ამბები

14:43 | 12.09.2014 | ნანახია 2682 - ჯერ

“ბორჯღალოსნებს” 25 წელი შეუსრულდათ!

დღეს, 12 სექტემბერს, 25 წელი სრულდება “ბორჯღალოსნების” პირველი ტესტიდან: ქართული სპორტის ისტორიაში პირველად შედგენილმა რაგინდარა სახეობის ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში უმასპინძლა ზიმბაბვეს და 16:3 გაიმარჯვა.

ასე გადაიდგა პირველი ნაბიჯი ქართული რაგბის საერთაშორისო აღიარებისკენ, რაც 1992 წლის 27 თებერვალს, ირბ-ის წევრად გახდომით დაგვირგვინდა.

 

მას აქეთ საქართველო

*  4-ჯერ (2003 2007 2011 2015) გავიდა რაგბის მსოფლიო თასზე.

 

“ბორჯღალოსნებმა”

*  12 გათამაშებაში 7-ჯერ (2001 2007/8 2009 2011 2012 2013 2014) მოიპოვეს "ერთა თასი"

*  15 სეზონში 9-ჯერ (2001 2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014) იმარჯვეს წლიურ "უმცროს 6 ერზე"

*  4-ჯერ (2001 2008 2011 2014) შეასრულეს სლემი (ძლიეს ყველა მეტოქე)

*  8-ჯერ (2005 2007 2008 2009 2011 2012 2013 2014) შემართეს რუმინეთთან საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასი" და

*  რუსეთსაც 16-1*1 ჯობნიან.

 

სულ ჩვენი სასახელო გუნდის ბალანსია

167 ტესტი: 101 მოგება - 60 წაგება * 6 ფრე, ბორჯღალიანი კვართი კი 224 მოთამაშეს სცმია.

რაგბის კავშირი ულოცავს სრულიად რაგბის თემსა და სპორტულ საზოგადოებას ბორჯღალოსნების იუბილეს და საგანგებო მადლობას უძღვნის პირველი გამარჯვების შემოქმედ გუნდს.

 

სამ 12/09 1989; ქუთაისი, ცენტრალური (წვიმა, 12 ათასი)

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქართველო: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16 კახა მაჩიტიძე 33) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე; 10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე / 1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესარიონ ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71) 4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49) 6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური * მრქ) 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი * მწვ) დავით კილასონია, დუგლას კავთელაშვილი, თემურ ბენდიაშვილი - ლ: ჯგუფური (ძაგნიძე) 4ჯ: ძაგნიძე.

ზიმბაბვე - ჯ: ფერეირა

რეფერი: გოჩა აბაშიძე.

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56).

იმხანად ლელო 4 ქულად ფასობდა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079418