ბორჯღალოსნები

10:19 | 2.06.2017 | ნანახია 4523 - ჯერ

ჰეიგმა 33 შეარჩია

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის (ივნისის ტესტები 2017) 33 მორაგბე შეარჩია.

"შევარდენზე" განვლილი სამდღიანი შეკრების შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობას ბურჯი ირაკლი მირცხულავა, მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და გარემარბი გიორგი ფრუიძე გამოაკლდნენ.

გუნდთან ერთად არიან "მონპელიეს" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე და ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ბარბაროსების" შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშა. პირდაპირ ამერიკაში ჩავლენ ტოპ 14-ის ფინალისტი გუნდების მორაგბეები - კვაჭი შალვა მამუკაშვილი, ბურჯი ლევან ჩილაჩავა და მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი.

ბორჯღალოსნებს ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის თამაი და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) კალგარიში კანადას შეხვდებიან.

კანადიდან ბორჯღალოსნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00, 18 ივნისი) "არწივებს" შეერკინებიან.

ამის შემდეგ ბორჯღალოსნებს უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ხუხუიში 24 ივნისს "პუმებს" (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.

ბორჯღალოსნები ამერიკულ ტურნეზე

შერკინება: შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგლისი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფი, უელსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი, ინგლისი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შამბერი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:11 | 03.06.2017
mushni (19)

აიადან არავინ არ იყო ისაწვევი=--მოგიტან ჰეიგი სუყველაფერი

02:29 | 03.06.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ლომებო ! ! !

23:28 | 02.06.2017
ogafa (407)

წარმატებები

13:27 | 02.06.2017
orioni (88)

მარტივი და განაღდებული სპორტში ამ დონეზე არაფერია, მაგრამ 2 მოგებას და 1 ბოლომდე ბრძოლას ველოდებით, სხვა შესაძლო ვარიანტების განხილვა არ გვინდა (ნუ ახლა 3 მოგებაზე ვინ იყტვის უარს...). წარმატებები ჩვენს ბიჭებს! იმედია გაგვახარებენ.

12:54 | 02.06.2017
GiorgiG83 (525)

სუთიაშვილის არყოფნაც მიკვირს, მითუმეტეს რომ მთელი სეზონი სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშა და თან სულ მცირე ლომიძეს შესაძლო მეორე ხაზელობას მგონი აჯობებდა...

ივნისის ბოლოს დავთვლით წიწილებს და იმედია ჰეიგი გაცემულ ავანსს და მოლოდინს ამ ჯერადაც (შარშანდელივით) გაამართლებს

12:52 | 02.06.2017
geogoli (367)

საინტერესოა რეპორტაჟები თუ იქნება.

12:50 | 02.06.2017
ოვალური კორბენი (276)

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს რთულ შორეულ ტურნეში.
ხუხუიში კი გვაქვს ბოლო თამაში, თუმცა იმედი მაქვს მონაგარიც "ხუხუი" არ გვექნება DDDDDDDDD

12:24 | 02.06.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

12:12 | 02.06.2017
GiorgiG83 (525)

3 კვაჭი - სხვა არჩევანი პრაქტიკულად არც გვაქვს - ჯაბას აკლია სათამაშო პრაქტიკა, შალვას წელს მეტი სათამაშო დრო დაუგროვდა, ბადრი ეჩვევა ნაკრებს

3-3 ბურჯი: ნარიაშვილი, ასეიშვილი, მატარაძე / ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი, ბეკოშვილი
გასაგებია, რომ ტაბიძე 20 ზეა, მარგამ ხატიაშვილი-მელიქიძეს არ ყოფნა თუ მისაღებია, ჟვანია და კაკოვინის ამბავი საინტერესოა

4 მხტომელი: ასაკში მყოფი ბინგო, კოტე, ნატრავმალი და სათამაშო დროის დეფიციტის მქონე ნემსაძე და ნაჯრებში ჯერ ვერ დამკვიდრებული ჭეიშვილი

მესამე ხაზში: (მამუკას მერე დიდი ვაკუუმი მეჩვენება)
შემკვრელად ბექა, მეორე ბექა მინიმუმ 1 თვე ტრავმას მოიშუშებს
ფლანკერები - ლაშა, ოთია, ცუცქირიძე, ვიტო და თხილაიშვილი

ღერძი:
აფრასიძე 20 ში ირჯება ამიტომ 9 ნომერზე სხვას არც ველოდით
მგეზავი - ანალოგიურად: ფრომაში არ მყოფი ხმალაძე, ნაკრებში ვერ დამკვიდრებული რეზი და უნივერსალი მალაღურა

ცენტრი:
ბუკა და კაჭი ტრადიციულად, უახლოესი რეზერვი (ჯერ კიდევ რომ იტესტება) კოშაძე, გასაჭირში თაზო და მალაღურა

ფრთებზე:
თაზო, თოდუა და სავარაუდოდ მათიაშვილი
კიკვაძე მგონი უნდა დავივიწყოთ, სიჭინავას და ფრუის ტრავმა აქვსო და იმედია მხოლოდ ეს არის მიზეზი...

ფულბექი:
არაფერი არ იცვლება - მეკო, წიკო, გასაჭირში მალაღურა ან იქნებ იოსებაც...

ორი მოგება და არგენტინასთან მატჩის ბოლომდე თამაშში დარჩენა (თუ პირველტაიმშივე ან ბოლო 10-15 წუთში არ მორჩა ყველაფერი) მგონი შესაძლებელია

12:50 | 02.06.2017
geogoli (367)

ისე პესიმისტურად ჩამოთვალე შემადგენლობა, ყველა თამაშის წაგების შემეშინდა. ასაკიში მყოფი ბინგო, ნატრავმალი კოტე, ფრომაში არ მყოფი ხმალაძე...
არადა ნახე პირიქით როგორ გამომივიდეს: ყველას გადამთელავი მიშა, ჩემპიონი ჩილაჩავა და შალვა (ან ვიტო), აჟენის ჯილა თაზო, საიმედო კაჭი, ყოჩაღი ვასკა...
ასე საბრძოლო შემადგენლობა ბოლოს ზაფხულში როდის გვყადა არ მახსოვს.

15:03 | 02.06.2017
GiorgiG83 (525)

არა, პესიმიზმი რატომ
უბრალოდ ფაქტი: იგივე მიშა 2015-2016 ში რომ იყო ეგეთი წელს ვერაა, თაზოს ნეკნი ჰქონდა დაზიანებული, იმედია ფორმაზე არ იმოქმედებდა
საიმედო კაჭი, მარაგმ ერთა თასს უთამაშებელი შეხვდა

კანადა-ამერიკის დამარცხება არ არის უტოპია, ვნახოთ

0.092196