საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თავის პირველ მატჩში არგენტინელ თანატოლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 26:37 დამარცხდა.
20-წლამდელები
20:20 | 31.05.2017 | ნანახია 6483 - ჯერ ვიბრძოლეთ და დავმარცხდით
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თავის პირველ მატჩში არგენტინელ თანატოლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 26:37 დამარცხდა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ იმათ საყურადღებოდ ვისაც ჩვენ მწრთვნელებს პრეტენზიები აქვთ.
ასეთი სწრაფად მოთამაშე ჩვენ ნაკრები ჯერ არცერთ ასაკობრივში არ გვყოლია.
პროგრესი ნამდვილად არის და ამ მწრთვენელბს თავისი პოტენციალი ჯერ ნამდვილად არ ამოუწურიათ. გუნდი ფსიქოლოგიურადაც მაგარი მზად არის. ასაკობრივ ნაკრებში ფსიქოლოგია ყველაზე დიდი პრობლემაა. მაგის გამოა მარტო საფრაგეთი რომ დარჩა ევროპაზე U20 ში
ბიჭებს კიდე მადლობა, ეს წაგება გაკვეთილად გამოადგებათ და დაწმუნებული ვარ საჭირო დასკვნებსაც გააკეთებენ. თავდადება არ აკლიათ გამოცდილება კიდე ესეთი თამაშებით მოდის.
მთავარი სულ ამ ელიტაში დავრჩეთ, ეს დასაწყისია დაწმუნებული ვარ მალე მათ თოლ სწორად ვითამაშებთ
მე პირადად ფაქტიურად სამსახურიდან გამოვიპარე საათნახევრით ადრე. ელემენტარული გათვლა უნდა იმას რომ სამუშაო დღეებში ასეთ დროს არ ჩაენიშნათ ჩვენი მატჩი. ტვინი გაქვთ თავში საერთოდ? თამაშს რაც შეეხება მოცემული დროისათვის მე პირადად კმაყოფილი ვარ. რაც აქ დაიწერა მწვრთნელებმაც მშვენივრად იციან მაგრამ ეს უნარები სწორედაც ძლიერ ნაკრებებთან ჯახში უნდა გაგვიჯდეს. მარტო თეორია ვერაფერს გვიშველის. აფრასიძე მიუხედავად ორი დიდი შეცდომისა საუკეთესოა მინდორზე თამაშშიც და არა მხოლოდ ჯარიმებში. აბა უცბად გამოსვლოდა ის პასი რას იტყოდით? ასეთ ვა ბანკზე წასვლა აუცილებელიცაა როცა მეტოქე აშკარად აღგემატება კლასით.
რა გახდა და მე კაი უფროსმა მიჯიგრა და მე და 1 კიდე გაგვიშვა 5 საათზე. რამდენი კი იქნებოდა ეგეთი?
და ვინც სახლში ზის ჰაერიდან ჰო არ მოიტანდა 20 ლარს. 8-ზე რო ყოფილიყო ჩვენების თამაში გაივსებოდა.
თუ ძმა ხარ, დაინტერესება იყოს და 20 ლარსაც გამონახავენ და დროსაც.მარტო საქართველოს ტამასზე კიარა ყველა თამაშს უნდა ესწრებოდნენ...დავიჯერო ქუთაისში უფრო ულხინთ ხალხს, თითქმის სავსე იყო სტადიონი ორივე თამასზე, თან ავჭალაზე უფრო მეტი ხალხი ეტევა..
და მაგი არ იყოს კიდე, აბა 1 ნახე შარშანდელი ჩემპიონატის ვიდეოები, თუ არ იცი გეტყვი რო ინგლისში ჩატარდა შეადარე დასწრებები და იქნებ იგიც თქვა ინგლისში არ უყვართ რაგბიო.
და ვისაც მანქანა არ ყავს ავჭალიდან 22:30-ზე სიტყვაზე ვარკეთილში ან ვაზისუბანში წასვლა ადვილი იქნება? ქუთაისში 6-დე მორჩა თამაშები და ტრანსპორტით შეეძლო ხალხს წასვლა და თან ქუთაისში ტაქსითაც 7-8 ლარი დაჯდომოდათ მაქსიმუმ თუკი ქალაქის ბოლო იქნებოდა. და ავჭალიდან სხვა გარეუბნებში რა დაჯდებოდა. ან კიდეც 22:00 -ის მერე მეტრო მგონი 15 წუთიანი ინტერვალებით დადის, და ავტობუსით ან ფეხით რო მიხვალ მეტრომდე და კიდე მეტრო როდის ჩAმოივლის და როდის მიხვალ სახლში. ან ტაქსი ჰო 15 ლარი დაჯდება მოშორებით მანძილებზე.
ვიცი სადაც ტარდებოდა და რამდენი ესწრებოდა, მაგრამ ჩვენ ინგლისებისგან განსხვავებით ბევრი რამე გვაქვს დასამტკიცებელი..გამადდებელი შუშით გვაკვირდებიან, მერე შარს მოგვდებენ ხალხს არ აინტერესებს და თქვენ რაღა გინდათო..მე შენ გეტყვი შერცხვებათ..თითიდან გამოწოვილია ძმაო მაგ მიზეზი რასაც სენ ამბობ..3000 კაცზეა ლაპარაკი 30000 ხომ არა..
მეგობრებო, დავიწყებ იმით რომ გავაკრიტიკებ რაგბის კავშირს ჩვენი ნაკრების სათამაშო დროების უტვინოდ შერჩევისთვის. თქვე კაი ხალხნო, 18 საატზე რომ ნიშნავთ საქართველოს თამაშებს, სამუშაო დღეებში "ავჭალაში" (გარეუბანში) როგორ უნდა მოვახერხოთ დასაქმებულთა უმეტესობამ მოსვლა?! მე შენ გეტყვი და დამსაქმებელთა უმრავლესობა გაგიგებს, როცა ეტყვი რომ რაგბზე მინდა მისვლა და ადრე გამიშვიო... ნუთუ ასე ძნელი იყო ჩვენი ნაკრების თამაშები ბოლოს (20:30-ზე) დაგენიშნათ?! აი მაშინ ნახავდით, თუ არ გაივსებოდა 4 ათასიანი სტადიონი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამხელა ღონისძიება ტარდება ჩვენს ქვეყანაში და პიარი იყო და არის 0-ის დონეზე! არ ფიქრობთ რომ ამ ყველაფერს ბილ ბომონტი და მისი კოლეგები კარგად დაინახავენ და
შემდგომში ანალოგიური დიდი ტურნირების ჩატარების შანსს აღარ მოგვცემენ? ეეჰ, როგორც იტყვიან "კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო"
მაგაზე თქვეს, რო 18:00-ზე რო საქართველოს მატჩი იქნება შემდგომ მატჩსაც დაესწრებიანო.
თამაშს რაც შეეხება, თქმა არ უნდა რომ დიდი მადლობა ბიჭებს მონდომება-თავდადებისთვის. ბევრი კრიტიკა შეიძლება (მათი დიდი ნაწილი ქვემოთ ითქვა კიდეც), მაგრამ ფაქტია რომ გამოუცდელობამ ამ წაგებაში დიდი როლი ითამაშა. სხვაგვარად, შეიძლებოდა მინიმუმ ბონუს ქულის აღება. ასეა თუ ისეა, მწვრთნელებმაც და ბიჭებმაც შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იმუშაონ! ყველაზე მეტად მაინც სისწრაფეების გაუმჯობესებაზე, ხაზის სწრაფად აწევა-გადაწყობასა და დაკიდებული ბურთების მოპოვებაზეა საჭირო ზომების მიღება, მოკლედ, წარმატებები და კვირას უეჭველი "ავჭალაში" ვიქნები
შემეხმიანე, მეც ვიქნები კვირას თავიდანვე.
კეთილი, მომდევნო დღეებში შეგეხმიანები
ამხელა საიტი რო მარტო ქოფი-პეისთის იმედად არის და ერთ ნორმალურ სტატიას არ დებს ეგ სამარცხვინოთა რიცხვს არ მიეკუთვნება?
სარაგბო მატჩისა თუ პერიპეტიების ანალიზი თუ გინდა
rugbyxv.ge ზე შედი
ისე რა გახდა 3000 სტადიონის შევსება
და ერთიც...სირცხვილია თბილისში მაყურებელს საერთოდ აღარ აინტერესებს როგორც ჩანს ქართული სპორტი,ნაკრების თAმასზე ესეთ პატარა სტადიონს რო ვერ გაავსებ ჩემი აზრით დიდი მინუსია,რაგბი ჩვენი თამაშიას ძახილს სჯობს მაგ პრობლემას მიხედოთ თორე ჩვენი თAმაში ეგ ნაღდად აღარ გამოდის და არც ეროვნულ სპორტობაზე უნდა ქონდეს პრეტენზია...გააკეთეთ მსგავსი არენა ბათუმში და ჩემპიონატი ჩაატარეთ დასავლეთში.ანშლაგი გარანტირებულია
18:00 ეს ის დროა როდესაც საქართველოში დასაქმებული ჯერ კიდევ სამსახურში ზის
და ვინც არ მუშაობს ბევრს ვერ აქვს 20 ლარი ბილეთში გადასახდელი
მასპინძელი დღის ბოლო მატჩს უნდა თამაშობდეს - დასწრება მერე იქნებოდა
გასაგებია მაგრამ არანაირი გამართლება არ აქვს იმას რომ 3 000 იანი სტადიონი ვერ გაივსო
ბათუმს და ქუთაისს ვგულისხმობ დასავლეთში
რა მესამე ხაზის პერსპექტივა გვაქვს ?!
6-7 ცუცქირიძე, გიორგაძე, ჯავახია, სპანდერაშვილი
8 გორგაძე
20-21 წლის ბიჭები
მაგრად შევიწროვდებიან დღევანდელი ეროვნულის ნაცადი მე-3 ხაზელი გვარდია
ორი ძალიან დიდი თხოვნა მაქვს გულშემატკივრებთან:
პირველი -ძალიან გთხოვთ ყველას მოერიდეთ ნეგატიური შეფასებების დადებას ამ ჩემპიონატის ბოლო სასტვენამდე - იმიტომ რომ ნეგატივის გარდა არაფერს მოიტანს
მეორე - მეგობრებო სამწუხაროდ ვერ შევძელი საქართველოში ჩამოსვლა და საოცრად მწყდება გული. ყველას ძალიან გთხოვთ მოკიდეთ ხელი თქვენს ყველა ნაცნობ/მოგობარ/ნათესავს. მგონი 5-6 ათასი კაცი მიდის ნიუიორკიდან ატლანტაში საქართველოს ნაკრების სანახავად (1600 კილომეტრია ერთ მხარეს) და თბილისში თამაშზე მისვლა რა გახდა? თქვენ ჩემს მაგიერ იღრიალეთ და ჩემ ხმას ატალანტიდან გაიგონებთ, გპირდებით
ზოგად უკეთესი გუნდია ვიდრე წინა ჩემპიონატზე, ამიტომ დარწმუნებული ვარ უკეთეს ადგილს დავიკავებთ ვიდრე წინა ჩემპიონატზე. წარმატებები ლომებო... რა გაათენ-დააღამებს-გაათენ-დააღამებს-გაათენ-დააღამებს- გაათენ-დააღამებს შაბათამდე..
შარშან სახელები და გვარებით, გამოცდილებით, ლეგიონერ-ესპუარებით გუნდი უკეთესი იყო (!!!)
სამწუხაროდ არის კლასში სხვაობა, და გვიჭირს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
მარა უპატიებელი იყო მეორე ტაიმში უეჭველი 3 ქულა რო არ ავიღეთ და უაზროდ დარტყმული აუტი რო გადავაცილეთ ყველაფერს. ახლა მთავარია ირწმუნონ რო შეუძლიათ. და იმედია სამხრეთ აფრიკასთან და ფრანგებთან უკეთ ითამაშებენ.
ისე მადა ჭამაში მოდისო და 3-4 წლის უკან ვერც წამოვიდგენდით თუ ელიტაში მოგვიწევდა თამაში..ჩემთვის პირადად დაDებითი შედეგი იქნება რომ არ გავვარდეთ,როგორმე შევინარჩუნოთ ადგილი, მყარად დავმკრივდეთ 12 გუნდში და კიდევ 2-3 წლის შემდეგ ვერავინ გამოგვაგდებს აქედან..ჩვენ გუნდს უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლია, მინიმუმ 2 თამაში მოიგოს...არგენტინა ჩვენთვის ყოველთვის იყო და დარჩება უხერხულ ნაკრებად, მათი რამოდენიმე მოთამაშე უკვე თამაშობს ზე რაგბში და ქვეყნის I გუნდში და ვთვლი რომ არაფერი დაგვითმია მათთვის...
23-12-ზე, როცა თამაშის დამტავრებამდე 25 წთ რჩებოდა ორი 100 პროცენტიანი ჯარიმის გატანის შესაძლებლობა არ უნდა გაგვეშვა ხელიდან, უნდა დაგვერტყა, 5 ქულამდე დავიდოდა სხვაობა მერე სხვანაირად წარიმართებოდა თამაში..ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბონუს ქულის აღების შანსი გაჩნდებოდა, თამაშის ბოლოსაც გაჩნდა შანსი მინიმუმ 2 ჯარიმა დაგვერტყა...
ზელანდიას ვუყურე და მათი მორკინალები არასდროს მიდიოდნენ პირდაპირ კონტაქტზე, ყოველთვის ცდილობდნენ პირველ მბოჭავთან გასხლტომას და შემდეგ შედიოდნენ კონტაქტში როგორც წესი, როდესაც უკვე სივრცე აღარ რჩებოდათ მოძრაობისთვის. შებოჭვისას მიწოლით რამოდენიმე მეტრის მოგების მაგივრად, მბოჭავს დაყვებოდნენ და ბურთს სწრაფად გამოჰქონდატ რაქიდან ან პასს აკეთებდნენ ძალისმიერ თამაშს მშვენივრასდ აბალანსებდნენ და საჭირო მომენტებში ურტყავდნენ, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს ორივე ტაიმი ვერცერთს დაღლას ვერ შეატყობდი.
ამ თამაშში მინიმუმ ბონუს ქულა მაინც უნდა აგვეღო, არგენტინასთან ამხელა უპირატესობა გვქონდა შერკინებაში, უფრო ვაჯობეთ ბურთით გავლილ მეტრებში, უპირატესობის ხაზიც მეტჯერ გადავკვეთეთ აუტებშიც ნორმალურად ვითამაშეთ მაგრამ! დაუშვით რამდენიმე უპატიებელი შეცდომა 1. როცა მოწინააღმდეგის ლელოსთან რამდენიმე მეტრში ვიყავით 4 კაციანი დერეფანი დავაყენეთ, სულ რომ მოლით არ თამაშობს და მფინავი უკანახაზელები ყავს ისეთი გუნდი არ იზამდა მაგას
2. კიდევ ერთი აუტი უაზრო ცრუ ახტომისას ჩავაბარეთ მეტოქეს არადა იმ მომენტშიც კარგი შანსი გვექნებოდა, როცა დერეფანში მეტი ხალხია და მეტს ჩაითრვ მოლში ხაზზეც მეტი თავისუფალი სივრცე რჩება მაგრამ რად გინდა
3.აბრაგანები ყველგან ეს პრობლემა, სადღაც შუაში ურტყამთ ხოლმე არც შორეული დარტყმა არ გამოდის და არც საბრძოლო არგენტინელებს ყოველთვის ქონდათ დრო 22 დან გამოსასვლელად და ცენტრამდე ყოველ დარტყმაზე ამოდიოდნენ დაგვიანებული არბენის გამო, ჩვნ კი 22 ის ხაზამდე ძლივს ამოგვქონდა
4.მიმინოშვილის სიწრაფემ აღმაფრთოვანა იმედია ფინტებს დახვეწავ უფრო და გვეყოლება ცქვიტი გარემარბი რომელიც მარტო პირდაპირ დაჯახებაზე არიქნება ორიენტირებული, აფრასიძემ მართლაც საოცარი დარტყმები გაიტანა მაგრამ ხელით თამაშში დაუშვა რამდენიმე უხეში შეცდომა და უნდა გამოასწოროს, 10 ზე აბჟანდაძე აშკარად პატარაა მაგრამ მეტი შეუძლია ამ ასაკშიც ღერძისგა მეტ შემოქმედებით თამაშებს ველი, მოდებაძისგან მეტის იმედი მაქვს აშკარად ვერ არის ტრამვის შემდეგ ფორმაში, ჰუკერი მომეწონა
5.ყველაზე რთული არის სარაგბო უნარების დახვეწა, რაც იძლევა საბოლო ჯამში სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს, სწორი პოზიციის დაკავება, მოედნის ხედვა დროული პასის კულტურა, შექმნილი სიტუაციიდან სწრაფად კარგი გამოსავლის მოძებნა ერთ-ერთი შესამჩნევი ქრონიკული უზუსტობა: როდესაც ფლანგზე ვათამაშებთ ბურთს მექნიკურად კეთდება ხშირ შემთხვევაში პასები, როცა სივრცე არის შენწინა და მბოჭავიც შორსაა ჯერ უნდა აიყვანო მცველი და სანამ შეგბოჭავს წკიპზე უნდა გააკეთო პასი ჩვენ კი ან პირდაპირ ვეჯახებით გაგლეჯაზე ან ზედმეტად ადრე ვაკეთებთ პასს
პს თქვენი არვიცი და მე არმგონია ელიტაში შესასვლელად 10-15 წელი დაგვჭირდეს
ნაკლებად სადღეგრძელოს ელფერით, კვალიფიციურად...
ბურჯი - მგონი აზრი აღარ აქვს რომელი წლის ნაკრებში რომელი სახელი და გვარი მოხვდება - ეს ჩვენი სავიზიტო ბარათია
ჰუკერი - ბურთზე ფეხით კარგად თამაშOბდა, ბურჯებს კარგად "კრავდა" აუტს კარგად აგდებდა
მეორე ხაზი - სიმაღლე გვაკლია, არაუშავდა - იბრძოდნენ
მესამე ხაზი - შარშან უფრო კვალიფიციური ჩანდა (ცუცქირიძე, გორგაძე, გიორგაძე) სპანდერაშვილს მაგარი პროგრესი აქვს
ღერძი - გელას რომ არა ფეხი, დიდი არაფერი 9_აა, ბევრი აქვს სამუშაო - მგეზავი ჯერ 18 წლისაა ბევრს ვერ მოვთხოვ. თუმცა ეტყობა რომ მომატების პოტენციალი აქვს
ფრთები - მიმინოშვილი-კარგი ბიჭია, მესხი - ვერაფრით გამოვარჩევდი (სავარაუდოდ იურინის ფონზე ძირიტადში ვერ მოხვდებოდა და მომავალში ტაბუხაძეც შეცვლის)
ცენტრი - მომეწონა, ცოტა მეტი ამბედაობა და ინიციატივიანობა და მგონი უკეთ წარმოჩინდებიან
მოდებაზე, მისგან მეტს ველი
შეცვლაზე შემოსული ბურჯები, კარგად შემოვიდნენ, ჰუკერს 5 მეტრიანტან აუტს ვუწუნებ (არც უეჭველი 1-ლ კაცზე იყო და არც ბოლო კაცზე უცებ გასაშლელად, შუაკაცზე კი დავკარგეთ)
ჯაიანი - სიმაღლე მშვეინერი, ჯანსაც თუ აკრეფს, არ იქნება ცუდი მხტომელი
გოგოლაძე არ არის მგეზავი, უნივერსალია არ იყო ცუდი, ტუმცა მეტს ველი
კვესელა - ასევე უნივერსალი ცენტრი - მეიმედება ამ ბიჭის, მეორე თაზო იქნება
უფრო კვალიფიციურ მწვრთვნელებს მეც ვისურვებდი
ვცდილობთ კვალიფიკაციის ამაღლებას მეორეხაზელები ყველა ასაკობრივში პრობლემაა ცოტა სიმაღლე ვისაც აქვს ყველას მაიკლ ჯორდანობა უნდა არამგონია ასეთი პრობლემა იყოს სხვა მხრივ სიმაღლის, საღინაძე მომეწონა მეორე ხაზში ძალიან მშვენივრად ითამაშა აუტებში და ბურთიც კარგად მიაქვს, აფრასიძეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი აკვირდება და იმედია გადავა კიდევაც მომავალი წლიდან მეტი შეუძლია ფეხის გარდა დიდი პოტენციალი აქვს ძალიან ჰეიგმაც აღნიშნა რომ ყველაზე დიდი შეტევის არსენალი აქვს რაც მინახავს საქართველოშიო
შემდეგ თამაშებში გამოჩნდება, რამდენად წინ მივდივართ. შარშანწინ პირველად მოვიგეთ ალაფა და შარშან მსოფლიოზე გამოვედით. მანამდე ალაფასაც ვერ ვიგებდით. ეს რა თქმა უნდა გულზე ხელის დაკრეფას და მიღწეულით ტკბობას არ გულისხმობს. რასაც ბობოლები ათეულობით წლები აშენებდნენ, ჩვენ 2-3 წელიწადში დაწევა კი გაგვიჭირდება, მაგრამ არის ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება რაგბისთვის და ჯერჯერობით არ, ან ვერ კეთდება. ისე, სირცხვილი კია, 4000-იანი სტადიონი რომ ვერ გავავსეთ.
არგენტინას ყავს ძალიან კარგი გუნდი, მათთან ვერც საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკა ვერ ჩაითვლება უპირობო ფავორიტად, ეს ახალგაზრდული ნაკრები წინა ნაკრებთან შედარებით თვალშისაცემად გაზრდილია მაგრამ ჩვენ მეტი გვინდა. როდესაც ფიზიკური ძალა ბუნებრივად მოგვდგამს მოლის და შერკინების დაყენება უკვე ვარჯიშის და ტაქტიკის საკითხია ამხელა უპირატესობის უგულვებელყოფა არ შეიძლება, მეორე საკითხია სწრაფი რაგბის თამაში, უნდა მიხვდნენ ჩვენი მწვრთნელები რომ მხოლოდ ფიზიკურად დაჯახების ხარჯზე ხაზის გაგლეჯა და მთელი თამაშის ასე ჩატარება დიდ ენერგიას მოითხოვს, მოთამაშეები იღლებიან და შეცდომებიც იმატებს, ეს იშვიათ შემთხვევებში მუშაობს გაცილებით უკეთესია სისწრაფის ხარჯზე მეტოქის ჩამოცილება თუ მბოჭავთან გასხლტომა, რასაც ვუყურებ ხშირ შემთხვევაში ჩვენები უიმედო კონტაქტებში შედიან მოწინააღდეგესთან, რაქის დროულ გაწმენდას რაღა უდგას წინ? კარგ ხელით თამაშს ვერ მიაღწევ თუ მოედანზე ტქტიკურად სწრაფად არ დაეწყობი, ამას რაიმე განსაკუთრებული სისწრაფე არ ჭირდება. ნელნელა ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ როდესაც შეიძლება დღესვე რაიმის შეცვლა მომავალს რტომ უნდა ველოდოთ? აუცილებელია ან ჩვენი მწვრთნელების გადამზადება და ბავშვთა მომზადების სისტემის განახლება ან უცხოელი სპეციალისტების მოწვევა. ჩვენ მწვრთნელების ჩაკეტილ წრეში გაზრდილი თაობა გვყავს. რომლებიც ისევე ზრდიან ახალგაზრდებს, როგორც მათ ასწავლეს ძალისმიერი თამაში.
პირველი და ძალიან ცუდი - 4 ათასიანი სტადიონი ვერ გავავსეთ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩზე. იმედია შაბათს მაინც გაივსება.
მეორე და ძალიან კარგი - შარშანდელის შემდეგ გუნდი ძალიან გაზრდილი მეჩვენა.
უბრალოდ სხვაობა ისაა რომ არგენტინა ტესტებზე ზელანდიაში ჩავიდა და იქაურ კლუბებს ეთამაშა, ჩვენ კიდე მხოლოდ ერთი აფრიკული გუნდის ალბათ სათადარიგოებს ვეთამაშეთ.
ჯერ ჩვენ ძალიან ჩამოუვარდებით მსოფლიოს მონტრებს, მაგრამ აქ საგულიხმო ისაა რო ახალგაზრდულ დონეზე სხვაობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე უფროსებში.
ევროპაში ასაკობრივ დონეზე ფრანგებმა გვაჯობეს მარტო თორე დანარჩენებს ვისაც შევხვდით კარგი დღე არ ვაწიეთ,
ახლაც არგენტინასაც საკმაოდ დიდი ბრძოლა გავუმართეთ და არ გავნადგურებულვართ ასევე მგონია რო სხვა მონსტრებთანაც ამაზე ნაკლებად არ ვითამაშებთ და ყველას ქულა ქულაში გავეკიდებით და აქედან გამომდინარე მაქვს იმედი რო 10-15 წელში ნებისმიერ ქვეყანასთან შეგვეძლება ტოლსწორად ბრძოლა.
აფრასიძემ რაც დარტყმები გაიტანა ნებისმიერი დამრტყმელი მოაწერდა ხელს ვილკინსონი იყოს თუ გინდაა და გინდაც კარტერიი.
კლასი გვაკლია მაინც და ეს ბევრი ფაქტორიდან გამომდინატეობს. ჩვენი ბიჭები ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობენ და შეადარებას არ დავიწყებ, ასევე გვაკლია ექსტრა კლასის გუნდებთან თამაშის გამოცდილება და ძნელია ისეთ მეტოქესთან როგორიც არგენტინაა ითამაშო შეცდომების გარეშეე
აფრასიძე მალე ნაკრებში მოხვდება და ცოდოა ან ეგ ან ლობჟანიძე რომ დაჯდება სნამზე აფრასიძეს ძალიან კარგად შეუძლია 10 ნომერზე თამაში და კარგი იქნება ამ ჩემპიონატის მერე რომ გადაიყვანონ 10 ნომერზე (ლობჟანიძე აშკარად ჯობია 9 ნომერზე)
ჩვენი ბიჭები იმათ ნაღდად არ ჩამოუვარდებიან არცს ბრძოლის ჟინით და არც ძალით რამხელა ვერზილები ყავდათ იმათ და მაინც გადაუარეს შერკინებაში! მაგრამ მარტო ბრძოლის ჟინით და მონდომებით ვერ მოუგებ ბობოლებს საჭიროა ბავშვობიდანვე შეაჩვიონ სისწრაფეს ჩვენები არგენტინელებთან შედარებით დადიოდნენ მოედანზე ისინი კი ორჯერ სწრაფად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და სამჯერ სწრაფად მოქმედებდნენ! თითქოს ხელით თამაშიც ვისწავლეთ ცოტა დერეფნებში აშკარად გამოვასწორეთ სიტუაცია მაგრამ კიდევ ერთი ჩვენი მოუშორებელი ჭირი მაღალ აბრაგანებზე ბრძოლა და ბურთზე სწრაფად მიყოლა ისევ იმ დონეზეა @ კაი ბატონო წინა ხაზს არც მოეთხოვება სწრაფი სირბილი მაგრამ ფლანგებმა ხომ უნდა იმოძრაონ ის რომ მეტოქის შერკინებას მაინც აჯობონ @@
კლასია ეგ ყველაფერი და განვითარების კუთხით ჩვენ ჯერ უკან ვართ არგენტინასთან და ეტაპობრივად ყველაფერი იქნებაა
ასე თუ გაგრძელდა არაფერი არ იქნება ჩვენ კი მივალთ ეხლანდელი არგენტინის დონეზე მაგრამ არგენტინა (და სხვა ბობოლები ) ერთ ადგილზე კი არ დარჩებიან უფრო წინ წავლენ და ჩვენ შორის სულ იქნება ასეთი განსხვავება თუ რამე არ მოვიფიქრეთ
აუ, დაიწყო ეს უტვინო დიმპიტაური-დამპიტაური სადღეგრძელოების სტილში: " თავდადებულად ითამაშეს", "ასეთი თამაში გმირობის ტოლფასია","მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და ღირსეული თამაშითვის","იმედით შევყურებთ მომავალს" ... და ა.შ . ვინმე გამარჯვებას ელოდა? მეტიც ,ყველა მატჩიც რომ წავაგოთ და ალბათ ასეც მოხდება, რა ობიექტური არ იქნება? კანონზომიერებაა ასეთი ,მოვა მომდევნო თაობა და გაჩნდება ახალი იმედი!
აქ იმაზეა საუბარი, რომ მე მაგალითად ასეთ ანგარიშს არ ველოდი, სადღაც 30 ქულით წაგებას ვარაუდობდი და ასეთი ანგარიში რომ დადგა, ეს ნიშნავს რომ ბიჭები საკუთარ თავს გადაახტნენ და რატომ არ უნდა შევაქოთ? რაგბში წაგებისას შექება მოსულა, წლანგარიშს გააჩნია
დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის. რა თქმა უნდა იყო შეცდომები და ნერვიულობაც იგრძნობოდა, რადგან არ ვართ განებივრებულნი ასეთი დონის გუნდებთან ხშირი თამაშით და გამოუცდელობაც თავისას შვება. მაგრამ თუ გვინდა უფრო სწრაფი ტემპებით განვვითარდეთ, აუცილებელია სასწრაფო წესით აკადემიებში უცხოელი მწვრთნელების (სასურველია სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები) ჩამოყვანა, რომ მომავალმა მორაგბემ თავიდანვე შეისისხლხორცოს თანამედროვე სწრაფი რაგბის ელემენტები. ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია 7 კაცა რაგბის განვითარება და ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მონაწილეობა. ამ უკანასკნელს როდის დაადგება საშველი, არ ვიცი.
დღევანდელი მატჩი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყონ ბიჭებმა და მორალურად და ფიზიკურად მომდევნო თამაშისთვის უნდა მოემზადონ, მთავარია გააცნობიერონ რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შესაძლებელია. წარმატებები ჩვენს ლომებს და ქართულ რაგბს!!!
რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემია ჩვენი გუნდის ნაკლოვანებებს შორის,ესაა თამაშის არასწორი წარმართვა.სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.ეს უნარები კი სწორედ ისაა ,რომელიც ბავშვობიდან უნდა განუვითარდეს მორაგბეს.უკვე ჩამოყალიბებულ მორაგბეს რომ ასწავლო ეს საკითხები ძალიან რთულია
აკადემიებში უცხოელი გამოცდილი მწვრთნელები მართლა აუცილებელია.მაგაში არ უნდა დაგვენანოს ფული.უნდა ჩამოვიყვანოთ სპეციალისტები რომლებსაც აქვთ გამოცდილება წარმატებული სპორტსმენების აღზრდის.ასევე საჭიროა გამოცდილი მენეჯერები თუნდაც უცხოელები,რომ სწორად წარიმართოს აკადემიის მუშაობა.თავიდანვე თუ არ ჩაიყარა მყარი საფუძველი შემდეგ რთულია წარმატების მიღწევა.ჩამოვიყვანოთ ვამუშაოთ,არ დავინანოთ ამაში თანხები.გავა რამოდენიმე წელი და ჩვენი მწვრთნელებიც განვითარდებიან მათ გვერდით.ისწავლიან და აიმაღლებენ კვალიფიკაციას.შემდეგ შესაძლებელი იქნება საკუთარ კადრებზე დაყრდნობა.
არგენტინა არ არის გამორიცხული ფინალშიც რომ გავიდეს. ბიჭებს მადლობა, იმედია შარშანდელივით თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ. მიმინოშვილის ტრამვა რამდენად სერიოზულია?
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და ღირსეული თამაშითვის ! მოვა ის დრო, როცა არგენტინელებივით ვითამაშებთ.. დღეს ამ დონეზე ვართ და რასაც ბიჭები აკეთებენ გმირობის ტოლფასია !
ხარვეზების მიუხედავათ ბევრი დადებითიც ვნახეთ ამ თამაშში, იმედით შევყურებ მომავალს.
ჩემი აზრით აუცილებელია ასაკობრივ ნაკრებებში უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა,თუ გვინდა რაღაც შედეგი და გვაქვს შესაბამისი ამბიცია დროა მაისურაძეზე გამოცდილი მწვრთნელს ჩავაბაროთ ნაკრები...
ფიზმომზადება მარტო ჯანი კიარა სისწრაფეა თავისუფლად იცილებდნენ არგენტინელები 1-2 ქართველს სისწრაფის ხარჯზე დროა კვალიფიციური მწვრთნელები მოიყვანონ აკადემიებმა.
ნუ, რას ვიზამთ... ჯერაც ვერაფერს ვუხერხებთ მაღალ კლასს და დიდ სისწრაფეებს.
ჩვენც ეგეთები უნდა გავხდეთ, დროა საჭირო.
დარწმუნებული ვარ ელიტაში დავრჩებით, აუცილებელია ყოველ წელს ასეთ მგლებთან რკენა.