ავჭალის სტადიონზე მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში ავსტრალიის ნაკრებმა სამოა ბრძოლაში დაამარცხა.
პირველ ტურში სამოა ინგლისის ნაკრებთან 17:74 დამარცხდა და მათგან ასეთი კარგი თამაში ცოტა მოულოდნელობა გახლდათ. სამოამ პირველ ტაიმში სულაც 10:8 დაამარცხა მრისხანე მეტოქე.
მეორე ნახევარში “ვოლაბები” გამოცოცხლდნენ, ოცწუთიან მონაკვეთში სამი ლელო დადეს და ანგარიში 27:10 გახდა. დარჩენილ დროში სამოამ ერთი ლელო დადო და ორი ჯარიმა გაიტანა, რასაც ავსტრალიელებმა ორი ჯარიმით უპასუხა და შეხვედრა 33:26 დასრულდა.
ავსტრალიას 9 ქულა აქვს და ლიდერია, ხოლო სამოა 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიზერული, მაგრამ შანსი დარჩა საფრანგეთთან.
მალადეც სამოა.... მგონი ვისაც ვუმიზნებთ ესეთი თამაში სრული სვლით ალაფისკენ მივიწევთ!!!