სიახლეები

12:11 | 3.06.2017 | ნანახია 2050 - ჯერ

ზელანდიური გაკვეთილები აკადემიის მწვრთნელებისთვის

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში 2 ივნისს სოციალურ-საგანმანათლებლო აქტივობებში უმცროსი "ოლ ბლექსი" ჩაერთო.

შუადღისას "აია არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ახალი ზელანდიის სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს რაგბის აკადემიის მწვრთნელებისთვის სემინარი გამართა თემებზე: "კონტრშეტევა, შეტევის ორგანიზება და უნარები, სპეციფიკური სარაგბო ვარჯიშები სიჩქარესა და სისხარტეზე". სემინარმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მას როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ფილიალის მწვრთნელები დაესწრნენ.

საღამოს "ჯუნიორ ოლ ბლექსმა" ქუთაისის ცენტრალურ, "ტორპედოს" სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა და მას ადგილობრივი მორაგბე ბავშვების გარდა, კონფლიქტური რეგიონიდან, კერძოდ სოფელ რუხიდან ქუთაისში სპეციალურად ჩასული ბავშვები დაესწრნენ.

ბავშვებმა ზელანდიელ მორაგბეებთან ფოტოები გადაიღეს და შეხვედრის დასრულებისას მათ საპატივცემულოდ სიმღერა შეასრულეს. ახალზელანდიელებმა პასუხი არ დააგვიანეს, წრე შეკრეს და ქართველ ბავშვებს ექსპრომტად შესრულებული ზელანდიური სიმღერით უპასუხეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097915