20-წლამდელები

15:11 | 7.06.2017 | ნანახია 2244 - ჯერ

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: შეხვედრა ჟურნალისტებთან

ავჭალის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დირექტორი ლაშა ხურციძე ჟურნალისტებს შეხვდა და ტურნირის პირველი ორი სათამაშო დღის საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრა.

ირკვევა, რომ ‘მსოფლიო რაგბი’ ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილია.

ლაშა ხურციძე: „მსოფლიო რაგბის’ მიერ დანერგილი წესის თანახმად, ყოველი ტურის მეორე დღეს ვიკრიბებით და ხდება განვლილი დღის განხილვა. ჯერჯერობით არანაირი შენიშვნა არ ყოფილა და მათი შეფასება იყო - ბრწყინვალედ ორგანიზებული.

შუქის ჩაქრობა გენერატორის გამორთვამ გამოიწვია

ბუნებრივია, მთავარი საკითხი ინგლისისა და უელსის მატჩის მსვლელობისას შუქის ჩაქრობაა, რომელიც გენერატორის გამორთვამ განაპირობა. ქალაქიდან მოწოდებული ელექტროენერგიის ხარისხი (სიმძლავრე) არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მოძრავ სატელევიზიო სადგურს ემუშავა. ‘მსოფლიო რაგბიმ’ გვთხოვა, რომ სტადიონის განათება და მოძრავი სატელევიზიო სადგური გენერატორზე გვემუშავებინა.

გენერატორის სიმძლავრე 500 კილოვატია და გათვლილია სტადიონის განათებაზე. როდესაც მას მოძრავი სატელევიზიო სადგურიც დაემატა, დატვირთვას ვერ გაუძლო, გამოირთო და გაგრილებას გარკვეული დრო დაჭირდა. გვქონდა შეხვედრა ‘მსოფლიო რაგბისა’ და გადამღები კომპანიის წარმომადგენლებთან და შევიმუშავეთ მექანიზმი, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს.

შუქის გამორთვის გამო არანაირი შენიშვნა არ მიგვიღია, მით უმეტეს, რომ გენერატორზე მუშაობის მოთხოვნა ‘მსოფლიო რაგბისგან’ მოდიოდა. პრეტენზია არ გამოუთქვამთ არც ინგლისისა და უელსის ნაკრების წარმომადგენლებს. თამაში შესაძლოა ჭექა-ქუხილის დროსაც გაჩერდეს და ამისთვის შესაბამისი პროტოკოლი არსებობს“.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:36 | 07.06.2017
BEERTRANCE (1073)

დროშა გამოცვალეთ ქუთაისში?

0.077727