“აია არენაზე” 20 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრები იტალიას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრა მოულოდენლად დაიწყო და ანგარიში იტალიელებმა პირველივე წუთზე ლელო დადეს. მე-10 წუთისთვის უკვე 13:7-ს იგებდა, თუმცა მე-15 წუთზე კანორეს ლელოს შემდეგ “აძურამ” მეორე ლელო გაიტანა და კვლავ დაწინაურდა.
იტალიელთა “თავხედობამ” ზელანდიელები გააბრაზა. მათ შესვენებამდე ოთხი ლელო დადეს, რასაც მეტოქემ ერთი ლელოთი უპასუხა და ტაიმი 39:21 დასრულდა.
მეორე ტაიმმა “ბეიბი ბლექსის” დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც ოთხ გატანილ ლელოში აისახა, ხოლო იტალიელებმა მხოლოდ ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ მატჩი 68:26 დასრულდა.
ახალი ზელანდია 10 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო იტალია 5 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაუჭირდებოდათ
ახალი ზელანდია მოდის თბილისში