ავჭალისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღის სასტარტო მატჩები დასრულდა. ჯგუფური ეტაპი დასკვნითი რაუნდის შეხვედრები ა და ბ ჯგუფებში გაიმართა.
ქუთაისში მაყურებელმა მეტად დაძაბული და თანაბარი ბრძოლა იხილა: შოტლანდიისა და იტალიის 20-წლამდელთა შეხვედრა ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა - 17:16. ამ გამარჯვებით ახალგაზრდა სქოთები ურთულესი ჯგუფის მეორე საფეხურზე დამკვიდრდნენ, თუმცა საუკეთესო მეორეადგილოსნობის იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ამდენად, ისინი პლეი-ოფში V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებენ. ამ ოთხეულში მოხვედრის შანსი იტალიელებსაც აქვთ, თუმცა ყველაფერი მომდევნო მატჩების შედეგებზეა დამოკიდებული.
„ავჭალაზე“ ერთმანეთს უელსი და სამოა დაუპირისპირდნენ. აქაც ბრიტანელებმა იმარჯვეს, ოღონდ გაცილებით იოლად - 54:20. უელსელებმა 8 ლელო გაახერხეს, ბონუსი მიიღეს და სავარაუდოდ, V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. სამოელები კი ა ჯგუფის ბოლო ადგილზე დარჩნენ და უძლიერესთა შორის ადგილის შეანარჩუნებლადღა იომებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩვენ ირლანდიელებს ვხვდებით მგონი და მერე არგენტინა-სამოას გამარჯვებულს
მთავარია ჩვენ მოვიგოთ