უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კლასით უფრო ძლიერ არგენტინას დიდი ბრძოლა გაუმართეს და თამაშში ბოლომდე დარჩნენ, მაგრამ ასეთი დონის შეხვედრების ნაკლებობამ გამარჯვების საშუალება არ მოგვცა - 26:37.
ეს იყო სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტისა და კავკასიური ხასიათის დაპირისპირება, რომლის დროსაც გამოჩნდა, რომ ქართულ რაგბს დიდი მომავალი აქვს და ტოლსწორად თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. იყო ეპიზოდები, როდესაც უმცროსი ბორჯღალოსნები უპირატესობას ფლობდნენ და თითქოს ლელოც ლოგიკური ჩანდა, თუმცა პატარ-პატარა შეცდომების გამო ქულების აღება ვერ მოხერხდა.
მთლიანობაში, ‘პუმიტასმა’ გამარჯვება დამსახურებულად იზეიმა, მაგრამ მინიმუმ ქულას უმცროსი ბორჯღალოსნებიც იმსახურებდნენ. სამწუხაროდ ბოლო ლელოს დადება ვერ მოხერხდა, თუმცა იმ ბიჭებმა, რომლებმაც არგენტინასთან მთელი 80 წუთი თავდადებულად იომეს, ქომაგისგან აპლოდისმენტები დაიმსახურეს და მოედანი თავაწეული დატოვეს.
საქართველო 26:37 არგენტინა
საქართველოსა და არგენტინის შეხვედრებისთვის ‘ავჭალის’ სარაგბო სტადიონი თითქმის პირთამდე შეივსო. ტრიბუნებზე ბორჯღალოსნებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ამერიკული ტურნესთვის ემზადებიან. ასევე იყვნენ არგენტინელი ქომაგები, რომლებიც სამხრეთ ამერიკელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში შეუჩერებლივ ქომაგობდნენ. ტრიბუნაზე იყო ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტი ბილ ბომონტი და ის ქართველთა თავდადებული თამაშით კმაყოფილი დარჩა.
‘პუმიტასმა’ ჰიმნი არგენტინელთათვის ტრადიციულად, ემოციურად შეასრულა. მერე იყო ჩვენი ჰიმნი და თამაში პირველსავე წუთებიდან გახურდა. უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, მაგრამ ღია თამაშში, სწრაფმა არგენტინელებმა რამდენჯერმე შეძლეს ხაზის გაჭრა და უპირატესობის მოპოვება. ქართველები ბურთზე კონტროლის დამყარებას და ფორვარდების ხარჯზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში კარგად გამოსდიოდათ, მაგრამ ჩასაფრებული არგენტინელები მცირე შეცდომას არ გვპატიობდნენ.
ანგარიში გელა აფრასიძემ ჯარიმით გახსნა, რომელმაც შესვენებამდე კიდევ სამი შანსი მიიღო და ყველა გამოიყენა, აქედან ორი დარტყმა საკუთარი ნახევრიდან შეასრულა და მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. ამ პერიოდში მეტოქემ 3 ლელოს დადება მოახერხა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახა და შესვენებისას სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო - 12:17.
მეტოქე მიხვდა, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს იოლად ვერ გაუმკლავდებოდა და მეორე ტაიმის დასაწყისში აღარ გარისკა, ჯარიმა ორჯერ კარში დაარტყა და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა. ქართველებმა ფაზები გადააბეს და წითელ ზოლს უწიეს, ლელოც თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქემ იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა. 3 ქულის აღება ძალიან მარტივი იყო, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ლელოზე თამაში არჩიეს და სამწუხაროდ, უქულოდ დარჩნენ.
61-ე წუთზე მატიას სოსემ ინდივიდუალური გარღვევით არგენტინელთა მე-4 ლელო დადო და საკუთარ გუნდს ბონუს ქულა მოუტანა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 5 წუთში უპასუხეს: კარგი მოლი მეტოქემ ჩააქცია, ამას ფორვარდების რამდენიმე დარტყმა მოყვა, შეტევა ხაზზე გაიშალა, გიორგი გოგოლაძემ ბურთი გიორგი კვესელაძეს ამოუგდო და მან 20-წლამდელთა წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ქართული ლელო მიითვალა.
სოსეს კიდევ ერთ სწრაფ გარღვევას არგენტინელთა მორიგი ლელო მოყვა, მაგრამ 72-ე წუთზე ქართველებმა მოლით დაახლოებით 15 მეტრი იარეს და უშანგი ჭეიშვილის ლელო გოგოლაძემ გარდასახა. დრო კიდევ საკმარისი იყო და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 15-ფაზიანი შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა მოახერხა და პრემიალური ქულის აღება არ დაგვანება.
პრესკონფერენცია
„ეს იყო ურთულესი, ფიზიკურად მძიმე თამაში, რომელიც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. ბევრი შეცდომა დავუშვით და ხშირად ვჯარიმდებოდით, რამაც საქმე გაგვირთულა, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელით გამარჯვების მოპოვება. ახლა შეცდომების გამოსწორებას და საფრანგეთთან უკეთესი თამაშის ჩვენებას ვეცდებით“ - განაცხადა არგენტინელთა კაპიტანმა ტომას მალანოსმა.
„დღევანდელ თამაშს მომზადებულები შევხვდით, თუმცა რიგ ეპიზოდებში შეცდომები დავუშვით, ასეთ დონეზე კი, მსგავსი შეცდომები ძვირად ფასობს. იყო ტექნიკური წუნიც, რამაც შედეგზე იმოქმედა. კარგი იქნებოდა მოსამზადებელ პერიოდში მსგავსი დონის მეტოქესთან გვეთამაშა. დღეს ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, ახლა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ“ - თქვა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.
ილია სპანდერაშვილი (კაპიტანი): „მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ გამოცდილება არ გვეყო. ვფიქრობ, მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ არგენტინამ შეცდომები არ გვაპატია, ჩვენ კი საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენეთ. ამ თამაშს დღესვე დავივიწყებთ და შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადებით“.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიუხედავად არგენტინის ფავორიტობისა მთელ შეხვედრაში, ჩვენები მაინც ბოლომდე დარჩნენ თამაშში და ინარჩუნებდნენ პატარა შანსს თამაშის შემობრუნებისას. აფრიკასთან სულ სხვა ხარისხი იქნება, სხვა შედეგს დადებენ ბიჭები, იქნებ გაბედოს ვინმემ და არ დამეთანხმოს. წინ გამარჯვებისკენ ლომებო.
უშანსოდ ნამდვილად არ ვყოფილვართ.
მე გავბედავ და გეთანხმები...
თვალში მოგვხვდება თუ ფიზიკურად როგორი დიდები და ტანადები არიან სხვა ქვეყნის მორაგბეები ჩვენებთან შედარებით. ეს გენეტიკურსთან ერთად საკვებისა და ვარჯიშის პირობებზეა დამოკიდებული. თანაც იქ მოთამაშე მორაგბეების რაოდენობა ბევრად მეტია ვიდრე ჩვენთან. მსოფლიო ჩემპიონატის დროს თბილისში იმყოფებოდა სოჭში მცხოვრები სომეხი. მასთან საუბრისას შევეხეთ რაგბის განვითარებას სომხეთში - აი რა მიპასუხა მან: სომეხი ერი ვერ გაქაჩავს რაგბს ისე როგორც კალათბურთსო, მაღალი სპორტსმენების ნაკლებობის გამოო... სომხეთში მცხოვრები სომხები დიდად ჩამოვგრჩებიან სხვა რეგიონში მცხოვრები სომხებისაგანო ფიზიკური აღნაგობითო, ეს დამოკიდებულია როგორც კვებაზე ასევე იმითო, რომ სხვაგან მცხოვრებ სომხებში ბევრი სხვა ერია შერეულიო (ცოლები ყავთ სხვა ერის შვილებიო). იმ სომეხსაც დედა რუსი ყავდა, ხოლო მეუღლე ოსი. საქართველოს 1990 წლის მერე დიდი დემოგრაფიული პრობლემები ქონდა - თბილისის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მოსახლეობის გადინება. ეს და ამასთან ერთად ძაან იმოქმედებს ეკონომიკური პირობების გაუარესება, რის გამოც ბევრი ნიჭიერი ბავშვი ვერ დადიოდა რაგბზე.
უკეთესი გუნდი რომ იყო არგენტინა ეგ ვიცით და უნდა მოეგო ალბათთ
როცა გამოვივდნენ სათამაშოდ მაშინ სახეზე ეტყობოდათ დაძაბულობა. ესაა სწორედ რომ ფსიქოლოგი არ მუშაობს
ფსიქოლოგმა ამათ უნდა უთხრას რომ სულ კლეზე უნდა დაიკიდონ სა,შობლ;ო და ა.შ. თამაშს დროს. ამხელა ტვირთს ვერ აწევენ და არცაა საჭირო. მოედანზე არი ბურთი და მოთამაშე
კლასის ბრალი არააა ეგ უაზრო შეცდომები. ეგ არის გუნდის ცუდი მომზადების შედეგი. ან ფსიქოლოგიურად არ არიან მზად
ფაქტია რომ მოგვიგეს და ჩვენ ამ თამაშის შანსი არ გვქონია
მოგესალმებით ყველას! არგენტინასთან მოგებას არავინ არ ველოდით, მაგრამ წინააღმდეგობას, რომ გავუწევდით მჯეროდა. არგენტინა 6 ერის გუნდებიდან არც ერთს არ ჩამოუვარდება და მგონია ასეთი ანგარიშით რითაც ჩვენ დაგვამარცხეს 6 ერის ნებისმიერ გუნდს დაამარცხებდნენ (ინგლისი ძაან ძლიერი ჩანს, სამოასთან მოგებული თამაშის გათვალისწინებით ასეთი შტაბეჭდილება მრჩება არა ანგარიშიდან გამომდინარე არამედ თამაშის მსვლელობის შემხვედვარე). არგენტინა ძალისმიერი გუნდია, საუკეთესო შერკინება ყავს, როგორც გუშინ თქვეს კომენტატორებმა ტოპ სამეულში შედიან. მხოლოდ ერთი შერკინება მოგვიგეს აშკარა უპირატესობით, ხოლო ასეთივე უპირატესობით ბევრი წააგეს. მოგვიგეს თამაშის ორგანიზებით, სისწრაფით და ჩანს, რომ უფრო გამოცდილები არიან - დააკვირდით სად თამაშობენ, რომელ გუნდები და ყველაფერი აშკარა იქნება. ამდენი ლელოს გაშვებას უფრო ჩვენს შეცდომებს დავაბრალებდი. ვნახოთ რას ვიზამთ სამხრეთ აფრიკასთან, დიდი იმედი მაქვს, რომ ქულას ან ქულებს ავიღებთ. ისე თუ გვინდა რაგბი უფრო განვითარდეს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აუცილებელია უცხოელი მწვრთნელების მოწვევა. საუკეთესო მორაგბეების მაღალი დონის სარაგბო ქვეყანაში მივლინება სასწავლებლად. მე მაგალითად ზოგიერთ სპორტის სახეობებს შევუმცირებდი დაფინანსებას და რაგბს გავუზრდიდი. დონით ძაან ვუსწრებთ ევროპის ლიგის გუნდებს, მაგრამ ძაან ჩამოვრჩებით ე.წ. ელიტის ნაკრებებს.
ვიყიდე სამხრეთ აფრიკასთან ჩვენი თამაშის ბილეთი და აბა თქვენ იცით! მორიდების გარეშე უნდა ვეთამაშოთ! უნდა დაიდოს ბეჭებზე! ურთულესი ამოცანაა მაგრამ თქვენ ეს შეგიძლიათ!
ტრაგედიის შექმნა რა თქმა უნდა სისულელეა და იმათ სჩვევიათ ვინც ღრუბლებში დაფრინავს.
საქართველოს კუში ფლეშსკორეზე რომ დავხედე შეადგენდა 7.5 ანუ კი არ უნდა წაგვეგო, უნდა წაგვეგო დიდი ანგარიშით, ანგარიში დიდი არაა.
ბევრი დაიწერა დასწრებაზეც, მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი დასწრება სირცხვილიაო, ალბათ ეს ადამიანები სპორტს საერთოდ არ უყურებენ ახალგარდებზე სტადიონი იშვიათად ივსება მსოფლიო ფეხბურთშიც კი.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, მე პირადად არ მომეწონა გარემარბების თამაში, ძაან გვჯობდნენ ხაზზე. კარგი იყო აფრასიძე დარტყმებში, კაი კი არა, მსოფლიო კლასი იყო. დიდებში რატომ ვიძახებთ ასე იშვიათად მიკვირს.
მითუმეტეს დამრტყმელი ასეთი მნიშვნელოვანია რაგბში.
აუ გოგი წულაიამ რა მოთხარა ტოო, კეფა ამტკივდა სიცილისგან DDDDDDDDD
4 წელია ვიცით, რომ ამ ტურნირისთვის უნდა გვემასპინძლა ქუთაისში და ვერაფერს მოაბეს თავი ნორმალურადო.
დროშა რომ დროშაა, სხვა ქვეყნის დროშები ამაყად ფრიალებდნენ, ჩვენებს კი ჩვენსაზე ნაჭერი არ ეყოთ და ეკიდა პატარა ბავშვის კუტასავითო DDDDDDDDDD
15 წუთის ვნახე, ახლაც მუცელი ხელით მიკავია DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
მაგარი რაღაცეების მოხევა იცის ხოლმე გოგიამ DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
არ შეიძლება მწვრთნელების გაწეული სამუშაოს დაუნახაობა. წინა მსოფლიოზე კარში დარტყმების პროცენტულობა იყო საშინელი - ამ თამაშში პირიქით ჩვენი ძლიერი მხარე კარში დარტყმა იყო.
წინა მსოფლიოზე დერეფნებში ძალიან მაგრად გვიჭირდა - გუშინდელ თამაშში მშვენივრად გამოვიყურებოდით (განსაკუთრებით პაპიძის მოედანზე ყოფნისას).
გამოსწორებულია ჩხუბისკენ მიდრეკილებაც, რამდენიმე მაღალი ბოჭვა მიიღეს ბიჭებმა და გაწევ-გამოწევაც მოუხდათ, მაგრამ ჩხუბზე არ გადასულან, არადა აფრიკელებთან ტესტის მერე დისციპლინის მაგრად მეშინოდა.
მე პირადად მიმაჩნია, რომ გუშინდელ გუნდს დამატებული გორგაძე (მაღალ ბურთებზე დიდ ნაკრებშიც კი გამორჩეულია) და ლობჟანიძე არგენტინას მოუგებდა.
ორი აზრი არ არის რომ მარცხის მიუხედავად, ბიჭებმა თავდადებით იბრძოლეს და მხოლოდ გამოუცდელობამ დააღალატათ. არა უშავს, არგენტინისნაირ ძლიერ გუნდთან 11 ქულით წაგება მე ნაღდად არ მიმაჩნია სამარცხვინოდ. პირიქით, მჯერა რომ ეს წაგება სათანადო დასკვნების გაკეთებისა
და ხარვეზებზე მუშაობის საშუალებას მისცემს სამწვრთნელო შტაბს და მოთამაშეებს. თუკი არგენტინა მართლაც ფავორიტია ამ ჯგუფში (ტურნირზეც), მაშინ სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან უკეთესის მოლოდინი უნდა გვქონდეს
ტრაგედია არაა, მარა ეგეც ჰო არის რომ მეტიც შეგვეძლო და ნელნელა უნდა მოვთხოვოთ. თამაშამდე მეც მეგონა 15-19 ქულიანი წაგება, მარა აი ბონუს ქულა თურმე სავსებით რეალისტური იყო.
მართალი ხარ, ბონუს ქულა რეალური იყო მაგრამ უაზრო შეცდომების გამო დავკარგეთ
რატომღაც მაქვს იმედი, რომ ჯგუფში ერთ თამაშს მოვიგებთ.
წეღან შარშანდელ 20 წლამდელთა მსოფლიოს ვიდეოებს ვუყურებდი და იქაც ცოტა ხალხი იჯდა ტრიბუნებზე. სხვათაშორის ინგლისში ჩატარდა და ჩვენ თუ სლოგანი გვაქვს "რაგბი ჩვენი თამაშიაო", იმათ სლოგანიც არ ჭირდებათ - მართლა მათი თამაშია DDDDDDDD
ასე რომ, ტრაგედიას ნუ შევქმნით.
აბა რუსეთი ყოფილიყო მსოფლიოზე - დინამოს სტადიონიც გაივსებოდა
ღირსეული ბრძოლა ნამდვილად შედგა, რისთვისაც მადლობა ბიჭებს! არგენტინა ერთ-ერთი ფავორიტია და შესაბამისად სათამაშო კლასით ჩვენზე მაღლა დგას, ასე რომ ეს შედეგი მისაღებია. რა თქმა უნდა იყო ტექნიკური წუნი, პრიმიტიული შეცდომები, რამაც მინიმუმ ბონუს ქულა დაგვაკარგინა. საფრანგეთთან და სამხრეთ აფრიკასთან უკეთეს შედეგს ველი, წარმატებები ბოკვერებს!
მსაჯის შეცდომაზეც მინდა ვისაუბრო
გემახსოვრებათ აბლბათ მეტოქის 5 მეტრიანი დერეფანი როდესაც სპანდერაშვილი აუხტა და ხელი წაკრა, მაგრამ იმდენად არაზუსტი იყო ბურთი მაინც წინ წავიდა და ეს რო არ გამოპაროდა მსაჯს, შეიძლება ლელო მოყოლოდა მაგ ამბავს და იმ მომენტში დადებული ლელო ძალიან მაგარი იქნებოდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და ფსიქოლოგიურ მომენტს რო თავი დავანებოთ მინიმუმ +5 ქულა მოყვებოდა
ბოლომდე რო ითამაშეს ეს ნაღდია და კლასის ხარჯზე მოგვიგეს არგენტილებმა, მარა აი ისეთი ელემენტარული შეცდომები არ უნდა მოგვდიოდეს არ მახსოვს მერამდენე წუთი იყო, აი ადვილი ჯარიმა შეგვეძლო დაგვერტყა და აუტი რო არჩიეს (გინდა თუ არა დაგვერტყაო მაგას არ ვგულისხმობ) მოუმზადებლად რო დაარტყენ და რო გადააცილეს და ბურთი მეტოქეს ჩააბარეს და მერეც იყო 1-ლაც ჯარიმიდან ბურთის კიდეზე ცუდად გადატანა.
იმედია უფრო ყურადღებით მოვეკიდებით დეტალებს. აბა თქვენ იცით.
კოპირებაში ძალიან მაგრები ხართ! ბრავოო!