საფრანგეთი ტოპ-14

21:21 | 6.06.2017 | ნანახია 3639 - ჯერ

ასიეშვილი და ზირაქაშვილი - ტოპ 14-ის რჩეულთა შორის

საფრანგეთის ტოპ 14-ში კვირას გამართული ფინალური მატჩით სეზონი დასრულდა და სხვადასხვა სპორტული გამოცემები ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებების თავის ვარიანტებს აქვეყნებენ. ცხადია, ამ მომენტს ჩვენც დიდი ინტერესითა და იმედით ველოდით, რისი საფუძველიც გვქონდა - ქართველი ფორვარდები ფრანგულ საკლუბო ელიტაში სულაც არ არიან სტატიტების როლებში. სეზონის შედეგად, საფრანგეთის ჩემპიონებიც გვყავს, ვიცე-ჩემპიონებიც და ნახევარფინალისტებიც.

და აი, სულ ახლახან დადასტურდა, რომ ჩვენი მოლოდინი ნამდვილად არგუმენტირებული იყო. „ლე ფიგარომ“, უძველესმა და უპოპულარულესმა ფრანგულმა გაზეთმა, სარაგბო სეზონი შეაჯამა და ტოპ 14-ის სიმბოლურ ნაკრებში სხვა ვარსკვლავებთან ერთად ახალგაჩემპიონებული „კლერმონის“ ვეტერანი ბურჯი დავით ზირაქაშვილიც შეიყვანა.

„ვინ მოთვლის, რამდენი მოწინააღმდეგე ბურჯი გაჭყლიტა ქართველმა კოლოსმა. 33 წლის ზირაქაშვილი „კლერმონის“ შერკინების სული და გულია და მოედანზე 70 წუთს ატარებს ხოლმე. ხისტი კაცია, მას პატივს სცემენ, მისი ეშინიათ. ის „კლერმონის“ ქვაკუთხედია. გარდა ამისა, ის დაცვაშიც ხაზგასმით მაგარია. მომდევნო სეზონში დავითი კვლავ იქნება საფრანგეთის ჩემპიონის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა“ - აი, ასე დაახაიათეს ვეტერანი ბორჯღალოსანი „ლე ფიგაროს“ სარაგბო ექსპერტებმა დავიდ რეირამ და არნო კუდრიმ.

ასევე სულ ახლახან თავისი ტრადიციული ერთობლივი 15-ეული „ევროსპორტმა“ და „რაგბირამამაც“ გამოაქვეყნეს, რომლებიც „ლე ფიგაროზე“ „შორს წავიდნენ“ და ტოპ 14-ის სიმბოლური ნაკრების ორივე ბურჯის პოზიცია ქართველებს დაუთმეს: მარჯვნივ ზირაქაშვილი დააყენეს, მარცხნივ - კარლენ ასიეშვილი.

ზირაქაშვილის მორიგი დახასიათება: „33 წლისაა, მაგრამ შერკინებაში დღესაც უმძლავრესია. ხარივით დაუღლელია და დაცვაშიც შეუდარებელია“.

და რას წერენ „ბრივისა“ და საქართველოს ნაკრების 30 წლის მარცხენა ბურჯ კარლენ ასიეშვილზე? „შერკინებაში კლდესავითაა. ძლიერი კაცია, ბოჭვებში ბრწყინვალეა, ღია თამაშშიც მაგარია. 2 ლელოც ამის დასტურია“.

დაიმსახურეს, ვერაფერს იტყვი. ზირაქაშვილსაც და ასიეშვილსაც მართლაც საუცხოო სეზონი გამოუვიდათ. მომავალ წარმატებებს ვუურვებთ ჩვენს საამაყო მორკინალებს, ქვემოთ კი ორივე სიმბოლური ნაკრების სრულ შემადგენლობას გთავაზობთ.

„ლე ფიგაროს“ ვერსია:

15. ბრის დულენი („რასინგი“, საფრანგეთი)

14. ვაისეა ნაიასალევუ („სტად ფრანსე“, ფიჯი)

13. დამიან პენო („კლერმონი“, საფრანგეთი)

12. ლევანი ბოტია („ლა როშელი“, ფიჯი)

11. ნემანი ნადოლო („მონპელიე“, ფიჯი)

10. კამილ ლოპესი („კლერმონი“, საფრანგეთი)

9. ანტუან დიუპონი („კასტრი“, საფრანგეთი)

1. სირილ ბაი („ტულუზი“, საფრანგეთი)

2, გილემ გირადო („ტულონი“, საფრანგეთი)

3. დავით ზირაქაშვილი („კლერმონი“, საქართველო)

4. ჟაკ დუ პლესი („მონპელიე“, სამხრეთ აფრიკა)

5. არტურ იტურია („კლერმონი“, საფრანგეთი)

6. ლიამ გილი („ტულონი“, ავსტრალია)

7. ვიქტორ ვიტო („ლა როშელი“, ახალი ზელანდია)

8. კარლ ფერნი („ლიონი“, ინგლისი)

„ევროსპორტისა“ და „რაგბირამას“ ერთობლივი ვერსია:

15. კინი მურიმურივალუ („ლა როშელი“, ფიჯი)

14. ვასიეა ნაიასალევუ („სტად ფრანსე“, ფიჯი)

13. ჯო ტომანე („მონპელიე“, ავსტრალია)

12. პიერ აგიიონი („ლა როშელი“, საფრანგეთი)

11. ნემანი ნადოლო („მონპელიე“, ფიჯი)

10. კამილ ლოპესი („კლერმონი“, საფრანგეთი)

9. ანტუან დიუპონი („კასტრი“, საფრანგეთი)

1. კარლენ ასიეშვილი („ბრივი“, საქართველო)

2, გილემ გირადო („ტულონი“, საფრანგეთი)

3. დავით ზირაქაშვილი („კლერმონი“, საქართველო)

4. არტურ იტურია („კლერმონი“, საფრანგეთი)

5. ლეონე ნაკარავა („რასინგი“, ფიჯი)

6. სტეფონ არმიტიჯი („პო“, ინგლისი)

7. ლიამ გილი („ტულონი“, ავსტრალია)

8. ვიქტორ ვიტო („ლა როშელი“, ახალი ზელანდია)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:36 | 08.06.2017
Kala94 (151)

გილოცავთ ბიჭო ამ უდიდეს აღიარებას !

13:36 | 08.06.2017
Kala94 (151)

*ბიჭებო

17:22 | 07.06.2017
ოვალური კორბენი (276)

მაიცათ კაცო, ლევანი ბოტია ის არ არის "გმირთა ვარამი" რომ დაწერა ?
თუ ის ლევან გოთუაა... DDDDDDDD

22:47 | 06.06.2017
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

22:36 | 06.06.2017
dede (87)

მაგარი ბურჯები გვყავს. მარა ეს ფიჯელი უკანახაზელები რა ამბავია ამათი მოგება არ გინდა ნოემბერში?

23:15 | 06.06.2017
zangura (109)

აბა მეც ეგ შევამჩნიე პირველ რიგში რამდენი ფიჯელია.
ისე ნოემბერში კი არა მთავარი თამაში მსოფლიოზე გვაქვს ამათთან 2019-ში.

0.081497