სიახლეები

17:31 | 4.06.2017 | ნანახია 1847 - ჯერ

B ჯგუფი: ირლანდიის მეორე მარცხი

“აია არენაზე” B ჯგუფის მეორე ტურის მატჩში ირლანდიის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

შეხვედრა “სამყურების” უპირატესობით დაიწყო და 25-ე წუთისთვის ისინი 10:0-ს იგებდნენ. თუმცა, 29-ე და 39-ე წუთზე “ნარშავებმა” ორი ლელო დადეს და ტაიმი 10:12 დასრულდა.

მე-60 წუთამდე თამაში თანაბრად მიმდინარეობდა და თითო ჯარიმა და ლელო გაცვალეს. 61-ე და 69-ე წუთებზე ისტგეითმა ორი ლელო გაიტანა, რასაც ირლანდიელებმა ჯარიმით და კელის ლელოთი უპასუხეს, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა – 28:32.

შოტლანდიამ 5 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზეა, ხოლო ირლანდია 2 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.151832