახერხებდით იმ პრობლემების გადალახვას (რაქიდან ბურთის სწრაფად ვერ გამოტანა, ოფლოუდების ვერ კეთება, პირდაპირ მიჯახება) და ძლიერ გუნდებთან აღარ გამოდის. ადრე რა უშლიდა ხელს ამ პრობლემებზე სამუშაოდ.

13:44 | 09.06.2017
ოვალური კორბენი (276)

მეტოქეთა სისუსტე და ქართული გულარხეინობა - მაინც ხო ვიგებთო DDDDDDDD
ეხლა მთავარია ელიტაში დავრჩეთ. ისევ ამათთან თუ ვისწავლით რამეს. და თუ ვერ ვისწავლით და იგივე შეცდომებით წავაგებთ მომავალში, თან ისევ დიდი ანგარიშებით, ზნაჩიტ ცუდად გვქონია საქმე სპორტული ანალიტიკის მხრივ.

11:06 | 09.06.2017
geogoli (367)

ხდება ხოლმე ასაკობრივში ჩავარდნები, შარშან ფინალში ნათამაშებ ირლანდიას უბრალოდ ყველამ გადაურა წელს, შარშანდელ მესამე ადგილოსან არგენტინას სამხრეთ აფრიკამ გადაურბინა.
ნამდვილად არ მესმის ქვემოთ მოყვანილი კომენტარების და პესიმიზმის. თუ ვინმეს გონია რომ საქართველო უახლოეს ხანებში საქართველო სამხრეთ აფრიკას ან საფრანგეთს ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში (მათ შორის ეროვნულში) წინააღმდეგობას გაუწევს ან საერთოდ მათი დარი პოტენციალი გააჩნია, ძალიან ცდება და რეალობას მოწყვეტილია. არ ვარ მაისურაძის დამცველი და არ მომწონს ნაკრების მარცხი, მაგრამ რაგბი ეგრეა სუსტს უბრალოდ გადაუვლიან და საქართველო საფრანგეთისთვის სუსტი მეტოქეა. ვინ არ უნდა ჩამოიყვანო მწვრთნელად, ვერ მოიყვანს 2 მეტრიან მოთამაშეებს მეორე ხაზში, ვერ მოიყვანს ისეთ ჯანიან ტიპებს ფრთებზე როგორიც ინგლისს ყავს,რა შუაშია აქ ფიზ მომზადება, როცა არ იზრდები იმაზე მარალი და იმაზე განიერი.
შარშანდელ გუნდს რაც შეეხება ბოლოსდაბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ლობჟანიძე გვყავდა და ბექა გორგაძე, ოთია გიორგაძე. ხოდა ყველა თაობაში არ გამოგერევა ეგეთი ბიჭები, სულ ვერ შეცვლი ეგეთ ხალხს.

12:16 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

ეგ რა შუაშია. იმას ვერ ხედავ რო ძველი პრობლემები დარჩენილია და ზრდა არ შეინიშნება. მაისურაძე მეტად ვერ წევს ნაკრების დონეს და სხვა კვალიფიციური მწვრთნელი თუ არ გვეყოლა წინ ვერ წავიწევთ.

11:34 | 09.06.2017
mitro (18)

მეგობარო ყოველთვის ასაკობრივში არ გექნება წინ სვლა მაგრამ როცა გვაქ პრეტენზია იმის რომ 6 ერში გვინდა შესვლა ყოველთვის გჭირდება პროგრესი და არა რეგრესი, პოგრეს თუ ვერ აღწევ მინიმუმ იმაზე უნდა გაჩერდე რა საფეხურზეც იდექი.. არ ვლაპარაკობ იმაზე რომ ქართველებმა დიდი ანგარიშებით წააგეს ან განადგურდნენ ან მცირე სხვაობით დათმეს შეხვედრები, უბრალოთ როცა ნაკრებს წინა მსოფლიოზე ესეთი გუნდი ყავს ესეთი შემართება აქვთ თან უცხო ქვეყანაში, საკუთარ კედლებში მინიმუმ არ უნდა ჩამორჩე თუ არ აჯობებ წინა ნაკრებს!!! ფიზ. მომზადება მარტო განიერი და მაღალი ბიჭები არ არის ნაკრების თითოეული წევრი თითქოს დაღლილი იყო, მძიმედ მოძრაობდნენ რაქში მიყოლას 2მეტრიანი და განიერი ბიჭები არ უნდა უბრალოთ უნდა მიყვე და გაწმინდო, პირველ და მეორე ტაიმში ამდენი ტრავმა არ შეიძლება თან ძირითადის ბიჭების, ზოგადად რომ კონტაქტური და ძალის მიერი სპორტია ყველამ ვიცით და მაგიტომ არსებობს ფიზ.მომზადების მწვრთნელი რომ თამაშებისთვის მზად იყვნენ. დაცვა გაფიცებ სადმე ნახე ჩვენი შესრულებით, მოტივაციას ხედავდი? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ვემზადებით ბოლო მატჩისთვის და არა ყველა თამაშში სათამაშოდ და გამარჯვებისთვის, ოდესღაც მეც ვთამაშობდი რაგბს და ვიცი რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯიგარს შემართებას და მოტივაციას, ღმერთმა ქნას მოვიგოთ ამ ჯერზე არგენტინასთან მაგრამ თუ დავმარცხდით არ ვიცი რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა ასეთი გადაღლილი სპორცმენებით ბოლო მატჩზე!!! წარმატებები ჩვენ გუნდს...

13:08 | 09.06.2017
geogoli (367)

მეც ეგ შთაბეჭდილება მრჩება რომ საქართველო მხოლოდ ერთი ან ორი თამაშის სათამაშოდ იქნება მხოლოდ მზად ნებისმიერ ტურნირზე. ისე როგორც დიდი ნაკრები იყო მზად ტონგასთან და მომდევნო მსოფლიოზეც ორ მოგებას ვგეგმავთ. ამ ჩემპიონატზეც მეთერთმეტე ადგილი მომდევნო მსოფლიოს თამაში იქნება პროგრამა მაქსიმუმი. სანამ ჩვენ ნაკრებებს სპარინგები არ ექნება მაღალი დონის გუნდებთან, მანამდე ყოველთვის ვიქნებით მათზე უკან და შევძლებთ მხოლოდ 1 კონკრეტული თამაშის ჩატარებას მაღალ დონეზე, ისიც თავდადების, მობილიზების და კონცენტრაციის ხარჯზე. პრაქტიკის გარეშე, რაც არ უნდა პროფესორი წვრთნიდეს ნაკრებს, მაინც არაფერი არ გამოვა. პრაქტიკა კიდე ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს მხოლოდ მსოფლიოს თასზე აქვს.

17:55 | 09.06.2017
dinamo222 (692)

შენ ხედაავ რამე პროგრესს ბოლო ერთი წლის განმ,ავლობაში ???

11:24 | 09.06.2017
maxo_65 (458)

100$-ით გეთანხმები, შარშანდელი ფინალისტი რა უსუსურ მდგომარეობაშია..სამწუხაროდ ჩვენთვის, გამოჩნდა რამდენად დაგვაკლდა იურინი, მოძღვრიშვილი და მიმინოშვილი, არ გვყავს მატარაძის გორგაძის და ლობჟანიძის დონის შემსრულებლები (იმედია ვცდები)რატომღაც მეგონა ხელითაც უკეთესად ვითამაშებდით, ვიდრე შარშან, მწვრთნელებიც ვერ გვთავაზობენ რამე განსაკუთრებულს (იმედია აქაც ვცდები)..მაგრამ მაინც არიან ამ გუნდში კარგი ბიჭები, რომლებიც შემდგომში ძალიან გამოადგებიან დიდ ნაკრებს მესხი, სპანდერაშვილი, აფრასიძე, ტაბიძე და განსაკუთრებით მომწონს საღინაძე, მოდებაძისგან უფრო მეტს ველოდი..წარმატებები ჩვენს ბიჭებს..მთავარია ადგილი შევინარჩუნოთ ელიტაში..

10:49 | 09.06.2017
BEERTRANCE (1073)

მწვრთნელი უკვე შესაცვლელია, მაისურაძე ვერაფერს შემატებს გუნდს. და მოტივირებაც არ გამოსდის. კავშირშიც წაყრუების და სირაქლემის პოზიციაში დგომას უდნა შეეშვან.

10:23 | 09.06.2017
temuchin (431)

თუ მინიმუმ მთავარსა და დაცვის მწვრთნელს არ გაუშვებენ და რაგბის ფედერაციაშიც არავის "მოხვდება" ასეთი გამოსვლის გამო საკუთარ კედლებში (თან შარშანდელი დამაიმედებელი ტენდენციის ფონზე), მაშინ გარდაუვალია რაგბის შინაურ-კლანურ კანტორად გადაქცევა.

09:31 | 09.06.2017
გუგა80 (177)

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სრულ კრახს განსაზღვრავს ბატონი სვანიძის ერთი ფრაზა, რონელიც მან გამოიყენა აფრიკასთან მატჩის შემდგომ კომენტარში: ”ეს არის ის ბუღალტერია (გულისხმობდა ანგარიშს), რომელიც ამ
ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმია.”
ან რა ბუღალტერია??? პრეზიდენტია თუ ქორ-ვაჭარი? ან ბუღალტრობა რატომ ჰგონია ”გრეხი”? (გესმით ალბათ არა ამ
სიტყვის კონტექსტი) ან 24 ქულით წაგება რატომ უნდა იყოს მაქსიმუმი? (თუნდაც აფრიკასთან)
მოკლედ
მინდა მაქსიმალურად კორექტული ვიყო, არ ვიცი გამომივიდა თუ არა, მაგრამ
ამ გამოსვლის შემდეგ მე ფედერაციის მიმართ ოპტიმიზმი
დავკარგე. ბოდიში თუ ვინმეს გაწყენინეთ.

11:08 | 09.06.2017
geogoli (367)

ძველი მორაგბეები ხშირად ეძახიან ტაბლოზე ასახულ ანგარიშს ბუღალტერიას და იციან თქმა რომ მთავარი ბუღალტერია ვის სასარგებლოდაა. ამით არამგონია ბუღალტრებს აყენებდნენ ჩრდილს

17:53 | 09.06.2017
dinamo222 (692)

ბუღალტერზე კაიფობენ და ნახონ რა გოგოები უმღერიან ბუღალტერს DD--stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=8eXc8A6MbYY')>0?'-https://www.youtube.com/watch?v=8eXc8A6MbYY':'-https://www.youtube.com/watch?v=8eXc8A6MbYY'))

05:12 | 09.06.2017
dinamo222 (692)

რაც ფედერაცის ახალი შემადგენლობა მოვიდა იმის მერე სულ უკან უკან მივდივართ @ და ამ დროს კი ყველა გუნდს აქვს პროგრესი! ეს ერთი და მეორე-- ეს რა უდიოტობა მოიგონეს ოფიციალურ თამაშებზე მეორე და მესამე შემადგენლობების დაყენება თითქოს ისეთი ძლიერები ვართ რომ ინგლისს და ახალ ზელანდიას ტოლს არ ვუდებთ და "სუსტებთან" არ გვეკადრება ძირითადი შემადგენლობის დაყენება @@ (გავიხსენოთ იგივე რუმინეთთან წაგება და ერთა თასის და ანთიმოს ივერიელის თასის დაკარგვა)@ აქაც იგივე უაზრობა თურმე არგენტინელებისთვის შეინახეს ძირითადი ბირთვი და ასტრონომიული ანგარიშით წაგება და პრესტიჟი ფეხებზე კიდიათ @ აგერ ვნახავთ ამ შენახული ბირთვით როგორ "კუდით ქვას ვასროლინებთ"არგენტინელენსაც! ის კი არა ასეთი უაზრო მიდგომებით ბოლო თამაშსაც წავაგებთ @ (ღმერთმა ქნას ვცდებოდე)მოკლედ ჩვენ რაგბში აშკარა კრიზისი იწყება და სასწრაფოდ თუ არ მოხდა ქირურგიული ცარევა ყველა დონეზე (დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული საბავშვო მწვრთნელებამდე)მალე 6 ერი კი არა ერთა თასიც სანატრელი გაგვიხდება !!

11:11 | 09.06.2017
geogoli (367)

გუშინდელი ტამაში არაფერს წყვეტდა და კარგი ქნა მაისურაძემ რო ყველა ათამაშა და ძირითადის ხალხი დაასვენა. პრესტიჟი ეგრე ირლანდიამ დაკარგა თუ დაკარგა, შეიძლება საერთოდ გავარდნენ , არადა შარშან ფინალში ითამაშეს

01:24 | 09.06.2017
LELO_2019 (27)

რაგბში ძლიერი დამარცხება სუსტის მხრიდან პრაქტიკულად გამორიცხულია. ეს ანგარიში რაც აქ დაფიქსირდა არ იყო გამოწვეული მარტო იმით რომ საფრაგეთი ჩვენზე ძლიერია.

ამ დატვირთვევით რაც გუნდმა ამ სამ თამაშში მიიღო მთელი წლის განმავლობაში არ არის ჩვენთან. მესამე თამაშს რომ ყველაზე ცუდად ვითამაშებდი ძალების ვერ აღდგების გამო ეს არ იყო ძნელი გამოოსაცნობი.

ეროვნულ ნაკრებს უჭირს ჩემპიონატზე ძალები აღდგენა და ჩვენ 20 2წლანდელებს რომლებიც უმეტესეობა საქართველოში არიან იმათ რა დაემართებოდათ.

კარგი იქნებოდა რომ ამ ბიჭებს საფრანგეთთან პირველი თამაში ეთამაშათ. საფრანგეთთან უკეთესი თამაში გაცილებით კარგი იქნებოდა მათი მომავლისთვის.
ბიჭებს ძალები აღარ ეყოთ. დღეს აქ ვართ.
აქამდე რომ მოვედით ამასაც დიდი შრომა დაჭირდა. დიდი მადლობა ბიჭებს. მთავარია პროგრესი არ შეაჩერონ და ყველაფერი გამოვა. ქარის მოტანილი არაფერი არ გვინდა. ჯობია მყარად გადავგათ ნაბიჯები წინ რომ მერე ერთბაშად არ მოგვიწიოს ხოლმე უკან დახევა.

10:20 | 09.06.2017
temuchin (431)

ვერ დაგეთანხმები გადაღლილობის მხრივ, ფაქტიურად მეორე გუნდი ეყენა, ძირითადი ნაწილი სრულად დასვენებული ჩაერთო საფრანგეთთან მატჩში და ვისაც წინა თამაშზე ჰქონდა ნათამაშები მათაც მხოლოდ შეცვლაზე ასე რომ დაღლილობაზე დაბრალება არ გამოვა.

00:58 | 09.06.2017
test (124)

ან რაგბის ანაბანა ისწავლეთ ან არადა არიფები გადაეჩვიეთ ნაკრების წინასწარ დამარხვა დასამარებას !! ობიექტურობა ერთია, რეალობის აღქმა მესამე და ამ დონის ლანძღვა მეორე, თქვკნი საქმე ამ ნუმერაციასავითაა!! ცოტა მთინც შეგრცხვეთ!!

10:10 | 09.06.2017
giogobi (68)

რას გულისხმობ?

23:58 | 08.06.2017
giogobi (68)

ამას ქვია უკანსვლა სრული სიჩქარით. არადა ისე აქებდნენ ამ თაობას მეგონა ერთ თამაშს მაინც მოვიგებდით ჯგუფში და სხვებთან ბრძოლაში დავმარცხდებოდით. სვანიძე უნდა გადადგეს, განვითარების ახალი ხედვაა საჭირო, თორემ რეგრესი სახეზეა და თუ ცოტა ხანი მაინც მივუშვით და მომენტალურად ცვლილებები არ შევაგებეთ 2019 წლოს მერე ეროვნულსაც დაეტყობა. დიდი მადლობა ოდრისკოლს, მაგრამ ახლა დიპლომატიის დრო არ არის, მოქმედების დროა

05:48 | 09.06.2017
dinamo222 (692)

100% ეგრეა სვანიძეც უნდა გადადგეს და მისი "ბრწყინვალე" გუნდიც სანამ დროა თორემ 3-4 წელიწადში ათეულში კი არა მგონი ოცეულშიც აღარ ვიქნებით !

23:29 | 08.06.2017
arsenaa (21)

ბიძინიზაცია, ბიძინიზაცია ...

23:07 | 08.06.2017
ჯოხარა (3)

ბურთს ვერ ათამაშებენ სწრფად და ბოლოს სრული პიზდეც არის

23:06 | 08.06.2017
ჯოხარა (3)

ეს აუტის მოწოდება რაღა გახდა , ვერ გავიგე , 5 ჯარიმა ნაგდი დასარტყმელი არ გამოვიყენეთ , რაც ბოლოს შეგვეტყო

23:04 | 08.06.2017
ჯოხარა (3)

მოკლედ , ფინთად არის საქმე, მართლა გვჭირდება ახალი მიართულება , ანუ მწვრთნელი ,

22:15 | 08.06.2017
Torres9 (48)

ვამბობ და ვიმეორებ,სასწრაფოდ უცოხელი მწვრთნელები ასაკობრივებში,სანამ გვიანი არ არის...

21:06 | 08.06.2017
DataN24 (215)

სასწრაფოდ გვესაჭიროება კვალიფიციური შეტევის მწვრთნელები პირველ რიგში ბავშვებში ამდენი ხანი გაატარო მეტოქის ლელოსთან 5 მეტრში და ლელო ვერ დადო სირცხვილია და რაც აშკარა იყო ამ თამაშში და აქამდეც ვიცოდით ლამის 2 ჯერ აღემატებიდნენ ფრანგები ფიზიკური განვითარებით სიმაღლით ჩვენი მორკინალების ზომა წონის უკანახაზელები ჰყავდათ შეტევაში არასდროს დავფრინავდით მაგრამ დაცვაში კარგად ვიდექით ხოლმე წელს გვიჭირს ძალიან ერთი შეიძლება იმით გავამართლოთ რომ ფიზიკურად გაცილბით დიდი ბიჭები ჰყავდათ მოწინააღმდეგე გუნდებს და 1-1ზე უპირატესობას აკეთებდნენ მაგრამ იყო უამრავი პოზიციური შეცდომა, აუტებში იმდენ გადარბენას ვაკეთებთ ბოლოს ჩვენ ვიბნევით მხოლოდ აქაც მოწინააღმდეგეებს უპირატესობა აქვთ სიმაღლეში, ძალიან ბევრი ტრამვირებული მოთამაშე გვყავს და რამდენიმე უწყინარ სიტუაციაში დაშავდა ფიზ მომზადების შტაბისგან რაღაც ვერ არის რიგზე, შარშანდელისგან განსხვავებით არ გვყავს იმ დონის მოთამაშეები როგორიც ლობჟანიძე და გორგაძე არიან. მიუხედავად ყველაფრისა ნუ განეწყობით პესიმისტურად ამ ბიჭებს შეუძლიათ მინიმუმ მე-11 ადგილის დაკავება

22:29 | 08.06.2017
mitro (18)

ამას ვიძახი უკვე რა ხანია და ქართული რაგბის მტრად გამომაცხადეს... ფისზ.მომზადების კარგი სპეციალისტია საჭირო, დაცვის მწვრთნელი რომელიც გამოასწორებს ჩვენების ძალიან დაბალი დონის დაცვას, შეტევაში არასდროს არაფერი გამოგვდიოდა როგორც წესი მარა დაცვას ყოველთვის მაგრად და ჯიგრულად ვთამაშობდით, ასევე მოტივაციის არ ქონა უყურეთ არგენტინა-საქართველოს თამაშს, არგეტინელები როგორი შემართებით არიან ადრენალინი კბილებით უჭირავთ მთებს გადადგავდნენ ისე იყვნენ ჩვენთან თამაშში, ჩვენებს ვერ მისცეს ისეთი მოტივაცია რომ შეეჭამათ მოწინააღმდეგე, წინა მსოფლიოზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა ნაკრები როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, ეს რასაც ვხედავ დიდი რეგრესია რომელიც არ გვეპატიება ისეთ დროს როცა პრეტენზიას ვაცხადებთ 6 ერზე.... გამოფხიზლდით არ აა რაგბის ნაკრები და ფედერაცია საფეხბურთო სამყაროს ძალიან გთხოვთ არ გვინდა არც ძმაკაცობა არ გვინდა ნათესაობა გვინდა მხოლოდ პროფესიონალიზმი და სიძლიერე ჩვენი ნაკრების!!! წარმეტებები ჩვენს ნაკრებს!!!

20:44 | 08.06.2017
Dimitriusi GV@rdiol@ (1)

არც რაგბში ვბრწყინავთ თურმე!

22:16 | 08.06.2017
ogafa (407)

საწყენია მაგრამ გამოსწორებადი

0.08557