20-წლამდელები

17:47 | 8.06.2017 | ნანახია 2613 - ჯერ

არგენტინა - სამხრეთ აფრიკა 14:72! ირლანდია - ახალი ზელანდია 3:69!

ის, რაც ქუთაისსა და თბილისში რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩებში მოხდა, სენსაცია თუ არა, დიდი მოულოდნელობა ნამდვილად იყო, თუმცა, ჩვენ ამას მაინც სენსაციად მოვნათლავთ. ცოტა იყოს, ძნელი გასახსენებელია (ან სულაც, არარსებულის გახსენებაა), არგენტინის ან ირლანდიის ნებისმიერი ფორმაციის თუ ასაკობრივი ჯგუფის ნაკრებს ნებისმიერი დონის ტურნირზე 69 და 72 ქულა გაეშვას. არადა, სწორედ ასე მოხდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე.

არგენტინელები სამხრეთაფრიკელებთან რკენის საწყისი ნახევარი საათი თითქმის ტოლსწორად იდგნენ, მერე კი ახალგაზრდა „ბოკემ“ „პუმიტასს“ შავი დღე აყარა და 72:14 გაანადგურა. 11 ლელო 2-ის წილ - ვინ წარმოიდგენდა ასეთ შედეგს?

ეს - ავჭალაში, ხოლო ქუთაისში კიდევ უფრო საკვირველი ამბები დატრიალდა. კი ბატონო, ახალზელანდიელები საქართველოში საუცხოოდ თამაშობენ და მათ მოგებაში წინასწარვე ყველა იყო დარწმუნებული, მაგრამ 69:3? ნორჩმა „ოლ ბლექსმა“ ასევე 11 ლელო დადო, ირლანდიელ 20-წლამდელთა აქტივი კი მხოლოდ 3 ქულაა - ზუსტად შესრულებული ჯარიმა, რომელმაც მატჩის ანგარიში გახსნა.

მოკლედ, სამხრეთ აფრიკა და ახალი ზელანდია საჩემპიონო პლეი-ოფში გავიდნენ, ხოლო არგენტინა და ირლანდია, სამოასა და საქართველოს (ფრანგებთან მატჩი ამ მხრივ ვეღარაფერს შეცვლის) ნაკრებებთან ერთად, უძლიერესთა შორის დარჩენისთვის იბრძოლებენ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:50 | 08.06.2017
mindia (74)

არგენტინამ უტვინობით წააგო, როგორ შეიძლება ს.აფრიკასთან თამაშის გახსნა? მითUმეტეს ესეთი საოცარი გარემარბები ჰყავს, შვიდკაცაში ეგენი ყველანი გამოდგებოდნენ.

გინდ მომკალი და არ მჯერა რომ არგენტინას მოვუგებთ, მაქსიმუმ სამოას ვაჯობოთ.

17:54 | 08.06.2017
krasni (587)

მოუკლიათ არგენტინა.

0.144166